კვირა, ივლისი 13, 2025

ნიკა გვარამია: სოფლის კლუბის აფიშა დასავლური ქვეყნების ელჩების დებატებში გამოწვევის ანონსით – ეგეთი არ უქნია ვარდიკო ნადიბაიძეს

სოფლის კლუბის აფიშა დასავლური ქვეყნების ელჩების დებატებში გამოწვევის ანონსით – ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“საქართველოს მთავრობის განცხადება წავიკოთხე: სოფლის კლუბის აფიშა დასავლური ქვეყნების ელჩების დებატებში გამოწვევის ანონსით.

ეგეთი არ უქნია ვარდიკო ნადიბაიძეს.”

უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა.

ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ“,- აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია მეორე – ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეებს

განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობა, გილოცავთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მილოცვაშია აღნიშნული.როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ხვალ ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას, რომელთა სახელზეც სვეტიცხოველია აგებული და ეს დღე განსაკუთრებულია.„განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმინდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობა, გილოცავთ.ხვალ კი ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას. მოგეხსენებათ, სვეტიცხოველი მათ სახელზეა აგებული და, ამდენად, ეს დღე ჩვენი ერისთვის და ქვეყნის უპირველესი ტაძრისთვის განსაკუთრებულია. სვეტიცხოვლის გამორჩეულობას კი არა მარტო საქარველოში, არამედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ის, რომ აქ დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.დასავლეთ საქართველოში დაცულ სიწმინდეთაგან კი ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ღვთისმშობლის სამოსელი. 15 ივლისს სწორედ მისი ხსენების დღეა – ვლაქერნობა. როგორი მადლით აღსავსე დღეებია! როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი!ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ. წყალობა და შეწევნა უფლისა, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, მოციქულთა და ყოველთა წმინდათა ღვთისათა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.

გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი მეკარის გუნდმა სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური შეხვედრა სტუმრად „პრესტონის“ წინააღმდეგ გამართა და 3:1 გაიმარჯვა.თამაშის შემდეგ ქართველმა მეკარემ მიმართვა გაავრცელა:„განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით ლივერპულში. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ამ ლეგენდარულ კლუბში. ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. გმადლობთ მხარდაჭერისთვის, ეს მხოლოდ დასაწყისია“, - წერს მამარდაშვილი. 

მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს

მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ამერიკული ტელევიზია ESPN-ის მიერ ყოველი წლის ივლისში გაიცემა.ESPY-ს ჯილდო სხვადასხვა სპორტში გამორჩეულ სპორტსემენებს გადაეცემათ. დაჯილდოების ცერემონიისთვის ივლისი მიზანმიმართულად არის შერჩეული, რადგან ეს დრო უმეტესად სპორტულ სეზონებს შორის შესვენებას ემთხვევა. წელს სპორტულ შედეგებს 2024 წლის პირველი ივლისიდან 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით გაითვალისწინებენ. სწორედ ამიტომ ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა ილია თოფურია, რომელმაც დროის ამ მონაკვეთში მხოლოდ ერთი ბრძოლა მოიგო, ოქტომბერში მაქს ჰოლოუეისთან.გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში მონაწილეობენ როგორც გულშემატკივრები, ისე ESPN-ის ექსპერტთა ჯგუფი ცალკეულ კატეგორიებში. წელს ESPY Awards-ის 17 ივლისს უნდა ჩატარდეს, თუმცა UFC-მ გამარჯვებული წინასწარ დაასახელა.მერაბ დვალიშვილთან ერთად საუკეთესო მებრძოლის ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ ისლამ მახაჩევი, კაილა ჰარისონი და დრიკუს დუ პლესი.ESPN-ის მოცემულ საანგარიშო პერიოდში მერაბ დვალიშვილმა სამი სატიტულო ბრძოლა მოიგო. 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის სძლია და სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, 2025 წლის იანვარში ტიტული პირველად უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა, ხოლო მეორედ – კვლავ შონ ო’მალისთან 2025 წლის ივნისის დასაწყისში.შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილს 20 გამარჯვება და ოთხი მარცხი უფიქსირდება. მან ზედიზედ 13 შეხვედრა მოიგო. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც ESPY-ს ჯილდოს მფლობელი გახდა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს

გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილთან დაკავშირებით გავრცელდა.მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის“.„ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა „დიფ სთეითის“ პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს. უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას. არასასურველი პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო გამარჯვების არაღიარება და არჩევნების გაუქმება, ოპონენტების პოლიტიკური დევნა, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა ევროპისთვის დღეს ნორმად არის ქცეული. ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, არც მათი სანქციები და ქართველ ხალხზე სხვა თავდასხმები არავის უკვირს.ჩვენ ვერავის დავესხმებით თავს, მაგრამ ვერც იმას დავპირდებით ვინმეს, რომ ქვეყანას, მის სუვერენიტეტსა და იდენტობას და ქართველი ხალხის ინტერესებს არ დავიცავთ. ამ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ამავდროულად, გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს. მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო“, – წერია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ავრცელებს.

ლონდონის აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა

დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლონდონის საუთენდის აეროპორტში, აფრენიდან მალევე, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.აღმოსავლეთ ინგლისის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ ადგილზე ოთხი ეკიპაჟი იმყოფება.„ამ დროისთვის, ვმუშაობთ ყველა გადაუდებელ სამსახურთან ერთად და ეს მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.გთხოვთ, საზოგადოებას, მაქსიმალურად თავი აარიდოთ აღნიშნულ ტერიტორიას, ვიდრე სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა ესექსის პოლიციის წარმომადგენელმა

ბოლო სიახლეები