სამშაბათი, მარტი 11, 2025

ნანუკა სტამბოლიშვილმა საიდუმლო გაამხილა – რას ამბობს პოპულარული მსახიობი მის კარიერაზე

ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. მსახიობმა, რომელმაც არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ქართველ მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა, გადაცემაში „კულინარიული დუელი“ მისი თურქეთში სამსახიობო კარიერის დასაწყისზე ისაუბრა.

„რეჟისორმა ინსტაგრამზე მიპოვა, აქედან მოხდა ჩვენი გაცნობა და შემდეგ უკვე მიმიწვიეს. თურქული ენა გადაღებების პროცესში ვისწავლე, პირველი სეზონის დასასრულს უკვე თავისუფლად ვლაპარაკობდი თურქულად.

მანამდე კი ძალიან გამიჭირდა.. გადაღებების დროს ერთადერთი ვიყავი, ვინც თურქული არ იცოდა, არც თარჯიმანი მყავდა“, – ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი.

წამყვანის კითხვაზე, თურქეთში ყოფნისას გრძნობს თუ არა, რომ ვარსკვლავია, ნანუკა პასუხობს: „კი, თურქები ისეთივე თბილები არიან, როგორც ჩვენ, ქართველები“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მათი მოთხოვნაა საარჩევნო კომისია დავაკომპლექტოთ ისე, როგორც ეგენი იტყვიან. რასაკვირველია, ეს რევოლუციური გეგმის ნაწილია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათ სურთ, რომ საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს ისე, როგორც ისინი იტყვიან, რაც რევოლუციური გეგმის ნაწილია.„ამბობენ, რომ ჩვენ საერთოდ სახელმწიფოებრიობაზე უარი უნდა ვთქვათ. საარჩევნო კომისია დავაკომპლექტოთ ისე, როგორც ეგენი იტყვიან, „ქართული ოცნება“ საერთოდ გვერდზე უნდა გაწიონ თავისი მთელი რესურსით, მათ და უცხოელებმა უნდა ჩაატარონ არჩევნები მას მერე, რაც მოასუფთავებენ პოლიტიკურ და სამართლებრივ მოედანს. ეს არის მათი მოთხოვნა. რასაკვირველია, ეს რევოლუციური გეგმის ნაწილია“, - განაცხადა ვოლსკიმ.თვითმმართველობის არჩევნების მიმართ წინასწარ გამოცხადებული ბოიკოტის ფონზე, ამ თემაზე სალაპარაკოდ მოკავშირეები სალომე ზურაბიშვილთან მივიდნენ. საერთო აზრი არც ამ შემთხვევაში აქვთ. სცენარი კარგად ნაცნობია, რომლის ფინალსაც თავად ვერც ამჯერად განსაზღვრავენ.

დაშლილი კოალიციები და დაპირისპირება ოპოზიციაში – შეძლებენ თუ არა ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანებას

ოპოზიციას ერთმანეთთან საუბარი და ფოტოს გადაღებაც კი უჭირს, სალომე ზურაბიშვილს კი ლიდერობისთვის ხელს ასაკი არ უწყობს - ეს სიტყვები კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ექსპრეზიდენტის ოფისში ოპოზიციური ლიდერების კონსულტაციის დასრულების შემდეგ თქვა. ნათქვამს არც დღეს ემიჯნება, თუმცა ახლა კოორდინაციის აუცილებლობაზეც საუბრობს.ზურაბიშვილი და მის მრგვალ მაგიდასთან ოპოზიციის გაერთიანების შანსი წითელი ხაზია "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრ ცოტნე კობერიძისთვისაც. გვარამია-მელიას ირგვლივ შექმნილი ერთობის ლიდერები დიდი ხანია პოლიტიკურ ასპარეზზე არ აქტიურობენ. კოალიციის წევრების აზრით, კობერიძის პოზიცია მისი ინდივიდუალური ხედვაა და პარტიასთან საერთო არაფერი აქვს.იმ ფონზე, როცა ექსპრეზიდენტი საერთო ოპოზიციური პლატფორმის შექმნას ცდილობს, "ლელოს" კოალიციის რიგებს ტოვებენ. ლევან ცუცქირიძის "თავისუფლების მოედანი" უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიაა, "ლელოში" კი, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ამ ფაქტს უარყოფდნენ, ამბობენ, რომ ახლა მიზანი ზურაბიშვილის პლატფორმის ირგვლივ მუშაობაა.ყველაზე პესიმისტურად სავარაუდო ოპოზიციური გაერთიანების მომავალს "გირჩში" ხედავენ. პოლიტიკურ ცენტრში ალტერნატიული აზრის გამარჯვების ერთადერთ წინაპირობად, არსებული ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური ველიდან სრულად გაქრობას მიიჩნევენ.ნათელაშვილის ფანჩატურიდან ზურაბიშვილის ოფისამდე წინასწარ განწირული გაერთიანების მცდელობა - ასე აღიქვამს მმართველი ძალა ოპონენტების გაერთიანების პერსპექტივას. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ უკვე წლებია ოპოზიცია ფიქციურ გაერთიანებასაც ვერ ახერხებს - მიზეზი ერთია, "ოცნების" აზრით, მათი ოპონენტების ქმედებებს არა მათივე ნება, არამედ გარე ძალების კარნახი განსაზღვრავს."ახალმა" პოლიტიკური აქტივობა შეანელა, "ლელოს" პარტნიორები ტოვებენ, "ნაციონალურ მოძრაობის" პარტნიორებისთვის კი სააკაშვილის შეწყალებაზე უარის მთქმელ ზურაბიშვილთან ერთობა წამგებიანად მიაჩნიათ. ამ ფონზე, ოპოზიციის გაერთიანების რა რესურსი აქვს ყოფილ პრეზიდენტს, ჯერჯერობით, უცნობია.

„ევრონიუსი“ – უნგრეთის მმართველი პარტია გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც ითვალისწინებს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა გაძევებას, თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ სუვერენიტეტისთვის საფრთხეს წარმოადგენენ

უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესი“ გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ქვეყნიდან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების გაძევებას ითვალისწინებს, თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ ისინი სუვერენიტეტისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას.დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პარლამენტში „ფიდესის“ ჯგუფის ლიდერმა, მატე კოჩიშმა განაცხადა.„უნგრეთის მოქალაქე, რომელსაც ასევე აქვს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა, შესაძლოა, გაძევებული იყოს უნგრეთის ტერიტორიიდან კანონით განსაზღვრული პირობებით, თუ ის ან მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნის უნგრეთის ეროვნულ სუვერენიტეტს, საზოგადოებრივ წესრიგს, ტერიტორიულ მთლიანობას ან უსაფრთხოებას“, – დაწერა კოშიჩმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მიანიშნა, რომ აღნიშნული ზომა შესაძლოა, გამოყენებული იყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებსაც მთავრობა უცხოური ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს.„ბოლო წლებში უცხოური ძალები და სპეკულანტები სულ უფრო ხშირად არაკეთილსინდისიერად და ფართოდ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის საარჩვენო პროცესშიც კი და ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული უნგრეთის წინააღმდეგ ევროპის მასშტაბით ცილისმწამებლურ კამპანიაში. ისინი ამას ფსევდო სამოქალაქო ორგანიზაციების, კორუფციული პოლიტიკოსების და მედიაორგანიზაციების საშუალებით აკეთებდნენ, რომლებიც საკუთარ თავს დამოუკიდებელს უწოდებენ“, – აღნიშნა კოჩიშმა.არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები შიშობენ, რომ ახალი ცვლილებებით შესაძლოა, ქვეყნიდან გაძევება დაემუქროთ პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და მისი მთავრობის კრიტიკოსებს, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.„სიტყვებს ვეძებ და ვერ ვპოულობ. მე ვგრძნობ ერთდროულად ბრაზსა და შეშფოთებას. მათმა თითქმის 15-წლიანმა მმართველობამ ბევრი რამისთვის შემამზადა, თუმცა არა იმ ფაქტისთვის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს და არ არის მხოლოდ უნგრეთის მოქალაქე, შესაძლებელია, გახდეს სამიზნე“, – განაცხადა ორბანის კრიტიკოსმა, ისტორიკოსმა სტეფანო ბოტონიმ, რომელიც უნგრეთისა და იტალიის მოქალაქეობას ფლობს. ბოტონიმ აღნიშნულ ინიციატივას „მასობრივი წითელი ხაზი“ უწოდა.

ევროპარლამენტში ევროკავშირის თავდაცვის საკითხებსა და უკრაინის მხარდაჭერაზე დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში ევროკავშირის თავდაცვის საკითხებზე და უკრაინის მხარდაჭერაზე დებატები გაიმართა. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.ანტონიო კოშტამ აღნიშნა, რომ ევროპა ახლა ისტორიის „გადამწყვეტ მომენტშია“ და რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების გამო ევროკავშირი წარადგენს ამბიციურ გადაწყვეტილებებს მისი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის უსაფრთხოება არ შეიძლება განცალკევდეს ევროპის უსაფრთხოებისგან. თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების წესრიგი შეირყა და ბევრი ილუზია დაიმსხვრა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ უნდა აიღოს კონტროლი საკუთარ თავდაცვაზე, რადგან საფრთხეები სულ უფრო იზრდება. ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს და დააჩქაროს თავისი თავდაცვის წარმოება და რომ ამისთვის ახალი დაფინანსების უმეტესი ნაწილი შეიძლება მხოლოდ წევრი სახელმწიფოებიდან გამოიყოს.„ინვესტიცია მიმართული უნდა იყოს ერთობლივ შესყიდვებზე, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ზომა, რომ შევაჩეროთ ნებისმიერი მტრული ქვეყანა, გვაქვს ეკონომიკური ძალა და ახლა საბოლოოდ გვაქვს პოლიტიკური ნება“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.პოლიტიკური ჯგუფის ლიდერების უმრავლესობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა პარლამენტის მხარდაჭერა ევროკავშირის უფრო ძლიერი უსაფრთხოების მიმართ და მიესალმა ევროპული საბჭოს ბოლოდროინდელ დისკუსიებს ამ მიმართულებით. ბევრმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის უახლეს წინადადებებს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის და ევროკავშირის საზღვრების გასაძლიერებლად და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე. ევროკავშირის სუვერენიტეტის დასაცავად, რამდენიმე დეპუტატმა აღნიშნა კონკურენტუნარიანობისა და სტრატეგიული ავტონომიის გაძლიერების მნიშვნელობა და კრიტიკული ნედლეულის და ენერგიის წყაროების დამოუკიდებელი წვდომის უზრუნველყოფა.

„განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა“ – შვილიშვილს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

გორში შვილიშვილმა პაპა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, ქალაქ გორში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 10 მარტს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლის „ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახი მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები