შაბათი, აპრილი 12, 2025

„ნებისმიერი სახით, საარჩევნო პროცესის ნორმალიზება არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა“ – ლევან სანიკიძე ბრიტანეთის გრანტებზე

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან სანიკიძე ბრიტანეთის მთავრობის საგრანტო პროგრამას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესის ნორმალიზება პარტნიორების მნიშვნელოვანი ამოცანაა.

“ნებისმიერი სახით, საარჩევნო პროცესის ნორმალიზება არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. უბრალოდ, მთავარი შეკითხვა, რაც მექნებოდა არის ის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ინსტიტუტი არის გაუქმებული,” – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.

ცნობისთვის, გრანტები დიდი ბრიტანეთიდან, თბილისში განხილვის საგანია – ბრიტანეთის მთავრობა საგრანტო პროგრამას აცხადებს. დოკუმენტი დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გრანტის მიღება ქართულ ორგანიზაციებს 100 000 გირვანქა სტერლინგამდე თანხის მიღების შესაძლებლობას აძლევს. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება მაისიდან დეკემბრამდე, განაცხადები მიღების ბოლო ვადა კი 25 აპრილია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მოღალატე ე.წ. პოლიტიკური ძალის, “ნაცების” მიერ მართული მაჯლაჯუნები რომ ვითომ პროტესტს უწყობენ თეა წულუკიანს, მეტი მოტივაციაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს –...

მოღალატე ე.წ. პოლიტიკური ძალის, "ნაცების" მიერ მართული მაჯლაჯუნები რომ ვითომ პროტესტს უწყობენ თეა წულუკიანს, მეტი მოტივაციაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, მართლმსაჯულება საკადრის ადგილს მიუჩენს საქართველოს გმირებს უკან უბინძურესი სპეკულაციებით ამოფარებულ არაკაცებს."მოღალატე ე.წ. პოლიტიკური ძალის, "ნაცების" მიერ მართული მაჯლაჯუნები რომ ვითომ პროტესტს უწყობენ თეა წულუკიანს, მეტი მოტივაციაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ასეც იქნება, პარლამენტარები მეტ ნაცგარეწარს ამხელენ, ხოლო მართლმსაჯულება საკადრის ადგილს მიუჩენს საქართველოს გმირებს უკან უბინძურესი სპეკულაციებით ამოფარებულ არაკაცებს. აგენტოკრატიის მიერ მხარდაჭერილი უსამშობლო ავაზაკების თავისუფალ სივრცეში ყოფნის დრო იწურება და მათი ტრაგიკომიკური კონვულსიები ამით აიხსნება", - წერს გია აბაშიძე.

შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული მ.ზ და 1987 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი შ.ყ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, უკრაინის მოქალაქეს 1994 წელს დაბადებულ მ.ჰ. -ს, უკრაინაში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გასამართ სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებული პირების სასარგებლოდ 180 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულები მ.ჰ. - ს მისი და მისი მეუღლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების განმახორციელებელი პირების ვინაობა დაადგინეს.პოლიციამ შ.ყ. ბათუმში, ხოლო მ.ზ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საქართველოს დატოვების მცდელობისას დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 150-ე მუხლების მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყველა მცდელობა მიმართულია ქართველი ხალხისკენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა, როგორმე ახალ არჩევნებზე ისაუბროს-გიორგი ბუტიკაშვილი

"ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყველა მცდელობა მიმართულია ქართველი ხალხისკენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა, როგორმე ახალ არჩევნებზე ისაუბროს", - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ეუთოს წევრი 37 ქვეყნის განცხადებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ამხელს.მისი შეფასებით, გერმანია და დიდი ბრიტანეთი სანქციებით ცდილობს "ოცნება" დიალოგის მაგიდასთან მიიყვანონ.ეს განცხადება ძალიან საინტერესოა, პირველ რიგში იმის გამო, რომ  გერმანელმა ელჩმა წაიკითხა, რომლის ტექსტიც შეთანხმებული იყო 37 დანარჩენ სახელმწიფოსთან. ბრიტანეთის მთავრობასაც გადაზიარებული ჰქონდა. ანუ, ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რომელიც ამ პროცესებში არის ჩართული, რასაც სანქციები ჰქვია არის ძალიან აქტიური და ცდილობს, რომ "ქართული ოცნება", როგორმე დიალოგის მაგიდასთან მიიყვანოს და დანიშნონ ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ანუ, ყველა მათი მცდელობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების არის მიმართული ქართველი ხალხისკენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა, როგორმე იქნებ შეძლოს და ისაუბროს ახალ არჩევნებზე", - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.

პაატა მანჯგალაძე – ვეუბნები „ქართულ ოცნებას”: დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ! შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ...

ვეუბნები „ქართულ ოცნებას": დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ! შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.მისი თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლისთვის შეიქმნა, რუსული პროექტია.„გიორგი ვაშაძე წლებია პოლიტიკაშია. მისი ინიციატივით იუსტიციის სახლების მსგავსი პროექტები არამხოლოდ საქართველოში, არამედ კიდევ სამ ქვეყანაში განხორციელდა! და მართლა მაინტერესებს, რა კითხვები უნდა დაუსვას მას წულუკიანმა ან ღუდუშაურმა? რა გაუკეთებიათ ხალხის ძარცვის და ძალადობის წახალისების გარდა?!ეს კომისია რუსული პროექტია! მისი იდეა წლების წინ მოსკოვიდან ჩამოიტანეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, დღეს კი „ქოცები“ ახორციელებენ.უკვე ღიად, ცინიკურად საუბრობენ 9 აპრილზე, გმირ სამხედროებზე, ანწუხელიძეზე, პოლიტპატიმრებზე და მათ მშობლებზე.იცით, რატომ?! იმიტომ, რომ უნდათ გადაგვიწერონ წარსული, მტერთან ერთად მართონ აწმყო და წაგვართვან მომავალი, მაგრამ ეს არ გამოვა, ეს ყველაფერი დროებითია. მალე ქუჩაში ვეღარ გამოვლენ იმ ღალატისთვის, რასაც დღეს ხელს აწერენ!ვეუბნები „ქართულ ოცნებას", დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ!შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი.დანიშნეთ არჩევნები! გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები! გაუშვით ქვეყანა თავისუფლების გზით!“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ჰაერის ტემპერატურა -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია, ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ბოლო სიახლეები