საქართველოში ნიდერლანდების ელჩი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ ერს უსამძიმრებს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მშვიდობით განისვენოს“, – წერს საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

