ხუთშაბათი, მაისი 28, 2026

ნიკა მელია: ზურაბ ალავიძე ერთადერთი ნორმალური მინისტრი იყო

“უკვე ძალიან შეურაცხმყოფელია ბატონი კვირიკაშვილის ბირიფინგები და კვლავ გასაღება, თითქოს ის ნამდვილად წარმოადგენს პრემიერმინისტრს. ეს არის ყველაზე მეტად შეურაცხმყოფელი და ერთადერთი ნორმალური მინისტრი კაბინეტში თუ კი ჰყავდათ ეს იყო ბატონი ალავიძე და ისიც ბატონი ივანიშვილის დავალებით, დღეს გადააყენეს სრულიად დამამცირებლად და დანიშნეს ბატონი ივანიშვილის უახლოესი ადამიანი”, – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი  ნიკა მელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თანამდებობის დატოვების ფაქტს.

“როგორც ჩანს, იგი ჩვეული ელასტიურობით და მოქნილობით ვერ აფათურებდა ისე, საკუთარი გემოვნებით ინფრასტრუქტურულ პროეტები, როგორც მას სურდა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ თანამდებობდა დატოვა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა ამ თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე შეცვალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ...

ახლა ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, რა გზით წავიდეს: ამ წესიერ კაცს შეტენონ, რომ ის არის ტერორისტი მამაძაღლი, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გორში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ფაქტის შემდეგ მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგებოდა.მისივე თქმით, ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, არამედ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რადგან ძალადობაში ხელმძღვანელობაც იყო ჩართული.„სისტემისთვის თავისი წარმომადგენლის გაწირვა ძალიან რთულია. ამ ტიპის სისტემები დომინოს პრინციპითაა აწყობილი. ვიღაც რომ გაწირო, ამას შეიძლება ჯაჭვური, ძალიან ნეგატიური რეაქცია მოჰყვეს. ამ შემსრულებლებზე დგას სისტემა და ერთი შემსრულებელი თუ გაწირე, ათმა შეიძლება რაღაცებზე ხელი აღარ მოგიწეროს. ამიტომ შემსრულებლის გაწირვა რთული საქმეა. თუმცა გირგვლიანის საქმეს გავიხსენებ, როდესაც ძალიან აგორდა აღშფოთება საზოგადოებაში, ადგნენ და შემსრულებლები დაიჭირეს, სასათბურე პირობებში ჰყავდათ ციხეში, ფულიც გადაუხადეს როგორც ამბობენ და შეჰპირდნენ, რომ მალე გამოუშვებენ. ახლა ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, რა გზით წავიდნენ: ამ, როგორც ჩანს, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ის არის ტერორისტი მამაძაღლი, რაღაც დანაშაულები შეტენონ, ბოლომდე მიაწვნენ ამას და სისტემური დანაშაული ძალისმიერად გადატეხონ, წაუყრუონ, ან არის მეორე ვარიანტი, ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი. იქ იყო 10-14 კაცი, ნახეთ სადიზმის დონე.ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ფაქტზე მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი გადამდგარია. ეს არ იყო ერთეული დანაშაული, ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელშიც პოლიციის ხელმძღვანელობა იყო ჩართული. სისტემა ამ ტიპის კრიმინალურ დანაშაულზე დგას. შს მინისტრს ძალიან დიდი პრობლემა აქვს საკადრო ამბებში, ასეა პოლიცია სტრუქტურირებული, შესაბამისად, ის იზიარებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არამედ შეიძლება უფრო მძიმე პასუხისმგებლობაზეც იყოს აქ ლაპარაკი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ჯო უილსონი – ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი მოჩვენებით კონსერვატიზმს ავლენს, როცა იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“- ვხედავთ რას წარმოადგენთ

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი მოჩვენებით კონსერვატიზმს ავლენს, მაშინ, როცა იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“, - ამერიკელი კონგრესმენი (რესპუბლიკური პარტია) ჯო უილსონი საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ Washington Post-ის სარედაქციო სტატიას ეხმაურება. „ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი მოჩვენებით კონსერვატიზმს ავლენს, მაშინ როცა იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“. ჩვენ ვხედავთ რას წარმოადგენთ“, - წერს უილსონი X-ზე. ცნობისთვის, Washington Post-მა სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე ხვდება“. სტატიაში წერია, რომ „საქართველოს სულ უფრო მეტად ავტორიტარული მთავრობა საფრთხეს უქმნის ტრამპის კავკასიის სტრატეგიას“. სტატიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტზეა ყურადღება გამახვილებული, „რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად სერიოზულად განიხილავს თეთრი სახლი სამხრეთ კავკასიას“.„თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღებას ერთი ბრმა წერტილი აქვს. ოდესღაც რეგიონში აშშ-ის ერთგული მოკავშირე, საქართველო, სულ უფრო ანტიამერიკული ხდება. მისი მთავრობა, „ქართული ოცნების“ მეთაურობით, წლებია ღიად ეარშიყება რუსეთს, მისი დასავლური კავშირების ხარჯზე. ნაკლებად ცნობილია ის, რომ კავშირებს ირანთანაც ამყარებს“, - ნათქვამია სტატიაში. გამოცემა წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა დაინახოს. „რატომ შეუწყობს ხელს ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად ავტორიტარულ საქართველოს მთავრობას, თუ მანამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ დაინახავს, რომ თბილისს უფრო მეტად კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია, ვიდრე ამას ბოლო წლების განმავლობაში აკეთებდა? ეს ნიშნავს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, სამოქალაქო თავისუფლებების აღდგენასა და პროდასავლური სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დევნის დასრულებას. ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში სახიფათო პროირანული ქსელების მოშლა“, - წერს გამოცემა.

ირაკლი კობახიძე – ქართველ ხალხზე, ქვეყანასა და ხელისუფლებაზე თავდასხმის ახალი პატარა ტალღაა წამოსული, ამაში ჩართული ჰყავთ აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის ღალატის...

ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებაზე თავდასხმის ახალი პატარა ტალღა არის წამოსული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც ღალატის ფორმულაა.კობახიძეს კითხვა დაუსვეს გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაზე.„ჩვენი ვიცით მისი წარსული საქმიანობა, ვიცით, დღეს რას აკეთებს. არ ვიცი, შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის შესაბამისი სახელმწიფო უწყების საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – 26 მაისს „ნაციონალებმა“ რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე აქციის მოწყობა, მათ თავხედობაზე მეტყველებს, ყველას ახსოვს, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს

26 მაისს „ნაციონალებმა“ რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მოწყობა, ეს მათ თავხედობაზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას ახსოვს, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს.„პირდაპირი გაგებით, სისხლით იყო მორწყული რუსთაველის გამზირი და ცხედრები შემდეგ განათავსეს ჯიხურებზე, იმისთვის, რომ დენით ადამიანების დაღუპვის იმიტაცია მოეწყოთ. ეს არის მათი სახე და ახლა ამ ადამიანებმა გაბედეს, რომ ამ ადგილას იმავე დღეს ჩაეტარებინათ საპროტესტო აქცია. საზოგადოებისგან მათ უკვე მიიღეს პასუხი და პასუხი იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ძალიან მცირე რაოდენობა გამოვიდა. ესენი არიან უმეტესად შეცდომაში შეყვანილი ადამიანები. მათი მცირე ნაწილი არის უცხოური აგენტურა. ასეც და ისეც, მთავარია, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა დგას სწორ მხარეს, მხარს უჭერს მშვიდობისა და განვითარების კურსს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, 26 მაისს საპროტესტო აქციის მოწყობა აჩვენებს ოპოზიციის სახეს, რის გამოც მათ საზოგადოებისგან ნულოვანი ნდობა აქვთ.„ეს იყო უბრალოდ თავხედობის გამოხატულება. როდესაც იცი, რომ ამ დღეს თავის დროზე მოწყობილი გაქვს უმძიმესი ღამე შენი თანამოქალაქეებისთვის, სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველის გამზირი და ადამიანები გყავს დახოცილი, როდესაც იცი, რომ ამ დღეს შენ აწყობ საპროტესტო აქციას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავხედობის გამოხატულება. ეს აჩვენებს მათ სახეს და ამის გამოა, რომ საზოგადოება მათ უცხადებს ნულოვან ნდობას“, –  განაცხადა პრემიერმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო

27 მაისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღო.საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები: ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.„შეხვედრას ესწრებოდნენ: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა პირები.აშშ-ის დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რამდენჯერმე ხაზი გაუსვეს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს საქართველოს ისტორიაში. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და მათ საერთო ქრისტიანულ ღირებულებებს. მხარეთა მიერ კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ ღირებულებების განმტკიცებისთვის.აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია დაპატიჟა.სტუმრებმა მის უწმინდესობას და უნეტარესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები