პარასკევი, ივლისი 17, 2026

ნათია ფანჯიკიძე: კალაძემ იცოდა, რომ მიწა მოწყვეტას აპირებდა, გაქანდა, თავის ბავშვები გადაარჩინა და მერე ტელევიზორთან გახარებული იჯდა და ელოდებოდა სხვისი ბავშვები როგორ მოკვდებოდნენ?!

ყველა საკითხის დასმა არის  არამარტო ლეგიტიმური, არამედ აუცილებელი. ლეგიტიმურია, რომ მოქალაქემ მოიკითხოს,  რატომ არ ჰყავს მთიან რეგიონებს მუდმივად მორიგე ვერტმფრენი, რომ საჭირო დროს ათ წუთში გაჩნდეს უბედურების ზონაში?
რატომ სძულთ პროფესიონალები, ან თუ მიიწვიეს სამუშაოდ, მერე რატომ იკიდებენ ფეხებზე მათ დასკვნას და ტოვებენ ქაღალდზე რეაქციის გარეშე?” – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია  ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

“თბური დრონები კერძო ორგანიზაციას თუ აქვს, სახელმწიფოს რატომ არ აქვს და სხვა მრავალი, თუნდაც ის, – რატომ აქვთ ამ არაჩვეულებრივ, მართლაც თავგანწირულ მაშველებს დაბალი ხელფასი?
ყველაფერი, რა კითხვაც ადამიანს უჩნდება, თავის საფუძველში არის ყველასთვის სასარგებლო და მიმართულია სიკეთის მოპოვებისკენ, ამიტომ კითხვა აუცილებლად უნდა დაისვას.

მოპასუხე მხარე რომ საღად რეაგირებდეს, ტროლები კი არ უნდა აამუშავოს და ისტერიკა დაიმართოს, არამედ უნდა შეაგროვოს კითხვები, ემოცია მოაშოროს ამ კითხვებს,  მშრალად, საკითხებად აღიქვას და დაახარისხოს და ამდენი ტრაგედიის მერე მაინც, სწრაფი რეაქცია მისცეს და გაასწოროს, რომ ნაკლებად უმწეოები ვიყოთ, როცა კატასტროფა ხდება. ასე, ნაბიჯებით მოდის პროგრესი. რის გათვლაც წინასწარაა შესაძლებელი, ჭკვიანები წინასწარ ითვლიან, ნახევრადჭკვიანები გამოცდილების შემდეგ ვითარდებიან და მთლად სულელები ვერასდროს.
გაისმის ლეგიტიმური კითხვები და რა ხდება უცებ? – ისედაც ჯანსაღ კომუნიკაციამოშლილ ქვეყანაში, სადაც ყველა ყველას “მტერია”, ვიღაცა აბსურდის შემოტანით იწყებს ყველა სასარგებლო შეკითხვის მოკვლას:

“კალაძემ იცოდა, რომ მიწა მოწყვეტას აპირებდა, გაქანდა, თავის ბავშვები გადაარჩინა, წამოვიდა და მერე ტელევიზორთან გახარებული იჯდა და ელოდებოდა სხვისი ბავშვები როგორ მოკვდებოდნენ. ” აი ასეთ საოცრებას რომ შემოიტან და აატაცებინებ “შენებს”, ვინღა გაგცემს პასუხს რამე აზრიან კითხვაზე? ხომ დაკარგე ყველა პოზიცია? კალაძემ რამე იცოდა  და ამიტომ ისვენებდნენ  მისი ბავშვები შოვში და წუთები ჰქონდა გათვლილი? თუ ძალიან დიდი შანსი იყო, მისი ოჯახიც მოყოლილიყო უბედურებაში.

არადა შეიძლება ხომ, რომ იგივე ფაქტის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება გქონდეს, რომ ყველა ვართ პოტენციური მსხვერპლი, ყველას გვეხება ეს და გააზრება არავის აწყენს მთავრობაში, რომ ნებისმიერი მათგანიც შეიძლებოდა მსხვერპლი ყოფილიყო და რაც არ არის სხვისთვის ექსტრემალურ პირობებში დროულად მისაწვდომი, შეიძლება შენთვისაც არ აღმოჩნდეს, როცა გჭირდება, ამიტომ უნდა გამოასწორო, ასე მაინც მიხვდი, რატომ უნდა გამოასწორო. მაგრამ არა, აუცილებლად უნდა გაპათოლოგიურდეს ყველაფერი, რომ წლიდან წლამდე, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე  ერთი ადგილი ვტკეპნოთ. ეს ყოფილა ჩვენი თანდაყოლილი ხარვეზი, თუ ჯადო, არ ვიცი, რა დავარქვა.” – წერს ნათია ფანჯიკიძე “ფეისბუკში”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„როიტერი“ – საბერძნეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას არ ეთანხმება

საბერძნეთის მთავრობა არ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას.როგორც „როიტერი“ წერს, საბერძნეთის მთავრობის პოზიციის მიზეზი ისაა, რომ თუ რუსული გაზის მესამე ქვეყნებში გაყიდვა აიკრძალება, ბაზარს ევროკავშირის გარეთ მყოფი კონკურენტები დაიკავებენ, საბერძნეთის ნაცვლად.გამოცემა „როიტერსს“ წყაროებმა განუცხადეს, რომ სანქციები კარგად უნდა იყოს გათვლილი – მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ევროპულ ბიზნესს ზიანი არ უნდა მიადგეს.„ევროპამ არ უნდა დაკარგოს ეკონომიკური სექტორები ან ბაზრის წილი საკუთარი სასანქციო  პოლიტიკის შედეგად – ეს ბაზარი ევროკავშირის გარეთ მყოფ მოთამაშეებს არ უნდა ერგოთ. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი უნდა შეასუსტოს და  სხვებმა ევროპის ხარჯზე არ უნდა მოიპოვონ  სტრატეგიული უპირატესობა“, – აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან საუბრისას.ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩების კომიტეტმა 15 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო.სანქციების აღნიშნულ პაკეტს, საბერძნეთის გარდა ავსტრიაც ეწინააღმდეგება

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო ზაფხული მძიმე იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო მიმდინარე ზაფხული მძიმე იქნება.ფონტენბლოს ტყეში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე მეხანძრეების მონახულებისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ზაფხული მძიმე იქნება, რადგან ტყის ხანძრების სეზონის პიკის დაწყებამდეც კი უკვე მოხსნილია არსებული რეკორდები.პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ერთი კომპანიისა და მისი ორი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებიც მეზობელ ავტომაგისტრალზე სარემონტო სამუშაოების დროს ელექტრო ხერხს იყენებდნენ. გამომძიებლების ვარაუდით, სწორედ ხერხიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია მცენარეულობის აალება.ასევე დააკავეს მოხალისე მეხანძრე, რომელმაც აღიარა, რომ ხანძარი სანთებელისა და ბენზინის გამოყენებით თავად გააჩინა.გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთმა მამაკაცმა გაუფრთხილებლობით შეუწყო ხელი ხანძრის გაჩენას, როდესაც სიგარეტის ნამწვი გადააგდო.

გრიგოლ გეგელია – მაკა ბოჭორიშვილმა ვიწროპროფილურ საერთაშორისო კონფერენციაზე შიდა პოლიტიკური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება სცადა

რეჟიმს სურს, საკუთარი პიარისთვის რაღაც ფორმატებში ყოფნა და ფოტოების გადაღება, მაგრამ არ სურს ურთიერთობების ნორმალიზება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.მისივე თქმით, მაკა ბოჭორიშვილს საერთო არაფერი აქვს ეროვნულ ინტერესებთან.„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბოჭორიშვილი არის ანტიქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც შიდა პოლიტიკური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება სცადა საერთაშორისო ასპარეზზე. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მაკა ბოჭორიშვილს და ამ რეჟიმს საერთო არაფერი აქვს ქართულთან, არაფერ ადეკვატურთან და ისინი ყოველთვის უტიფრად ახდენენ შიდა პოლიტიკური საკითხების ინსტრუმენტალიზებას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით , რომ ეს რეჟიმი თავისი არსით არის ანტიქართული, არასდროს ემსახურება ეროვნულ ინტერესებს. როდესაც აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობები არის განადგურებული, ეს რეჟიმი არაფერს აკეთებს, რომ ამერიკის მოთხოვნებს უპასუხოს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. რეჟიმი ცდილობს, რაღაც უღიმღამო, ვიწროპროფილური კონფერენციები შემოგთავაზოს პროპაგანდისტულ სალაფავად, რომელთაც ერი კმაყოფილი უნდა იყოს.როგორც გეგელიამ აღნიშნა, აშშ-ს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაწესებული აქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას.„სინამდვილე არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს ურთიერთობის ნორმალიზებისთვის დაწესებული აქვს ძალიან მკაფიო ფასი, კონკრეტული ნაბიჯების ნუსხა, რომელიც რეჟიმმა უნდა გადადგას სტაბილიზაციისთვის. ამ რეჟიმმა თქვა, რომ ისინი არ აპირებენ რუბიოს მოსმენას, არ აპირებენ არაფრის გაკეთებას და შედეგად ამ რეჟიმმა მოგცა, რომ უმთავრეს პარტნიორთან განადგურებულია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა. ამ ყველაფრის შედეგად ზარალდება ქართული ეკონომიკა, ქართული პოლიტიკა, საქართველო, როგორც სახელმწიფო. ვხედავთ, რომ რეჟიმი არ დგამს რეალურ ნაბიჯებს სტაბილიზაციისკენ. ეს აჩვენებს ყველაზე კარგად რეალურ მიდგომას. ამ რეჟიმს სურს, საკუთარი პიარისთვის რაღაც ფორმატებში ყოფნა და ფოტოების გადაღება, მაგრამ არ სურს ურთიერთობების ნორმალიზება; არაფერს აკეთებს,  რომ მოხდეს რაღაც ისეთი, რაც ქართველ ხალხს მოუტანს კონკრეტულ სიკეთეს და გაუგებარია, რა სიკეთე შეიძლება, მოუტანოს ამ ტიპის გამოსვლებმა საერთაშორისო კონფერენციებზე“, – განაცხადა გეგელიამ.

კახა კალაძე – ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც საჯაროდ გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, დაღუპულია უამრავი ადამიანი და განადგურებულია ინფრასტრუქტურა.„წარმოუდგენელი განცხადება მოვისმინეთ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მხრიდან. კონკრეტულად, გვარამიამ გააკეთა აღნიშნული განცხადება, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინა მოიგებს ომს, ტრილიონებს დაახარჯავენ მას, საქართველოს კი არაფერი შეხვდება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „დიფ სთეითი“ და მისი აგენტურა დღემდე მისტირიან, რომ საქართველო არ აჰყვა მათ ავანტურას, არ ჩაერთო ომში და ქვეყანაში არ გახსნა მეორე ფრონტი. ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც გამოდიან და საჯაროდ გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა ტერიტორიები, ასიათასობით ადამიანია დაღუპული, ინფრასტრუქტურა განადგურებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თურმე საქართველო არის ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ საქართველომ არ დაიწყო ომი, არ გააჩაღა მეორე ფრონტი ქვეყანაში. ამას გვიმტკიცებენ ეს აგენტურის წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ცდილობენ ამ ტიპის განცხადებებით: პირველი, რომ გაამართლონ ის დანაშაული, რაც 2008 წლის ომად, განადგურებულ ინფრასტრუქტურად, დაკარგულ ტერიტორიებად, უამრავ გარდაცვლილ ადამიანად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას. რაც მოხდა, ის იყო ძალიან მძიმე დანაშაული და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ, ზოგადად, „დიფ სთეითს“ საერთოდ არ აინტერესებს სახელმწიფოებრიობის ბედი. იქნება სახელმწიფო თუ არ იქნება, მათთვის მთავარია ის დავალებები, რაც გარედან წამოვა. საერთოდ არ აინტერესებთ, ხალხი დაიღუპება, ქალაქები განადგურდება თუ რა მოხდება. მათთვის მთავარია, მათ ინტერესს შეეწიროს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც, პირველ რიგში, ატარებს ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესს. შესაბამისად, ეს განცხადებები ყველაფერზე ძალიან კარგად მიუთითებს.თუ გსურთ, პარალელები რომ გავავლოთ, გავიხსენოთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ აგენტურის წარმომადგენლები, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, თითქოს ქვეყანამ ამით მილიარდები დაკარგა. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას: სად არის ეს მილიარდები, რომელიც ქვეყანას უნდა მიეღო საჩუქრად? საჩუქრად არავინ არაფერს იძლევა. 2008 წლის ომის შემდეგ მოცემულ თანხებს დღესაც მთავრობა კრედიტის სახით აბრუნებს და იხდის ამ ვალებს. ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა მდინარაძე – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო შუა დერეფნის საკითხში ყოველთვის განსაკუთრებულ მისიას შეასრულებს

საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს გარეშე დაკავშირებადობაზე საუბარიც კი წარმოუდგენელია.„შუა დერეფანი, დაკავშირებადობა, სატრანზიტო დერეფანი ეს არის ის სიტყვები და ტერმინები, რომლებიც ძალიან მოკლედ ასახავენ რეალობას, რომელიც საქართველოს გავლით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და სატრანზიტო უზრუნველყოფის სფეროში სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართალია, მაგალითად, წინა დღეებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის და მის გარეშე ამ სფეროში საუბარიც კი წარმოუდგენელია. საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში. ნებისმიერ საკითხში ის არის სატრანზიტო ქვეყანა და ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბოლო სიახლეები