პარასკევი, ოქტომბერი 24, 2025

„ნაციონალური ოცნება“ გაგრძელება იქნება…-ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს

დღეს ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილმა ამერიკელებს გაუმხილა ივანიშვილის ფინანსური, კომერციული, პოლიტიკური და სხვა საიდუმლოებანი -ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,საქართველო ქართველი ხალხის გულისთქმას უნდა მიჰყვებოდეს და არა სააკაშვილის ან ივანიშვილის გულისთქმას! ვფიქრობ, ეს სადავო არაა.
დღეს ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილმა ამერიკელებს გაუმხილა ივანიშვილის ფინანსური, კომერციული, პოლიტიკური და სხვა საიდუმლოებანი, და მეტიც, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილი ამბოხის თანამონაწილეა!
ღარიბაშვილი ამას ვერანაირად ვერ გაბედავდა, მაგრამ ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, სიმართლეა ეს, თუ ტყუილი – მთავარია, რომ ივანიშვილმა ეს ირწმუნა და თუ ივანიშვილი, რომელსაც ოფიციალურად არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია, რამეს ირწმუნებს, მაშინ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ივანიშვილის გულის მოსაგებად ამოქმედდება!
ამრიგად, სახლში ვის რამდენი ფული აღმოუჩინეს – ამ საქმეში ეს არაა მთავარი, ეს ხალხის გასაბრაზებლად სჭირდებათ! ახლა გვეუბნებიან: ღარიბაშვილი უკანონო შემოსავალს იღებდაო! ანუ ბიზნესში იყო ჩართული და შემოსავალს იღებდა? ხელისუფლება რომ ამას გვეუბნება, თავად არაა ჩართული ბიზნესში? არ აშენებენ მრავალსართულიან სახლებს? არ შემოქვთ ბენზინი? არ ფლობენ სავაჭრო ცენტრებს? დამსახურებულ მასწავლებელს, რვა თაობა რომ აღზარდა და პენსია 400 ლარი აქვს, ამავდროულად, დეპუტატი 16 000 ლარს რომ იღებს, ეს დაკანონებული უკანონობა არაა? ტექდათვალიერებითა და საგზაო ჯარიმებით რომ ძარცვავ მთელ ქვეყანას, ეს დაკანონებული უკანონობა არაა?! მაგრამ ყოველივე ამას, თავად ივანიშვილი ახალისებს, ოღონდ თუ რაიმე არ მოეწონება – თავისივე წახალისებულს დასჯის!
ერთი, საკმაოდ ძველი ამბავი უნდა გავიხსენო: კობახიძე მორიგ, ალბათ, მე-100 ტყუილს უყვებოდა ივანიშვილს ჩემზე და ამ ცილისწამებას ღარიბაშვილიც შეესწრო, იცოდა, რომ კობახიძე ცრუობდა, მაგრამ ხმა არ ამოიღო. ეს რომ გავიგე, ვკითხე: კობახიძე ცილს რომ მწამებდა, ხმა რატომ არ ამოიღე? ღარიბაშვილის პასუხმა გამაოცა: არ ვიცოდი, ბიძინას რა რეაქცია ექნებოდაო. ვუთხარი: მე ასე არ მოვიქცეოდი და არც არასდროს მოვქცეულვარ-მეთქი.
ეს ამბავი გავიხსენე, რომ გავიაზროთ: ღარიბაშვილმა ხმა იმიტომ არ ამოიღო, რომ არ იცოდა, ბიძინა დადებითად მიიღებდა ამას, თუ განრისხდებოდა! ღარიბაშვილმა იცოდა: თუ ივანიშვილი რამეში დაარწმუნეს – აღარ აქვს მნიშვნელობა, ეს სიმართლეა, თუ ტყუილი! თუ დაარწმუნეს, უდანაშაულო კაცსაც დასჯის, თან, აღარავის მოუსმენს და ვინც ეტყვის, რომ ცდება, დიდი ალბათობით, თავადაც გახდება რისხვის ობიექტი. აი, ასე იმართება დღეს სახელმწიფო: თუ ივანიშვილს თავს მოაწონებ, კეთილდღეობას მოიხვეჭ, თუ არა – ჯერ გარიყვის, შემდეგ კი დევნის ობიექტი გახდები.
ახლა თავად ღარიბაშვილი გახდა სახელმწიფოს მართვის ამ „წესის“ მსხვერპლი: ივანიშვილი ღარიბაშვილის გამყიდველობაში დაარწმუნეს. მე ვერ გეტყვით, ვინ დაარწმუნა – ეს ერთი კაცი არაა, მაგრამ გეუბნებით, რომ ყველაზე მეტად, ნავთს ცეცხლზე სწორედ ირაკლი კობახიძე ასხამდა.
თუ გახსოვთ, 40 წლის წინ, ტელეეკრანებიდან ვინმე ანატოლი კაშპიროვსკი დაჟინებული მზერით აჯადოვებდა საბჭოთა მოქალაქეებს. ჰოდა, დღეს კაშპიროვსკიმ ირაკლი კობახიძეში გაიღვიძა, რომელიც ივანიშვილის პირად მომნუსხველად იქცა და სხვათა შორის, „მონუსხვა“ ჩემზე ცილისწამებით დაიწყო, შემდეგ, სხვებზეც გადავიდა და ახლა ღარიბაშვილს ასჯევინებს.
არ გიფიქრიათ, მედიასაშუალებებს საიდან უჩნდებოდათ კომპრომატი ღარიბაშვილზე? კომპრომატი სწორედ კობახიძის ხრიკების შედეგად ვრცელდებოდა! თანაც, კობახიძე ივანიშვილს არწმუნებდა: ინფორმაცია ლილუაშვილის აგენტურიდან „ჟონავსო“. ლილუაშვილის აგენტურა თუ ვინმეს ებრძოდა, კობახიძეს ებრძოდა, მაგრამ კობახიძე ამას სათავისოდ „ატრიალებდა“ და ივანიშვილს დღენიადაგ არწმუნებდა: ესენი თქვენ გყიდიან და ამბოხსაც თქვენ გიწყობენო.
ეს წერილი ღარიბაშვილს არ ეძღვნება.  არ დაფიქრებულხართ, ღარიბაშვილი მოღალატეაო, მარგველაშვილიც მოღალატეაო, სალომე ზურაბიშვილიც, გიორგი კვირიკაშვილიც, გიორგი გახარიაც, გრიგოლ ლილუაშვილიც, ოთარ ფარცხალაძეც, ჯუანშერ ბურჭულაძეც, თორნიკე რიჟვაძეც… გავაგრძელო ეს სია? მოკლედ, კობახიძის გარდა, ყველა მოღალატეა, მაგრამ ეს ხალხი თანამდებობებზე ვინ წარადგინა? ტელევიზიით ვინ გვეუბნებოდა, რომ ესენი საუკეთესონი არიან? და საუკეთესონი, ასე მასობრივად მოღალატეები როგორ გახდნენ? და ვის უღალატეს? საქართველოს უღალატეს, თუ ივანიშვილს მიაჩნია, რომ პირადად მას უღალატეს? და უღალატეს კი? აქ მთავარი სხვა რამაა: სახელმწიფო მოხელე სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდეს და არა პარტიას ან პარტიის ხელმძღვანელობას!
ანუ მთავარი, რისი თქმაც მინდა: ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც თავისუფლებასა და დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია, ხალხის მაჯისცემითა და გულისთქმით უნდა ცხოვრობდეს, უბედურება კი ისაა, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის მაჯისცემასა და გულისთქმას მიჰყვება! მეტიც, ტრაგედიაა, რომ თავად ივანიშვილი მონუსხულია კობახიძე-კაშპიროვსკის მიერ ანუ ივანიშვილი კობახიძის პირადი განწყობების ტყვეა. ვიმეორებ, ასე იმართება დღეს სახელმწიფო.
ირაკლი კობახიძემ განვლილი 10 წლის განმავლობაში ნელ-ნელა მონუსხა და შეიპყრო ბიძინა ივანიშვილი. კობახიძეს სძულს ყველა, ვისაც კი რაიმე ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში, სძულს ყველა, ვინც მასზე მეტი იცის და მასზე ჭკვიანია, სძულს ყველა, ვისაც კონკურენტად მოიაზრებს! განვლილი 10 წლის  განმავლობაში კობახიძე ტყუილითა და ცილისწამებით არწმუნებდა ივანიშვილს, რომ ყველა მტერია!
ცილისწამებებითა და ინტრიგებით კობახიძემ გაანადგურა პოლიტიკური ველი, დააკანონა ყოველგვარი უკანონობა, დაამსგავსა ჩვენი ქვეყანა ჩრდილოეთ კორეას… დედამიწაზე სულ ორი ქვეყანა მახსენდება, სადაც აზრის გამოთქმის გამო, ადამიანებს იჭერენ, ერთი- ჩრდილოეთ კორეაა და მეორე- საქართველო. „ოცნება“ ტელეეკრანებიდან გვიხსნის, რომ ყველას დასჯის, ვინც იტყვის – არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლება არალეგიტიმურიაო! ახალგაზრდა გოგონას პირბადე რომ უკეთია და კონცერტიდან სახლში მიდის, უკვე ამ ხალხსაც იჭერენ. არასრულწლოვანებსაც დავსჯითო, ვაცნობიერებთ, რა დღეში ვართ?!
სააკაშვილის რეჟიმს არჩევნების გაყალბების გამო ვებრძოდით, ოცნებამ კი, არჩევნებში 82% დაიწერა! სააკაშვილის რეჟიმს იმიტომ ვებრძოდით, რომ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა და ქვეყანა ერთ დიდ ციხედ გადააქცია, დღეს კი, კობახიძემ გამოგვიცხადა ნულოვანი თანაგრძნობა და გადაგვიქცია საქართველო დიდ ციხედ! თუმცა, ეს რა გასაკვირია, ნაცმოძრაობის 80%-ი ხომ „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდა და დღეს ხელისუფლებაში „ნაციონალური ოცნებაა“!
დაჭერების არაადეკვატურობამ გადაფარა პოლიტიკაც, ეკონომიკაც და სოციალური გაჭირვებაც, დაჭერების შინაარსი და მასშტაბი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას.
კობახიძე-კაშპიროვსკის მონუსხვამ ივანიშვილს მთელი მსოფლიო გადაამტერა, ნუთუ ივანიშვილი ამას ვერ ხედავს? ვერ ხედავს, რომ არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით მოკავშირე აღარ დარჩა? ვერ ხედავს, რომ საქართველო დაზიანდა?
ირმა ინაშვილი
თბილისი, 2025 წლის 23 ოქტობერი
გაგრძელება იქნება…

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა, რომელსაც გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე გამართავს

საქართველოს მთავრობამ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს მთავრობის დადგენილება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე" საკანონმდებლო მაცნეზე 21 ოქტომბრით თარიღდება. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი). "ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილება. ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე", - აღნიშნულია დოკუმენტში. განკარგულების თანახმად, სამინისტროს ევალება: "ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს: ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას; ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით; ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას; უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება; განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით", - ნათქვამია დოკუმენტში. განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

„როიტერი“ – ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაზე, თუმცა ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების კიევისთვის სესხის გასაცემად გამოყენებაზე

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თუმცა ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე კიევისთვის დიდი ოდენობის სესხის გასაცემად, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.სააგენტო იუწყება, რომ გადაწყვეტილების მიღებას ბელგიის მხრიდან გამოთქმულმა შეშფოთებამ შეუშალა ხელი.როგორც „როიტერი“ წერს, სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დეკლარაციის ტექსტი წინა ტექსტებთან შედარებით „შერბილებულია“.„ევროპული საბჭო ვალდებულებას იღებს, დაფაროს უკრაინის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებები 2026-2027 წლებში, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი მიზნებისთვის“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, „რუსეთის აქტივები უნდა დარჩეს გაყინული, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს ომით გამოწვეულ ზიანს“.ამასთან, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში თავდაცვისთვის საჭირო რესურსები ექნება.„რუსეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ უკრაინას ექნება თავდაცვისთვის საჭირო ფინანსური რესურსები“, – აღნიშნა კოშტამ.

დონალდ ტრამპი – კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება შეწყდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტს.ტრამპის თქმით, კანადამ გაავრცელა რეკლამა, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობდა და სწორედ ამ მიზეზით წყვეტს ქვეყანასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს.„კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, რომელშიც რონალდ რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობს. მათ ეს მხოლოდ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებაში ჩარევის მიზნით გააკეთეს. ტარიფები ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკისთვის. მათი აღმაშფოთებელი საქციელის გამო, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით შეწყდა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„მან მომისმინა და სიცოცხლე შეინარჩუნა…“ – არუნ ხათრი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი ავრცელებს, სადაც ქალი ქარელის რაიონიდან ჰყვება, რომ მისმა ვიდეობმა მკერდის სიმსივნის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე შეაძლებინა.„მან მომისმინა და სიცოცხლე შეინარჩუნა, ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან სიცოცხლეებზეა საუბარი, როგორ გადაარჩინა ქალბატონმა თავისი სიცოცხლე როცა ჩვენს რჩევას მოუსმინა“, - წერს არუნ ხათრი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები