სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოეირაშის ჩელენჯერის მერვედფინალში რადუ ალბოტი დაამარცხა

ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა პორტუგალიაში, ოეირაშის ჩელენჯერის ტურნირზე დაიწყო.

შეჯიბრების მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა მოლდოველი რადუ ალბოტი ორ სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მელბურნში, წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამი საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია და ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა. პირველ წრეში ის ჩეხ მენშიკთან 1:3 დამარცხდა.

ამ მომენტისთვის ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგში 206-ე ადგილზეა. მისი საუკეთესო შედეგი მე-16 პოზიციაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს“

ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს- ეს ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა რუსთავის ციხიდან გამოიტანა, რომელმაც ექსპრემიერი მოინახულა. ბარათაშვილის თქმით, პირველ რიგში მოისმენს რა მტკიცებულებებია საჭირო, საქმის შესწავლის გასაგრძელებლად და შემდეგ გადაწყვეტენ, რა ფორმით ითანამშრომლებს ექსპრემიერი მათთან. მოვისმენთ, რა მტკიცებულებები სჭირდებათ მათ იმისათვის, რათა გააგრძელონ ამ საქმის შესწავლა. შემდეგ უკვე გადავწყვეტთ, რა ფორმით ითანამშრომლებს ბატონი ირაკლი მათთან. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვითანამშრომლოთ სახლახო დამცველის აპარატთან, თავად სახალხო მდაცველთან და ამის შემდეგ გადავწყვეტ, თუ რა იქნება მომდევნო ნაბიჯები, – ამბობს ბარათაშვილი. რაც შეეხებ სტრასგურგში საქმის გასაჩივრებას – ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეს განიხილავენ. მოვა ამის დრო, როდესაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები… ჩრდილოვანი მართლმსაჯულება არის ის, როდესაც სასამართლოზე ხდება ზეწოლა და ის იძულებულია მიიღოს სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მართლმსაჯულება რომ ჩვენ ქვეყანაში არის შერჩევითი ხასიათის და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სასამართლომ, სხდომების დახურვასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ეს ჩემთვსი ნათელია. შემიძლია ვთქვა, რომ მართლმსაჯულება, დღევანდელი ხელისუფლება რ არის გამონაკლისი, არის ინსტრუმენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში, – ამბობს ბარათაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მეცნიერებს, მკვლევრებს, დოქტორანტებსა და კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.„ძვირფასო კოლეგებო!გულითადად გილოცავთ მეცნიერების საერთაშორისო დღეს - თარიღს, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამეცნიერო საქმიანობის განსაკუთრებულ როლს კაცობრიობის პროგრესის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.განსაკუთრებული პატივისცემითა და სიამაყით ვულოცავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერებს - გიორგი სალუქვაძესა და გიორგი აბრამიშვილს, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დამსახურებული ჯილდოს მიღებას, ხოლო ახალგაზრდა მეცნიერებს - ინგა სამხარაძეს, ქრისტინე მუსელიანსა და ნინო ბენდიანიშვილს - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის მოპოვებას.ეს აღიარება მათი მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომის, პროფესიული ერთგულებისა და მაღალი სამეცნიერო კომპეტენციის დაფასებაა. თითოეული მათგანის წარმატება არა მხოლოდ პირადი მიღწევა, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალისა და ქართული სამეცნიერო სკოლის განვითარების მნიშვნელოვანი დასტურია.დღეს, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო ტექნოლოგიური გარდაქმნების, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტრანსფორმაციის, ეკოლოგიური გამოწვევებისა და ახალი სამრეწველო რევოლუციის ეპოქაში ცხოვრობს, მეცნიერების განვითარება სახელმწიფოს განვითარების, ეკონომიკური მდგრადობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პირდაპირ პროპორციულია.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი საუკუნოვანი სამეცნიერო ტრადიციებით, გამორჩეული სამეცნიერო სკოლებით, კვლევითი ინსტიტუტებითა და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო პერსონალით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული მეცნიერების განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქვეყნის პოზიციების განმტკიცებაში.განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი ჩარჩო პროგრამის - Horizon Europe-ის ფარგლებში. ევროკომისიის ოფიციალური მონაცემებით, უნივერსიტეტი საქართველოში ამ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მოცულობით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციას წარმოადგენს.ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მოპოვებული აღიარება. 2025 წელს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა Times Higher Education-ის (THE) საერთაშორისო რეიტინგის ფარგლებში საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა სწავლებისა და ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულებებით. 2026 წელს კი უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა QS Stars-ის საერთაშორისო შეფასება და მიიღო საერთო სამვარსკვლავიანი შეფასება, ამასთანავე, აკადემიური განვითარების მიმართულებით უმაღლესი - ხუთვარსკვლავიანი, ხოლო კარგი მმართველობის მიმართულებით ოთხივარსკვლავიანი შეფასება. აღსანიშნავია ისიც, რომ Center for World University Rankings-ის (CWUR) მონაცემებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 7.9 პროცენტშია წარმოდგენილი.განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორებიცაა CERN - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, იაპონიის KEK, ამერიკის შეერთებული შტატების Fermilab, გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი, იტალიის INFN და სხვა საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციები. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ქართველი მეცნიერები მონაწილეობენ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელებაში, თანამედროვე სამეცნიერო ექსპერიმენტებში, ახალი ცოდნის შექმნასა და გლობალური სამეცნიერო ამოცანების გადაწყვეტაში.მეცნიერების განვითარება შეუძლებელია სახელმწიფოს თანმიმდევრული, სისტემური და გრძელვადიანი მხარდაჭერის გარეშე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელობას ვანიჭებთ სახელმწიფოს, ხელისუფლების, სამეცნიერო საზოგადოების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. მსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ბატონი გივი მიქანაძის მიმართ ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის განვითარების, უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა მეცნიერის, პროფესორის, მკვლევრის, აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლისა და ახალგაზრდა მკვლევრის მიმართ. თქვენი ყოველდღიური შრომა, პროფესიული ერთგულება, სამეცნიერო ძიება და მიღწევები ქმნის უნივერსიტეტის ინტელექტუალურ კაპიტალს, აძლიერებს მის საერთაშორისო ავტორიტეტს და მნიშვნელოვან საფუძველს უქმნის ქართული მეცნიერების მომავალს.მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სამეცნიერო ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებს, რომლებთან თანამშრომლობაც ხელს უწყობს ახალი ცოდნის შექმნას, გამოცდილების გაზიარებასა და ქართული მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო პროცესებში ინტეგრაციას.კიდევ ერთხელ გილოცავთ მეცნიერების საერთაშორისო დღეს“, - აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.

მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს შეხვდა.საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე.მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.

5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, წარმატებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.5 წლის ნიცა ტყეშელაშვილი კი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი 5 და 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოში პირველად ჩატარდა. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჭადრაკისთვის, კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვთა ჭადრაკის განვითარებისკენ და შესაძლებლობაა, მომავალმა თაობამ ადრეული ასაკიდანვე შეიძინოს სატურნირო გამოცდილება. 

ომბუდსმენმა ირაკლი ღარიბაშვილზე სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რათა მიიღოს ინფორმაცია ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში აღწერილი “სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ”.როგორც დღეს, 10 ნოემბერს, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენი “ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს”, მათ შორისსასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს; დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ბოლო სიახლეები