პარასკევი, მარტი 14, 2025

ნატა ფერაძე: ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება, უკანონობას ახლა ციხის შიგნიდან გამოვამჟღავნებ – ვნახოთ, იქ რეებს მიქარავენ

ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება, უკანონობას შიგნიდან გამოვამჟღავნებ ახლა ციხის, ვნახოთ, იქ რეებს მიქარავენ. სახლში როგორ იქცევიან, ამას ხედავთ. ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა. გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ, რომელიც სამართალდაცავებმა საკუთარ სახლში დააკავეს.

ნატა ფერაძეს სასამართლომ ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ მოსამართლის განჩინება ნატა ფერაძემ დღეს მიიღო.

ამ დროისთვის ფერაძის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებიან და მისი გადაყვანის პროცედურა მიმდინარეობს.

საქმე ეხება ნატა ფერაძის მიერ სამების საკათედრო ტაძარში მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმას, რომლის ამსახველი ვიდეოც ფერაძემ 9 იანვარს გაავრცელა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე.„იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის კანონების შესაბამისად“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეფონით რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, რა დროსაც მას კურსკის ოლქში ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | დიმიტრი ხაჩიძე და ანრი ხოზრევანიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დიმიტრი ხაჩიძემ (60კგ) და ანრი ხოზრევანიძემ (67კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.ხაჩიძემ ფინალში ისრაელის წარმომადგენელი მელქამუ ფეტენე 50 წამში 9:0 დაამარცხა, ხოლო ხოზრევანიძემ კონტინენტის პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ გლებ მაკარანკას 3:1 სძლია.დღესვე ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ლუკა გაბისონია (97კგ).შეგახსენებთ, გუშინ, 13 მარტს ფინალში დამარცხდა 18 წლის კობა ქარუმიძე (55 კგ) და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ტურნირზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ რომეო ბერიძე (63კგ) და საბა ჩილაშვილი (125 კგ).

შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცენტრალური ოფისის გაყიდვაზე – ალამუთის ციხე დაეცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცენტრალური ოფისის გაყიდვას ეხმაურება.„ალამუთის ციხე დაეცა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ცენტრალური ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებით დღეს პარტიამ განცხადება გაავრცელა. პარტიაში ცენტრალური ოფისის გაყიდვის გადაწყვეტილების მიზეზად ფინანსების მობილიზება და ამომრჩეველთან სიახლოვე დაასახელეს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახეთის გზატკეცილზე მდებარე ცენტრალური ოფისი გაყიდა, რის მიზეზადაც ფინანსების მობილიზებას და ამომრჩეველთან სიახლოვეს ასახელებს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ცენტრალური ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.პარტიაში ცენტრალური ოფისის გაყიდვის გადაწყვეტილების მიზეზად ფინანსების მობილიზებასა და ამომრჩეველთან სიახლოვეს ასახელებენ.როგორც განცხადებაშია განმარტებული, მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია საზოგადოებასთან, რაშიც ენმ-ის ცენტრალური ოფისის დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე განთავსებაც შეუწყობს ხელს.„„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით გაიყიდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი. აღნიშნული ოფისი, რომელიც 2010 წელს აშენდა, მომსწრეა მრავალი ქარტეხილის და თავდასხმის „ნაციონალურ მოძრაობაზე“. საზოგადოებას კარგად ახსოვს მოღალატე, რუსული რეჟიმის არაერთი ძალადობრივი თავდასხმა აღნიშნულ შენობაზე, მათ შორის სპეცოპერაცია ენმ-ის იმდროინდელი თავმჯდომარის გატაცების მიზნით.ამავდროულად, ცხადია, ჩვენ კარგად გვესმის, რომ პარტია არ არის შენობა. პარტია შედგება ადამიანებისგან, რომლებიც გაერთიანებული ვართ საქართველოს ერთიანობის, სიძლიერისა და ევროპული, დემოკრატიული მომავლის იდეის და სხვა ეროვნული, პატრიოტული ღირებულებების ირგვლივ.დღეს, როდესაც ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია, როდესაც ივანიშვილის კრიმინალური ბანდის რეპრესიული მანქანა განსაკუთრებული სისასტიკით ებრძვის განსხვავებულ აზრს და როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ რჩება რეჟიმის მთავარ სამიზნედ, რისი გამოხატულებაა პრეზიდენტი სააკაშვილის განგრძობადი პოლიტიკური ტყვეობა, ისევე როგორც არალეგიტიმურ პარლამენტში „ჩეკას“ ანალოგით შექმნილი რუსული კომისია, ყველაზე მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია, ჩვენს საზოგადოებასთან მეტი კავშირი და სიახლოვე, რაშიც ენმ-ის ცენტრალური ოფისის დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე განთავსებაც შეუწყობს ხელს. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, პარტიის, რომელიც ყოველთვის იყო და არის ყველაზე სახალხო პარტია, განსაკუთრებით დღეს და ბრძოლის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, იყოს გაცილებით ხელმისაწვდომი ამომრჩევლისთვის, წევრებისთვის, პოტენციური მომხრისთვის, ახალგაზრდისთვის, აქტივისტისთვის თუ ჟურნალისტისთვის.ჩვენ უნდა შევძლოთ ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის არსებული დისტანციის შემცირებაც, ვიყოთ კიდევ უფრო გახსნილი, კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ყველასთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.განცხადების თანახმად, აუცილებელი ფინანსური რესურსის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის ფუნქციონირებისთვის.„ასევე აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის (საპარლამენტო მანდატებზე უარის გამო) პირობებში აუცილებელი ფინანსური რესურსის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის ფუნქციონირებისთვის. პარტიას უწევს არსებობა და ბრძოლა, წლების განმავლობაში მძვინვარე რუსული პროპაგანდის, ცილისმწამებლურ, ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიასთან ერთად, ჩვენს პოტენციურ ფინანსურ მხარდამჭერ ბიზნესმენებზე მუდმივი ტერორის პირობებში. მიუხედავად მრავალი სტიგმისა, რომლებსაც სხვადასხვა აქტორი ქმნიდა, საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აფინანსებს არცერთი მსხვილი ან დომინანტი დონორი. უახლოეს ხანში ჩვენ ვგეგმავთ, ენმ-ის მართვის პროცესში ჩვენი წევრების მეტი უშუალო ჩართულობისა და ამავდროულად, ფინანსური მდგრადობის სისტემის ძირეულ განახლებას, სადაც თითოეულ წევრს შეეძლება, თავის წვლილი შეიტანოს პარტიის პოლიტიკური და სხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ისევე როგორც ჩვენი პარტიის ფინანსურ მხარდაჭერაში.მოღალატე კრიმინალთა რუსული რეჟიმის საპირწონე ძალისთვის მთავარია სიმართლე, პატრიოტიზმი, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ამასთანავე, ღიაობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშგება, პასუხისმგებლობა და ბრძოლისუნარიანობა ქვეყნის ინტერესებში. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამ რთულ დროს აღნიშნული გადაწყვეტილება მოემსახურება საქართველოსა და ჩვენი გუნდის ამ საერთო და ეროვნულ ინტერესს. ჩვენ, ყველამ ერთად, უკომპრომისო, პრინციპული ბრძოლით უნდა დავამარცხოთ მოღალატე კრიმინალთა რეჟიმი და დავიხსნათ ქვეყანა რუსული მარწუხებისგან. ძალა ერთობაშია! თავისუფლება მიშას!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

მდ. არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე  (მარცხენა, თბილისის მიმართულება), დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილის ფილა. დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები