პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

ნატო გელაშვილი მიმართვას ავრცელებს

მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ კი აქციაზე კუბოს დაწვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და მიმართვას ავრცელებს.

როგორც მომღერალი წერს, ვისაც სასახლის( კუბოს) სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას…

„დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო…
ვისაც სასახლის( კუბოს) სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას…

ჭირისუფლისთვის ძალიან მძიმეა როცა სასახლე მოაქვთ პირველად სახლში, თუმცა მერე ეფერები ვინაიდან იაზრებ რომ ეს სასახლე, შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ბოლო სახლია…

არასოდეს დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება როგორც არ უნდა გძულდეთ.
მე მჯერა რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია.

სიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ. მშვიდობა ჩემ ხალხს და ჩემ ქვეყანას“,-წერს გელაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანდრიუს კუბილიუსი – დროა, ევროპელებმა შეწყვიტონ დონალდ ტრამპის ზურგს უკან ყოფნა და შეიმუშაონ საკუთარი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის

დროა, ევროპელებმა შეწყვიტონ დონალდ ტრამპის ზურგს უკან ყოფნა და შეიმუშაონ საკუთარი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირი უნდა იყოს დამოუკიდებელი ან, სულ მცირე, მზად იყოს, დაიკავოს ძლიერი პოზიცია გეოპოლიტიკურ მოვლენებში, მათ შორის ჰქონდეს საკუთარი გეგმა, როგორ შეიძლება უკრაინაში მშვიდობის დამყარება და ეს გეგმა თავის ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან განიხილოს.„ყოველ ექვს თვეში ჩვენ ვიღებთ ახალ გეგმებს და, გარკვეულწილად, მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ აქ ველოდებით, გავიგოთ, რა გეგმები მოვა ვაშინგტონიდან ამ წელს. გეგმები ასევე უნდა მოდიოდეს ბრიუსელიდან ან ბერლინიდან“, – თქვა კუბილიუსმა.მისივე თქმით, ევროპას სჭირდება საკუთარი სამშვიდობო გემის შემუშავება, რათა მოიპოვოს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან.„ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ორი გეგმა – ერთი ევროპული და მეორე, შესაძლოა, ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ მომზადებული“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ მიზანია ამ ორი გეგმით საუკეთესო შედეგის მიღწევა.ამასთან, კუბილიუსის თქმით, ევროპას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ნატო-ს მეხუთე მუხლის იმედი.„საქმე იმაშია, გვჭირდება თუ არა რამე სახის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები და ინსტიტუციური მექანიზმები, რათა ვიყოთ მზად იმ შემთხვევისთვის, თუ მოულოდნელად მეხუთე მუხლი არ იმოქმედებს“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ჯეი დი ვენსი – რუსეთ-უკრაინის საკითხი თეთრი სახლისთვის მუდმივი იმედგაცრუების წყაროა, გვეგონა, რომ ეს ომი ყველაზე მარტივი გადასაწყვეტი იქნებოდა

ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა აღნიშნა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და დიდ პროგრესს ხედავს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.„რუსეთ-უკრაინის საკითხი, ვფიქრობ, მთელი თეთრი სახლისთვის მუდმივი იმედგაცრუების წყაროა. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად გვეგონა – და თქვენ მილიონჯერ გსმენიათ ეს პრეზიდენტისგან – რომ რუსეთ-უკრაინის ომი ყველაზე მარტივი გადასაწყვეტი იქნებოდა. თქვენ თუ დაუშვებდით, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობის მიღწევაზე უფრო ადვილი იქნებოდა, გეტყოდით, რომ თქვენ გაგიჟდით“, – აღნიშნა ჯე დი ვენსმა.ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოზიტიურად არის განწყობილი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიდ პროგრესს ხედავს.„ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ ფინიშის ხაზამდე ვერ მივედით. ვფიქრობ, იმედი არსებობს. იმედია, მომდევნო რამდენიმე კვირაში ამ მხრივ კარგი ამბები იქნება“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

„გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე“ – პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით გრიგოლ გეგელიას განცხადებას გამოეხმაურა

გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე გრიგოლ გეგელიას განცხადებას. კერძოდ, გეგელია ალეკო ელისაშვილს თანამებრძოლად მოიხსენიებს და ამბობს, რომ არსაიდან არ იქნება გარიცხული.მანამდე შალვა პაპუაშვილი ქეთი თურაზაშვილის და ლევან სამუშიას განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სთვის და „ლელოსთვის“, რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია“.

გიორგი კახიანი BBC-ის ფილმზე: იმ ფონზე, როდესაც დეკემბერში იგეგმება ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა გარკვეული ბიუროკრატების ხელში ასეთი სიუჟეტები შეიძლება გახდეს პოლიტიკური მანიპულირების...

ამის მიზანი არის ისევ და ისე ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟება, ქვეყნის შიგნით გარკვეული არეულობის გამოწვევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა BBC-ის ფილმზე საუბრისას.მისი თქმით, ასეთი მასალა გარკვეული ბიუროკრატებისთვის შესაძლოა პოლიტიკური მანიპულირების შესაძლებლობად იქცეს.„მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ახლაც მიმდინარეობს ეუთოს მინისტერიალი, ასევე დეკემბერში იგეგმება ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა გარკვეული ბიუროკრატების ხელში ასეთი სიუჟეტები შეიძლება გახდეს პოლიტიკური მანიპულირების შესაძლებლობა“, - აცხადებს კახიანი.BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით სუსში დაიბარეს.

აშშ-ის სამხრეთი სარდლობა

4 დეკემბერს აშშ-ის სამხედრო ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემი დაბომბეს, – ინფორმაციას აშშ-ის სამხრეთი სარდლობა ავრცელებს.აშშ-ის სამხრეთის სარდლობაში აცხადებენ, რომ დაბომბვა პიტ ჰეგსეტის მითითებით, „სამხრეთის შუბმა“ საერთაშორისო წყლებში განახორციელა. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ოთხი მამაკაცი დაიღუპა.ტრამპის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული, აშშ-ის სამხედროებმა 20-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს გემებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოვაჭრობაში იყვნენ ჩართული კარიბის ზღვის აუზსა და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, რასაც სულ მცირე 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო სიახლეები