კვირა, იანვარი 18, 2026

ნათია ფანჯიკიძე: კალაძემ იცოდა, რომ მიწა მოწყვეტას აპირებდა, გაქანდა, თავის ბავშვები გადაარჩინა და მერე ტელევიზორთან გახარებული იჯდა და ელოდებოდა სხვისი ბავშვები როგორ მოკვდებოდნენ?!

ყველა საკითხის დასმა არის  არამარტო ლეგიტიმური, არამედ აუცილებელი. ლეგიტიმურია, რომ მოქალაქემ მოიკითხოს,  რატომ არ ჰყავს მთიან რეგიონებს მუდმივად მორიგე ვერტმფრენი, რომ საჭირო დროს ათ წუთში გაჩნდეს უბედურების ზონაში?
რატომ სძულთ პროფესიონალები, ან თუ მიიწვიეს სამუშაოდ, მერე რატომ იკიდებენ ფეხებზე მათ დასკვნას და ტოვებენ ქაღალდზე რეაქციის გარეშე?” – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია  ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

“თბური დრონები კერძო ორგანიზაციას თუ აქვს, სახელმწიფოს რატომ არ აქვს და სხვა მრავალი, თუნდაც ის, – რატომ აქვთ ამ არაჩვეულებრივ, მართლაც თავგანწირულ მაშველებს დაბალი ხელფასი?
ყველაფერი, რა კითხვაც ადამიანს უჩნდება, თავის საფუძველში არის ყველასთვის სასარგებლო და მიმართულია სიკეთის მოპოვებისკენ, ამიტომ კითხვა აუცილებლად უნდა დაისვას.

მოპასუხე მხარე რომ საღად რეაგირებდეს, ტროლები კი არ უნდა აამუშავოს და ისტერიკა დაიმართოს, არამედ უნდა შეაგროვოს კითხვები, ემოცია მოაშოროს ამ კითხვებს,  მშრალად, საკითხებად აღიქვას და დაახარისხოს და ამდენი ტრაგედიის მერე მაინც, სწრაფი რეაქცია მისცეს და გაასწოროს, რომ ნაკლებად უმწეოები ვიყოთ, როცა კატასტროფა ხდება. ასე, ნაბიჯებით მოდის პროგრესი. რის გათვლაც წინასწარაა შესაძლებელი, ჭკვიანები წინასწარ ითვლიან, ნახევრადჭკვიანები გამოცდილების შემდეგ ვითარდებიან და მთლად სულელები ვერასდროს.
გაისმის ლეგიტიმური კითხვები და რა ხდება უცებ? – ისედაც ჯანსაღ კომუნიკაციამოშლილ ქვეყანაში, სადაც ყველა ყველას “მტერია”, ვიღაცა აბსურდის შემოტანით იწყებს ყველა სასარგებლო შეკითხვის მოკვლას:

“კალაძემ იცოდა, რომ მიწა მოწყვეტას აპირებდა, გაქანდა, თავის ბავშვები გადაარჩინა, წამოვიდა და მერე ტელევიზორთან გახარებული იჯდა და ელოდებოდა სხვისი ბავშვები როგორ მოკვდებოდნენ. ” აი ასეთ საოცრებას რომ შემოიტან და აატაცებინებ “შენებს”, ვინღა გაგცემს პასუხს რამე აზრიან კითხვაზე? ხომ დაკარგე ყველა პოზიცია? კალაძემ რამე იცოდა  და ამიტომ ისვენებდნენ  მისი ბავშვები შოვში და წუთები ჰქონდა გათვლილი? თუ ძალიან დიდი შანსი იყო, მისი ოჯახიც მოყოლილიყო უბედურებაში.

არადა შეიძლება ხომ, რომ იგივე ფაქტის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება გქონდეს, რომ ყველა ვართ პოტენციური მსხვერპლი, ყველას გვეხება ეს და გააზრება არავის აწყენს მთავრობაში, რომ ნებისმიერი მათგანიც შეიძლებოდა მსხვერპლი ყოფილიყო და რაც არ არის სხვისთვის ექსტრემალურ პირობებში დროულად მისაწვდომი, შეიძლება შენთვისაც არ აღმოჩნდეს, როცა გჭირდება, ამიტომ უნდა გამოასწორო, ასე მაინც მიხვდი, რატომ უნდა გამოასწორო. მაგრამ არა, აუცილებლად უნდა გაპათოლოგიურდეს ყველაფერი, რომ წლიდან წლამდე, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე  ერთი ადგილი ვტკეპნოთ. ეს ყოფილა ჩვენი თანდაყოლილი ხარვეზი, თუ ჯადო, არ ვიცი, რა დავარქვა.” – წერს ნათია ფანჯიკიძე “ფეისბუკში”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სასულიერო პირებმა დავიჯერეთ და მერე სხვებს დავაჯერეთ, რომ თუ წყვილმა ჯვარი არ დაიწერა, ე.ი, მრუშობენ… გვავიწყდება, რომ მრუშობა ღალატია” – მამა თეოდორე გიგნაძე

მამა თეოდორე გიგნაძე პასუხობს შეკითხვას, შეიძლება თუ არა შაბათს ჯვრისწერა. ის ასევე განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს ჯვრისწერას და რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორი მიდგომა:- საეკლესიო სამართლის მიხედვით, შაბათს ჯვრისწერა არ ხდება. ჯვრისწერა ერთ-ერთი ისეთი საიდუმლოებაა, რომელიც ეკლესიის მიერ ყველაზე მეტადაა შერყვნილი. ადამიანს სწამს - არ სწამს, იცის - არ იცის, რა აღთქმას დებს, რა პასუხისმგებლობის წინაშე დგება - ჩვენ ჯვარს ყველას ვწერთ. პრობლემა ჩვენ შევქმენით და რატომ - ჯერ ჩვენ, სასულიერო პირებმა დავიჯერეთ და მერე სხვებს დავაჯერეთ, რომ თუ წყვილმა ჯვარი არ დაიწერა, ესე იგი, მრუშობენ. გვავიწყდება, რომ მრუშობა ღალატია. გავიხსენოთ ჩვენი ბებიები, ბაბუები, მაშინ სად იყო ჯვრისწერა?! გადასარევი ოჯახები ჰქონდათ. ვინმეს ენა მოუბრუნდება და იტყვის, რომ ისინი მრუშობაში იყვნენ? ზოგ მათგანს მართლაც ღვთისგან კურთხეული ოჯახი ჰქონდა. კიდევ ერთი ნიუანსი გვავიწყდება - ბიზანტიის იმპერიაში ჯვრისწერა, როგორც ასეთი, სახელმწიფო და საეკლესიო პრაქტიკაში ცოტა მოგვიანებით შემოდის. მაშინ ადამიანი იკითხავს - რა იყო იქამდე? ვინც ჯვრისწერის რიტუალური მხარე, წირვა, ნათლობა იცის, ერთ რამეს დააკვირდება, რომ ძალიან ბევრი რაღაც, მონახაზი და ღვთისმსახურების მოძრაობის სქემა იდენტურია. მთელ რიგ შემთხვევებში, საგალობლები იდენტურია. ლოცვებიც ისეთია, გეგონება, წირვაზე დგახარ. რატომ? იმიტომ, რომ ადრე ჯვრისწერა არ იყო. ადრე წყვილი, როდესაც ერთმანეთი უყვარდათ და ქორწინებას გადაწყვეტდნენ, წირვას ესწრებოდა, წირვაზე ეზიარებოდა. მანამდე, რა თქმა უნდა, ქრისტიანულად ცხოვრობდნენ. ზიარების შემდეგ კურთხევას, დალოცვას იღებდნენ სასულიერო პირის მიერ. ეს იყო ჯვრისწერა. ნათლობაც წირვის შემადგენელი ნაწილი იყო. ყველა საიდუმლოება, მათ შორის, ზეთის კურთხევა... მღვდლები ავადმყოფთან წირვიდან მიდიოდნენ. ნათლობის საიდუმლოება და ჯვრისწერის საიდუმლოება წირვის შემადგენელი ნაწილი იყო. მერე, როცა სახელმწიფო რელიგიად იქცა, სეკულარული საზოგადოება ჩამოყალიბდა, სახელმწიფო რელიგიაა და საჭიროა, რომ ქრისტიანი იყო - ნელ-ნელა ამ ყველაფრის ერთმანეთისაგან დაშორება ხდება. აქედან გამომდინარეა, რომ დღეს ჯვრისწერა განცალკევებულია. მაგრამ, არსობრივად ჯვრისწერა უნდა მოხდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც ქრისტესთან ერთად არიან. თუ ქრისტე არ უნდათ... ხშირად ასეთ კითხვას სვამენ - რატომ არ წერენ მართლმადიდებელსა და კათოლიკეს ჯვარს? მე პასუხად მაქვს - რა აუცილებელია, ჯვარი დავწერო? ისე დავლოცავ. ადამიანმა, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია არ უნდა, ჯვარი რატომ უნდა დაიწეროს, ვერ ვხვდები. ამას იცით რა ნაყოფი აქვს? აბა, შედით საპატრიარქოში, სადაც ჯვრის აყრის რიგებია. საშინელი სანახავია. ახალგაზრდა ბიჭი, ახალგაზრდა გოგო ერთმანეთს გაბუსული უყურებს და ჯვრის აყრა უნდათ. საშინელი სანახავია. ეს უბედურებაა. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ შეიძლება, ოჯახი არ დაინგრეს, მაგრამ ქმარი ცოლს ღალატობდეს, ახლა აღარც ცოლები იხევენ უკან. ადამიანი ჯვარს იწერს და წარმოდგენაც კი არ აქვს, რას ნიშნავს ქრისტიანული ქორწინება. თუ ეს არ იცი, თუ შესაბამისად არ ცხოვრობ, დაქორწინდი ისე, მაინცდამაინც გვირგვინი უნდა დაიდგა?! რომ დაიდგი ეს გვირგვინი და არ იცი, რა არის, რა საჭიროა ამის გაკეთება? მაგრამ, აქ წარმართული მიდგომაა - ჯვარს დავიწერთ და ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი აგვიშენდება." - ამბობს მამა თეოდორე.

თბილისის შემოვლითი გზა – გლდანთან ავტომობილი გადავარდა და დაიწვა

"თბილისის შემოვლითი გზა - გლდანთან ავტომობილი გადავარდა და დაიწვა, რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს არავინ დაღუპულა თუმცა ვაზუსტებთ დეტალებს !", | წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია "ჩემი ქალაქი მკლავს" და ვიდეოს ავრცელებს

ნათლისღების წინა დღეს წასაკითხი ლოცვა

19 იანვარს ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. წინა დღეს, 18 იანვარს კი მარხვაა.ლოცვა,რომელიც მრევლმა ნათლისღების წინა დღეს უნდა წაიკითხოს.ტროპარი: უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ და ამიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა, რომლისა მიმართ მივრბიოდეთ ჩუენცა განსლვად მას შინა და ღაღადვჰყოთ: ქრისტე განცხადნა იორდანესა განწმედად წყალთა.კონდაკი: ქრისტე, ყოველთა კაცთა სახიერებით აღმხოცელო ცოდვათა სიმრავლისაო, მოწყალებისათვის უზომოსა იორდანისა წყალსა ნათლისღებად მოხვალ, ვითარცა კაცი, რაითა შემმოსო მე სამოსლითა პირველისა დიდებისათა, ბოროტად განშიშვლებული.

12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი

ტრაგედია მოხდა წყალტუბოში. 12 წლის მოზარდი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. მას ტყვია არტერიაში მოხვდა.გეგი ხეცურიანის გადარჩენა ექიმებმა სამწუხაროდ ვერ შეძლესმომხდარ ფაქტზე გამოძიება 116 და 238 მუხლებით დაიწყო. ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნის ბა­ბუა და­ა­კა­ვეს.

სიბერის შეჩერება შესაძლებელი ხდება – ახალი კვლევის შედეგები

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც დაბერება აღარ არის გარდაუვალი პროცესი, არამედ მდგომარეობა, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია.ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული უახლესი ექსპერიმენტი პრიმატებზე (Cynomolgus monkeys) სწორედ ამ ფანტასტიკის რეალობად ქცევისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.რა იყო ექსპერიმენტის არსი?კვლევის მთავარი მიზანი იყო არა მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ სისტემური გაახალგაზრდავება. მეცნიერებმა გამოიყენეს ღეროვანი უჯრედების რეპროგრამირების ტექნოლოგია, რომელიც ეფუძნება ე.წ. „იამანაკას ფაქტორებს“ (გენების კომბინაცია, რომლის აღმოჩენისთვისაც 2012 წელს ნობელის პრემია გაიცა).როგორ ჩატარდა კვლევა?მეცნიერებმა ხანდაზმულ მაიმუნებში გამოიყენეს გენური თერაპიის მეთოდი. მათ ორგანიზმში შეიყვანეს სპეციალური ვექტორები, რომლებიც უჯრედებს აიძულებდნენ, გარკვეული დროით ჩაერთოთ „ახალგაზრდობის გენები“.მთავარი მიღწევები, რაც ექსპერიმენტმა აჩვენა:ორგანოების აღდგენა: კვლევამ აჩვენა, რომ გაახალგაზრდავების პროცესი შეეხო არა ერთ კონკრეტულ ორგანოს, არამედ მთელ სისტემას — ღვიძლს, გულს, თირკმელებსა და თავის ტვინს.ბიოლოგიური საათის ჩამოყრა: ეპიგენეტიკური ტესტებით დადასტურდა, რომ უჯრედების „ბიოლოგიური ასაკი“ მნიშვნელოვნად შემცირდა მათ ქრონოლოგიურ ასაკთან შედარებით.კოგნიტური ფუნქციები: ხანდაზმულმა მაიმუნებმა აჩვენეს მეხსიერებისა და დასწავლის უნარების ისეთი დონე, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდა ინდივიდებისთვისაა დამახასიათებელი.რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის (ადამიანებისთვის)?მაიმუნების ფიზიოლოგია, იმუნური სისტემა და ტვინის სტრუქტურა ძალიან ჰგავს ადამიანისას. ის ფაქტი, რომ რეპროგრამირებამ იმუშავა პრიმატებზე და არა მხოლოდ თაგვებზე (როგორც აქამდე ხდებოდა), ნიშნავს, რომ:ტექნოლოგია უსაფრთხოა რთული ორგანიზმებისთვის: მეცნიერებმა შეძლეს პროცესის ისე მართვა, რომ უჯრედებს არ დაეკარგათ თავიანთი ფუნქცია და არ გადაქცეულიყვნენ სიმსივნურ უჯრედებად.მულტი-ორგანული ეფექტი: ჩვენ შეგვიძლია ვუმკურნალოთ არა ერთ კონკრეტულ დაავადებას, არამედ თავად სიბერეს, როგორც დაავადებების მთავარ მიზეზს. განაგრძეთ კითხვა...

ბოლო სიახლეები