პარასკევი, ნოემბერი 13, 2026

ნიკა გვარამია: ქართველი სპორტსმენის სისტემასთან ბრძოლის არც ერთი მაგალითი არ მახსენდება – ავტორიტარიზმის სქემებში სპორტსმენები გადასარევად ჯდებიან ყველგან, საქართველო გამონაკლისი არაა

ეროვნული მოძრაობის წიაღში ვარ გაზრდილი და ქართველი სპორტსმენის სისტემასთან ბრძოლის მასიური კი არა, არც ერთი მაგალითი არ მახსენდება. (თუ ვინმე გამომრჩა, აქვე ბოდიშს ვიხდი)
კი წავიდა ყველაფერი წინ და კი გამოჩდნენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები, სანიმუშო მოქალაქეობრივი და პატრიოტული პოზიციებით, მაგრამ განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა და მოსალოდნელიც არაა. – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებების” ლიდერი ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში წერს.

“ავტორიტარიზმის სქემებში სპორტსმენები გადასარევად ჯდებიან ყველგან, საქართველო არაა ამ მხრივ გამონაკლისი. ავტორიტარებიც, თავის მხრივ, გიჟდებიან სპორტის გაძლიერებაზე – პური და სანახაობა ავტორიტარიზმის ფუძემდებლური პრინციპია და ამ ორიდან პური გაცილებით რთული მისაღწევია (ნავთობის ავტორიტარიზმებს თუ არ ჩავთვლით), ვიდრე მეორე.

“სანახაობაში” კულტურის მოაზრება ბევრად სარისკო და საშიშია. კულტურა (მეტ-ნაკლებად ხარისხიანი) ბოლოს მაინც გაბედავს ხოლმე, შხამიან კბილს მაინც ჩაასობს ხოლმე რეჟიმს. ამიტომ ყველა ავტორიტარი სპორტს აწვება.

ჩინეთი ამის საუკეთესო მაგალითია: ტიანანმინის მოვლენების შემდეგ “პურის” ნაწილში ცხადია დიდი ტემპით განვითარება დაიწყეს, მაგრამ სპორტს ისე მიაწვნენ, მართლა დაეწიენ და გაასწრეს ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ბიბლია, მორწმუნე ხარ თუ არა, მაინც ყველაზე დიდი წიგნია. მარტო და მაინცდამაინც ქრისტიანულ-ნორმატივისტული ეგზეგეტიკით თუ არ შევხედავთ, ნუ იყოლიებ კერპსო, რომ გვეუბნება, იმედი გაგიცრუვდება ბოლოსო, ამას გვაფრთხილებს.” – წერს ნიკა გვარამია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხუთი წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ხუთი წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ოჯახის ინფორმაციით, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გიორგის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა განუვითარდა და წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ დაეწყო გაურკვეველი ხასიათის გულყრები.ხუთი წლის გიორგისთვის აუცილებელია მხედველობის მდგომარეობის დამატებით გამოკვლევა, სასწრაფო მკურნალობა და კვლევების მიხედვით დადგენილი დამატებით სამედიცინო ჩარევები, ასევე თურქეთში სამ თვეში ერთხელ გამგზავრება.გიორგის დასახმარებლად საჭიროა 64,000 აშშ დოლარის შეგროვება, რისთვისაც ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.მიმღები: ნინო ბარაბაძე (დედა)„საქართველოს ბანკი“: GE55BG0000000611323211„თიბისი“ ბანკი: GE11TB7309545063300011PayPal: #paypal.me/NutsaBarabadze

გია ვოლსკი – დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა, ვინ უნდა განაგებდეს ამ ტერიტორიას

დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა განაგებდეს ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ბრიუსელის აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს.„დაკავშირებადობის ფორუმზე საქართველოს დასახელება, როგორც დაბალი რანგის სტუმარი, საკმაოდ პრობლემურია, რადგან შუა დერეფანში, დაკავშირებადობაში ჩვენს როლს სიდაბლე არ ახასიათებს. საქართველო არის, იყო და მომავალშიც საკვანძო ტერიტორიად დარჩება, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ზოგს სურვილი აქვს, რომ მმართველი მარიოენტული ხელისუფლება იყოს და არა „ქართველი ოცნება“, რომელიც ეროვნულ ინტერესებს იცავს და სერიოზულ შემოტევებს საკმაოდ ხისტადაც პასუხობს. დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას თუ ვინ უნდა განაგებდეს. მათი აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს, რომელსაც ნებისმიერი ბრძანების შესრულებისათვის მზადყოფნა აქვს, რომ ცალ ფეხზე დადგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მოკრივე ემილ ისმაილოვი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია

სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ემილ ისმაილოვი კრივში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.55 კგ. წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში მან ავსტრალიელი მარლი დოდი 5:0 დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.ტურნირის პირველ შეხვედრაში ისმაილოვმა დომინიკელ მაიკლ რეიესს 4:1 მოუგო. მეოთხედფინალში ლიბანელ რამზი ჰილალს 5:0 სძლია.ნახევარფინალში კანადელმა ლისანდრო გარსია რებელომ ხელის ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო და ისმაილოვი პირდაპირ ფინალში გავიდა.ეს არის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მეორე ოქროს მედალი. 2018 წელს ბუენოს აირესში ჩემპიონი გახდა გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

16 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 16 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა  კოდი).აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.

პროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ.ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა.საქმე დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეს ეხება.

ბოლო სიახლეები