ხუთშაბათი, მარტი 26, 2026

ნათია თურნავა – ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტის ერთ-ერთი საწინდარი პოლიტიკური სტაბილურობაა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მაჩვენებლების შეფასებისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ის ფაქტორები განმარტა, რომლებმაც აპრილის თვეში ისტორიული, ნახტომისებური მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია.

„პირველი და უმთავრესი, ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა – ბოლოდროინდელი კვლევებიც მეტყველებს, რომ როდესაც ბიზნესი აფასებს სამომავლო გეგმებს და ინვესტიციებს იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ეკონომიკის, მთავრობის ნაბიჯების, ინვესტიციების განხორციელების მიმართ მეტი ნდობა, აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც გამყარდა ჩვენი გუნდის ძალისხმევის შედეგად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით და მთლიანად, საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის გამარჯვების შედეგად. ეს არის არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი, რატომაც გაჩნდა ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტი და ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად სწორი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეული გადაწყვეტილება, რომელმაც მოიტანა პოლიტიკური სტაბილურობა – დაწყებული იმ ნაბიჯებით, რომელმაც განამტკიცა მართლმსაჯულება, კანონი და დამთავრებული იმ კომპრომისით, რომელიც ევროპული ღირებულებების ერთგულებაზე მეტყველებს და ამან ბოლოს მოიტანა ის, რომ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას ვუბრუნდებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე რეფორმებს, რომლებიც გრძელდება და მიუხედავად პანდემიისა, არ შენელებულა. მათ შორის ნათია თურნავამ დაასახელა მსხვილი ეკონომიკური პროექტები, ასევე სახელმწიფო დახმარების პროგრამები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე განხორციელდა.

მინისტრის ინფორმაციით, მხოლოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ბოლო წელიწად ნახევარში განხორციელებული პროგრამების მიხედვით, 610 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის დაგენერირება მოხდა და ამას ემატება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული სხვა პროგრამები და პროექტები.

„კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ შევძელით ეკონომიკის გახსნა ტურისტებისა და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, რომლებიც არამარტო უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიის მეშვეობით აკეთებენ შენატანს ეკონომიკურ ზრდაში, არამედ, ზოგადად, ზრდიან მოთხოვნას ჩვენ ბაზარზე, რაც წაახალისებს ვაჭრობას, ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას, კვების ინდუსტრიას და ძალიან ბევრ დარგს. შესაბამისად, ის ფაქტორი, რომ პირველი ივნისიდან უკვე ვხსნით სახმელეთო საზღვრებს, თებერვლიდან შევძელით და გავხსენით საჰაერო საზღვრები, დავაჩქარეთ ვაქცინაცია, ტურიზმში დასაქმებული ადამიანები პრიორიტეტულად შედიან ვაქცინაციის სიაში და ვართ ერთ-ერთი უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, არის ასევე ის ფაქტორი, რომელიც მოასწავებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს მოწვევა და საქართველოს ხმის გაჟღერება პირველი ლედის ახალ ინიციატივაზე იყო კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი – მარიამ ლაშხი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა აშშ-ში საქართველოს პირველი ლედის მიწვევის ფაქტი შეაფასა.„საქართველოს მოწვევა და საქართველოს ხმის გაჟღერება პირველი ლედის ახალ ინიციატივაზე იყო კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რომელიც ჩართულია გლობალური პოლიტიკის ფორმირებაში“, - განაცხადა ლაშხმა.აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში იმყოფება. გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს და სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს და მათ დელეგაციასაც შეხვდა.

ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა

ირანმა ისრაელის მიმართულებით მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა.Times of Israel-ის ცნობით, თეირანის სამიზნე გახდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლებები.გარდა ამისა, ირანის იერიშის შედეგად დაზიანდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი სახლები.სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელზე დარტყმების დროს, სავარაუდოდ, კლასტერული საბრძოლო მასალა გამოიყენა.

რუსეთიდან ნაღდი ფულისა და ოქროს გატანის წესები გამკაცრდა

2026 წლის პირველი აპრილიდან ფიზიკურ პირებს აღარ შეეძლებათ რუსეთიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში (სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი) ნაღდი ფულის გატანა იმ ოდენობით, რომელიც აღემატება 100 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისთვის ეს აკრძალვა თანხის ოდენობაზე არ იქნება დამოკიდებული.გამონაკლისად ჩაითვლება ნაღდი რუბლების გატანა რუსეთის საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით.როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს ნაღდი ფულის გატანისას უნდა ჰქონდეთ საბანკო ამონაწერი, რაც დაადასტურებს, რომ ეს თანხა მათი ანგარიშებიდან არის განაღდებული.გარდა ამისა, 2026 წლის პირველი მაისიდან დაწესდება შეზღუდვები რუსეთიდან 100 გრამზე მეტი წონის ოქროს ზოდების გატანაზე.კერძოდ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ზოდების გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაზღვრული აეროპორტების გავლით და შესაბამისი ფედერალური უწყების ნებართვით.ფიზიკური პირებისთვის ეს შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევ ქვეყნებზე, არამედ სხვა სახელმწიფოებზეც.

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს, ერთ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყანაში სცადოს ტელევიზიის დახურვა

ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს – ერთ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყანაში სცადოს ტელევიზიის დახურვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.პრემიერის თქმით, ევროპული ბიუროკრატიის და ბრიტანეთის ხელისუფლების ასეთი უხეში გადაცდომები ეხმარება ხელისუფლებას საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია.„ჩემთვის უკვე დამდგარი შედეგია მთავარი და დამდგარი შედეგი არის ის, რომ ბოლომდე ფარდა აეხადა ყველაფერს. თუ აქამდე ფორმალურად მაინც გვესაუბრებოდნენ მაღალ მატერიებზე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ევროპელი პოლიტიკოსები, იგივე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, დღეს პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს. ერთ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყანაში სცადოს ტელევიზიის დახურვა. ეს აბსოლუტურად ფუჭად გასროლილი ტყვია იყო, მაგრამ მიზანი ჰქონდათ, რომ ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში უნდა დაეხურა ორი წამყვანი ტელევიზია, ახლა ევროპარლამენტიდან საუბარია კიდევ იმავე მცდელობაზე. ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენთვის არის შედეგის მომტანი იმ კუთხით, რომ ბოლომდე ვხედავთ ლუსტრაციას, რა მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს – აბსურდული განცხადებები, აბსურდული ჩანაწერები და აბსურდული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათელილი. არანაირი კონსტიტუციური სტანდარტი აქ არ მოქმედებს, ადამიანის ძირითადი უფლებების არანაირი საერთაშორისო სტანდარტები, საერთოდ ყველაფერი გადახაზულია. ადრე ფორმალურად თუ მაინც აცხადებდნენ, რომ ისინი პატივს სცემდნენ ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, მედიის თავისუფლებას, მედიაპლურალიზმს, ახლა პირდაპირ, უხეშად დაუპირისპირდნენ ამ ყველაფერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის.ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გვიწევდა რაღაცების მტკიცება. ასეთი უხეში გადაცდომები, რასაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან, გვეხმარება ჩვენი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია და ევროპული პოლიტიკა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. არავითარი იურიდიული სტანდარტით არათუ გამართლებაზეა საუბარი, ვერც კი აიხსნება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბრიტანულმა ხელისუფლებამ და რომლის შესახებ საუბრობს ახლა ევროპარლამენტი. მაგრამ ეს ძალიან კარგია ლუსტრაციისთვის, ამას ხედავს ქართული საზოგადოება.ბრიტანული სანქციის შემთხვევაში დავინახეთ, რომ ამას ჰქონდა ხუთდღიანი ეფექტი. როცა დაინახეს, რომ არავითარი პრაქტიკული შედეგი არ ჰქონდა ამ სანქციებს, ეს მუხტიც ჩაქრა. შეიძლება მცირე მუხტი ასწიეს 3-4 დღით, მაგრამ მეხუთე დღეს ხომ ეს მუხტი ჩაქრა. ამას ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ვოლსკი: ეკლესიის მიმართ შეტევა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმ სტრატეგიისა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ გაერთიანებულ შეთქმულთა გუნდს გააჩნია – ამას არ უნდა შევუშინდეთ, ვიხილეთ,...

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი აფასებს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელიც გლოვის დღეებშიც არ შეწყვეტილა.„ეკლესიის მიმართ შეტევა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმ სტრატეგიისა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ გაერთიანებულ შეთქმულთა გუნდს გააჩნია - გაილანძღება მეუფე შიოც, გაილანძღება ყველა, ვინც აღიარებს იმას, რომ ქვეყანა უნდა გადარჩეს, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა შესანარჩუნებელი. აქ ყველაფერი ითქმება, რომ ეს არის რუსეთის აგენტურა, რომ რუსეთზე მუშაობს ქართული ეკლესია და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ამას არ უნდა შევუშინდეთ, მით უმეტეს, როდესაც ვიხილეთ, თუ სად დგას საქართველოს მოსახლეობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები