ნაცუდღეურებმა, რეკორდი მოხსნეს სიცრუის ტირაჟირებაში. თქვეს, რომ ორბანი არ დაპატიჟა ტრამპმაო. გაირკვა რომ კაცი უბრალოდ ბუდაპეშტის სამიტს ხსნის და ვერ ახერხებს ჩასვლას – რისი იმედი გაქვთ, თქვე უდღეურებო, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
ნაცუდღეურებმა, რეკორდი მოხსნეს სიცრუის ტირაჟირებაში – რას წერს გიორგი გამსახურდია?

ირაკლი კობახიძე – ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს
მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს, მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე, ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, მაშინ კონკრეტული ადამიანები გამოდიოდნენ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს და დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში.„მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს. და მაშინ სააკაშვილს დავალებული ჰქონდა რუსებისთვის კარის გაღება, რუსი ტურისტებისთვის კარის გაღება, რომ დახვედროდა მათ ლარსის გამშვებ პუნქტზე და ა.შ. ეს იყო დავალება, ეს იყო მაშინ „დიფ სთეითის“ ხაზი. ერთ-ერთი მიზანი რა იყო – აგენტურა ჰყავდათ ხელისუფლებაში, მაშინ ისედაც უამრავი პრობლემა იყო 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წლის ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. და მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა. აქედან გამომდინარე, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად. მაშინ იყო საპირისპირო ინტერესი, საპირისპირო მიზანი. „დიფ სთეითს“ უნდოდა, რომ არ შეჰქმნოდა დამატებითი ეკონომიკური სირთულეები მის აგენტურას, როცა ის იყო ხელისუფლებაში, ახლა „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, რომ საქართველოს შეექმნას თუნდაც მცირე ეკონომიკური სირთულეები. ამიტომ მაშინ მიიღო სხვა დავალება აგენტურამ და დღეს მიიღო სხვა.სააკაშვილი მიესალმებოდა 2009-2010-2011 წლებში რუს ტურისტებს, როცა ერთი, ორი და სამი წლის მომხდარი იყო აგვისტოს ომი. როდესაც ახალი დაღუპულები იყვნენ ჩვენი სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 30 000 ადამიანს დაატოვებინეს სახლ-კარი. ახალი მომხდარი იყო ეს ყველაფერი და ანწუხელიძის წამება და მკვლელობაც ახალი მომხდარი იყო და მაშინ ხელგაშლილი ესაუბრებოდა რუსებს, რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს სააკაშვილი და მერაბიშვილი. თქვენ იცით, ვინ არიან დღეს დანიშნული მთავარ რუსოფობებად გარედან უცხოურ აგენტურაში, ეს არის ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე ფორმულას დამფუძნებელი და მაშინ ეს ადამიანები გამოდიოდნენ პირდაპირ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს. დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში. ერთ-ერთი მათგანი, ფორმულას დამფუძნებელი რუსებზე ყიდის ბინას და თან რუსოფობად არის დანიშნული. ამ ყველაფრიდან ხომ ჩანს, რომ სინამდვილეში ესენი არიან უცხოელი აგენტები, რასაც დაავალებენ გარე ინტერესების მიხედვით, იმას გააკეთებენ“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – 2008 წლის ომის შემდეგ რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც „დიფ სთეითის“ დავალებით მოხდა, ისევე როგორც ის, რომ აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა...
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო „დიფ სთეითის“ პირდაპირი დავალება, რომლის მთავარი ხელწერაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა, ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდებაა.„საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედიიდან, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან უკვე 18 წელი გავიდა, თუმცა იმ დღეების ტკივილი და მძიმე კვალი დღემდე მოუშუშებელია. აგვისტოს ომმა ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათიათასობით მოქალაქე საკუთარ სახლ-კარს მოსწყვიტა და საქართველო ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე დააყენა. მიუხედავად გასული წლებისა, ომის შედეგები კვლავ იგრძნობა, ხოლო დაღუპულთა ხსოვნა და იძულებით გადაადგილებული ადამიანების ტკივილი ჩვენი საზოგადოების საერთო მეხსიერებისა და პასუხისმგებლობის განუყოფელ ნაწილად რჩება.„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც საქართველოში „დიფ სთეითის“ აგენტურას წარმოადგენენ, რაიმე ნაბიჯს დგამდნენ ან დგამენ დამოუკიდებლად. რეალურად, სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო „დიფ სთეითის“ პირდაპირი დავალება, რომლის მთავარი ხელწერაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა, ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდებაა.შედეგად, მივიღეთ „დიფ სთეითისთვის“ სასურველი, ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის კი ტრაგიკული მოცემულობა – ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა, 30 ათასამდე იძულებით გადაადგილებული ჩვენი მოქალაქე, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ასზე მეტი ქართული დასახლება, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ერებს შორის გაღვივებული შუღლი.მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის“ დავალებით მოხდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა. როგორც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღვნიშნე, გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ისინი ერთთვიანი პრაქტიკული სწავლების ფარგლებში უშუალოდ საწარმოო გარემოში იღებენ პროფესიულ გამოცდილებას, ეცნობიან თანამედროვე სამთო-მოპოვებით და გადამამუშავებელ ტექნოლოგიებს და უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას რეალურ სამუშაო პროცესებთან აკავშირებენ. წლევანდელი საზაფხულო სკოლის განსაკუთრებული მნიშვნელობა ის არის, რომ პროექტი პირველად გასცდა ერთი უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობის ფორმატს და მასში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სხვა ქართული უნივერსიტეტების და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც ჩაერთნენ. ჩვენი შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან თანამედროვე საინჟინრო განათლება სულ უფრო მეტად ეფუძნება არა მხოლოდ კონკრეტული უნივერსიტეტისა და კონკრეტული დარგის ცოდნას, არამედ სხვადასხვა აკადემიური სკოლის, პროფესიული გამოცდილებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ურთიერთგაზიარებას“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ. სტუდენტური მხარდაჭერის პროექტი, რომელიც „არემჯის“ ინიციატივით და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით უკვე მერვე წელია ხორციელდება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა უშუალოდ საწარმოო გარემოში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ.აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლა წელს პირველად საერთაშორისო ფორმატში იმართება. ქართველ სტუდენტებთან ერთად პროგრამაში გერმანელი, ხორვატი და ეგვიპტელი სტუდენტებიც ჩაერთნენ, რომლებიც საქართველოში ევროპული საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის - TIMREX-ის (T-Shaped Master Programme for Innovative Mineral Resource Exploration) ფარგლებში იმყოფებიან.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებისა და ინდუსტრიასთან უშუალო კავშირის თვალსაზრისით. თამარ წერეთლის თქმით, საზაფხულო სკოლაში სტუდენტები პროფესიული ინტერესებისა და სპეციალიზაციის შესაბამისად ნაწილდებიან. პრაქტიკული სწავლება მოიცავს გეოლოგიას, რესურსულ გეოლოგიას, გეოტექნიკას, სამარკშეიდერო საქმეს, მიწისქვეშა სამთო მოპოვებას, მადნის გამდიდრებასა და ქიმიურ ტექნოლოგიებს.„ჩვენი სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ, პროფესიულ გარემოში იმუშაონ არა მხოლოდ ქართველ, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად. ასეთი გამოცდილება აფართოებს მათ პროფესიულ ხედვას, ხელს უწყობს განსხვავებული მიდგომების გაცნობას და უვითარებს გუნდური მუშაობისა და საერთაშორისო პროფესიულ გარემოში კომუნიკაციის უნარებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს რეალურ ინდუსტრიულ გარემოში, სადაც აკადემიური ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირდება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გაძლიერება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ გვჭირდება ისეთი საინჟინრო განათლების სისტემა, რომელიც სტუდენტს არა მხოლოდ ცოდნას აძლევს, არამედ შესაძლებლობასაც, რომ ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადოს და თანამედროვე ინდუსტრიის რეალურ მოთხოვნებს სწავლის პროცესშივე გაეცნოს. სწორედ ამ თვალსაზრისით არის „არემჯის“ საზაფხულო სკოლა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პლატფორმაა.ამასთანავე, პროექტის საერთაშორისო ფორმატში გადასვლა კიდევ უფრო აძლიერებს მის საგანმანათლებლო ღირებულებას. ჩვენი პარტნიორობა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა TIMREX-თან და საერთაშორისო სტუდენტების ჩართულობა ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, სტუდენტური პროფესიული ქსელების ჩამოყალიბებას და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ უფრო აქტიურ ინტეგრაციას. მომავალი წლიდან საზაფხულო სკოლაში ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული სამთო-გეოლოგიური განათლების და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას.მოხარული ვართ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ვფიქრობთ, შეძენილი გამოცდილება მათ პროფესიულ განვითარებაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს და უზრუნველტოფს ახალი თაობის ისეთი ინჟინრების მომზადებას, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო სამთო-გეოლოგიურ და საინჟინრო სივრცეში“, - აცხადებს თამარ წერეთელი.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი TIMREX-ის პარტნიორი ინსტიტუციაა. TIMREX მინერალური რესურსების ინოვაციური კვლევის მიმართულებით შექმნილი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც ევროპის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტსა და ინდუსტრიულ ორგანიზაციას აერთიანებს. პროგრამის პარტნიორ ინსტიტუციებს შორისაა: მისკოლცის უნივერსიტეტი (უნგრეთი), ზაგრების უნივერსიტეტი (ხორვატია), ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (პოლონეთი) და ლულეოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (შვედეთი).
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეთადონის“ და ფსიქოტროპული მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.საბაჟო საზღვარზე შემოსული საქართველოს მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ჰერმეტულად შეფუთულ 25 ცალ პლასტმასის ქილაში, სითხის სახით განთავსებული, საერთო ჯამში - 375 მილიგრამი ,,მეთადონი“. ასევე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სამგზავრო ჩანთებში, სხვადასხვა დასახელების 402 კაფსულა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, მათ შორის 187 კაფსულა ,,ლირიკა“ ჰქონდათ განთავსებული.აღნიშნულ სამართალდარღვევების ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სპეციალური ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
სპეციალური ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში. ბრიფინგს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მართავს.
