პარასკევი, მაისი 23, 2025

ნიკა მელია 29 მაისს სასამართლოში მისვლას არ აპირებს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, 29 მაისს არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას.

როგორც მელია აცხადებს, არ აპირებს პატიმრობისთვის მომზადებას – „ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას“.

„ჩემი პროცესი არის 29 მაისს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს, რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს, არ მინდა ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი – ადვოკატი.

არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას – ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს“,- განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობს საქმეზე ნიკა მელიას 50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ახლა ღიად ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას ორი განზომილება აქვს, – საგნობრივი განზომილება, სადაც თავად ევროკომისიაც ვერ გაურბის შეფასებას, რომ საქართველო არის წინ, ვიდრე ბევრი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ასევე, არის პოლიტიკური დევნის ინტერესები ზოგიერთ ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, – ამის შესახებ პარლლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდედ ევროპაში ზოგიერთ ჯგუფებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველო საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე, რუსეთთან ესკალაციაზე წავიდოდა და სხვის ინტერესებს მოემსახურებოდა, თუმცა უარი მიიღეს, გაბრაზებულებმა კი, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს.შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ.„საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას აქვს ორი განზომილება. ერთი, საგნობრივი ნაწილია, სადაც თავად ევროკომისიის დასკვნებითაც კი, რომ გაეცნოთ, თუნდაც ბოლო დასკვნას ოქტომბერში რომელიც იყო, იმის წინა დასკვნას, იმის წინა დასკვნას რომ გაეცნოთ, პარალელურად სხვადასხვა სარეიტინგო ორგანიზაციების საერთაშორისო შეფასებებს რომ გაეცნოთ ნახავთ, რომ საქართველო არის მოწინავე კანდიდატ ქვეყნებს შორის ბევრი პარამეტრით. მოწინავეა უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, ამას ევროკომისიაც ვერ გაურბის ხოლმე, როდესაც ქაღალდზე გადააქვს და არგუმენტებით არის იძულებული რომ შეაფასოს. და არის მეორე განზომილება – ეს არის პოლიტიკური განზომილება, რომელიც, სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკოსების წყალობით, არის იმ ფორმაში, რომელსაც ჩვენ არ ვისურვებდით. მიზეზი მარტივია. მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში ჰქონდათ მოლოდინი საქართველოს მიმართ, რომ საქართველო წავიდოდა ესკალაციაზე რუსეთთან და საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე, სხვის ინტერესებს მოემსახურებოდა. ამაზე მათ მიიღეს კატეგორიული უარი 2022 წლის თებერვალში. ამაზე გაბრაზებულებმა, არ მოგვცეს თავის დროზე კანდიდატის სტატუსი, ვიცით მაშინ თუ ფარული იყო, ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები, პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ამ ჯგუფების მოკავშირეები საქართველოში არიან რადიკალური ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები.„ასე რომ, ორი განზომილებაა. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას ორი განზომილება აქვს, – საგნობრივი განზომილება, სადაც თავად ევროკომისიაც ვერ გაურბის შეფასებას, რომ საქართველო არის წინ, ვიდრე ბევრი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ასევე, არის პოლიტიკური დევნის ინტერესები ზოგიერთ ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე

ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს. ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს მსხვერპლსა და რადიკალიზაციაზე.„არ ვიცი, ვინ ვის ხვდება, თუმცა მართლაც ვაკვირდები, რამდენად ექნებათ დიპლომატებს სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს. ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ მსხვერპლზე საუბრობს ოპოზიცია და საუბრობს რადიკალიზაციაზე. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, კარგს არაფერს გვაფიქრებინებს მათზე და ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ საინტერესო არის ცალსახა პოზიცია ზოგიერთი ელჩისა. ჩვენ ვნახეთ, რომ 9 აპრილს მოძალადე ჯგუფებმა, „ენჯეოების“ და პარტიების მოძალადე ჯგუფებმა როგორ სცადეს რადიკალიზაცია. იძალადეს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებზე. არ უშვებდნენ მათ მემორიალთან. ამას ყველაფერს უყურებდნენ ამ „ენჯეოების“ დამფინანსებელი ელჩები და ხმა არ ამოუღიათ. 9 აპრილიდან გავიდა თვეზე მეტი და ერთი დაგმობაც არ გვინახავს დონორებისა, როდესაც მათმა დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ 9 აპრილს მემორიალთან ძალადობის აქტი ჩაიდინეს. ასე რომ, ახლაც ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი „ენჯეო“ და პოლიტიკური ჯგუფები პირდაპირ აანონსებენ პროვოკაციებს, აანონსებენ ძალადობას. შესაბამისად, მინდა, ერთი რამე ვთქვა: თუკი რომელიმე „ენჯეო“ გაერევა კიდევ ერთხელ ძალადობაში, პირდაპირ ეს იქნება იმ დონორის ბრალი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს. ასე რომ, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, სიძულვილს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გია ვოლსკი – ევროკავშირის ელჩი, დიდი ხანია, პოლიტიკური განცხადებებით გამოდის, ჰერჩინსკი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერად გადაიქცა

ევროკავშირის ელჩი, დიდი ხანია, პოლიტიკური განცხადებებით გამოდის. ჰერჩინსკი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერად გადაიქცა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებასა და ქვეყნის გადარჩენასთან დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკის პოზიტიური დამოკიდებულება არ აქვს.„სალომე ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიატია, რომელიც აშშ-ის საელჩოში იყო. არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის საელჩო ამასთან დაკავშირებით რელევანტურ განცხადებას გააკეთებს. იმავეს გააკეთებს ევროკავშირის ელჩი, რომელიც, უკვე დიდი ხანია, პოლიტიკური განცხადებებით გამოდის. ჰერჩინკსი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცა. რასაკვირველია, შეიძლება ვივარაუდოთ, რა განცხადებებზე, რა ღონისძიებებზეა საუბარი, მაგრამ ვიმედოვნებ, იქნებ გონს მოეგოს ევროკავშირის ელჩი. ის რაღაც გარკვეულ თემებს მიღებული ინსტრუქციის თანახმად განიხილავს, რომელიც საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას და ქვეყნის გადარჩენას ეხება. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი პოზიტიური დამოკიდებულება ჰერჩინსკის არ აქვს, რადგან ინსტრუქცია სხვა აქვს. ინსტრუქციის მიმცემის მიმართ კი ევროპის სასამართლოს სერიოზული პრეტენზიები გააჩნია. ეს ის სქემაა, რასაც ვუყურებთ. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ევროპის სივრცეში სერიოზული დაძაბულობა, მათ შორის იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჰერჩინსკის ინსტრუქციებს აძლევს. რასაკვირველია, ამერიკის საელჩოს მხრიდან კონკრეტულ განცხადებებს და განმარტებებს ველოდებით. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სჩვევია, რომ მისმა საელჩომ რამე დამალოს. იმედია, განცხადება იქნება ამომწურავი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ადვოკატი – ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის,ზურა არ აღიარებს დანაშაულს, ის მიიჩნევს, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური

ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის - რაც შეეხება წერილებს, თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს, ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ,- ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა საპატიმროში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.როგორც უფლებადამცველმა განმარტა, ზურაბ ჯაფარიძის ბრძოლის ხაზი ციხეზე გადის და ვინც გარეთ არის მოუწოდებს, „მაქსიმალურად შეეცადონ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება“.„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზურა მალე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, რა თქმა უნდა, მოლოდინები, ხშირ შემთხვევაში, არ მართლდება ხოლმე. ზურა არ აღიარებს დანაშაულს, ის მიიჩნევს, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური.რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს წერილებთან დაკავშირებით, მათი პოზიციაა, რომ ზურა თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს. ერთადერთი, შემიძლია, ჩემი ხელნაწერით, ისიც, რა თქმა უნდა, ჩემსა და ზურას შორის საუბარი არის კონფიდენციალური და ნაწერებიც, არავის აქვს ამ შინაარსის გაცნობის უფლება. რა თქმა უნდა, ესეც დამოკიდებულია იმაზე, რომელი პენიტენციური დაწესებულებაა, თუმცა ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ“, - აღნიშნავს ირაკლი ჩომახაშვილი.ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილი სასამართლო დარბაზშივე დაადეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს.კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე დღეს გაიმართა.ზურაბ აბაშიძეს მხარი დაუჭირა საკრებულოს 26 წევრმა.დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.

ბოლო სიახლეები