ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

ნათია თურნავა – ბოლო წლების მოვლენებმა რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ნათლად დაგვანახა კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობა

ბოლო წლების მოვლენებმა რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ნათლად დაგვანახა კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნულ ბანკს მუდმივად უწევს გამოწვევებთან გამკლავება. 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინფლაცია კვლავაც გამოწვევად რჩებოდა, საქართველოში წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დაბალ დონეზე შენარჩუნდა.

„საქართველოში დაბალი ინფლაციისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის სახით თანხვედრა რამდენიმე წელია ნარჩუნდება, რაც ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებით და პროდუქტიულობის ზრდით აიხსნება. თუმცა კარგად გვესმის, რომ საქართველოში მცირე ზომის, ღია ტიპის ეკონომიკაა, და ამდენად, საგარეო ფაქტორების გავლენა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კონცენტრირებულები ვართ რისკების მართვაზე, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გატარებაზე, ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის შემცირებაზე, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე,“ – ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს, ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება. პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეები გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.ილია II საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

კატარის საგარეო უწყება – ირანი აგრძელებს ესკალაციას, რასაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს ჩვენი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად

კატარში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმები ქვეყნის „ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის პირდაპირი საფრთხეა“.როგორც კატარის საგარეო სამინისტროში აღნიშნავენ, „ირანი განაგრძობს ესკალაციის პოლიტიკას, რომელსაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს“.უწყებაში აცხადებენ, რომ კატარი „იტოვებს პასუხის უფლებას“ და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად.მანამდე, კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანია QatarEnergy-მა დაადასტურა, რომ რაკეტებმა რას-ლაფანის სამრეწველო ქალაქს დაარტყეს, ამ ტერიტორიაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებია განლაგებული. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ არის.

ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა – „არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, უდიდესი ძალა აქვს“

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა  მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

ალბანეთის მთავარეპისკოპოსი – ილია მეორე საქართველოს ეკლესიას სიბრძნით, მოთმინებითა და ღრმა რწმენით უძღვებოდა, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ წმინდა სინოდს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს

ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სამძიმრის წერილი გაუგზავნა.როგორც მთავარეპისკოპოსი იოანე წერილში აღნიშნავს, პატრიარქის გარდაცვალების ამბავი „ღრმა მწუხარებით“ მიიღო და ის  „უძვირფასეს ძმად და თანამოსაყდრედ“ მოიხსენია.მღვდელმთავრი იოანე გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს.მთავარეპისკოპოსის განცხადებით, პატრიარქი ილია II თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს ეკლესიას „სიბრძნით, მოთმინებითა და ღრმა რწმენით“.მისი თქმით, განსვენებული მღვდელმთავარი გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით, მართლმადიდებლური ტრადიციებისადმი ერთგულებით, მრევლისადმი სიყვარულითა და მართლმადიდებლობის ერთიანობისადმი მტკიცე თავდადებით.მთავარეპისკოპოსმა იოანემ სამძიმრის წერილში აღწერა პატრიარქის მოღვაწეობის რთული ისტორიული გარემოებებიც.„ილია II-მ ეკლესიის მართვა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში დაიწყო და საკუთარ სამწყსოს „თავდადებითა და კეთილგონიერებით“ უძღვებოდა, რამაც ხელი შეუწყო ეკლესიის აღორძინებას, ტაძრების აღდგენასა და სარწმუნოებაში დაბრუნების შთაგონებას“, – ნატქვამია წერილში.

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანი – მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ ილია მეორის განსაკუთრებულ ღვაწლს მართლმადიდებლურ სამყაროში, ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა, ანტე იოზიჩმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.სამძიმრის წერილს საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანო ავრცელებს.„თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის.პატრიარქმა ილია II-მ თავისი ნახევარსაუკონოვანი მოღვაწეობით განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართველი ერის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და საეკლესიო სტრუქტურების განვითარებას, რამაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული საზოგადოების სულიერ ბურჯად აქცია.არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა მის უწმიდესობასთან და მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ მის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს ისტორიაში, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში.თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, წმინდა მამის, პაპ ლეონ XIV-ის საქართველოში წარმომადგენლობის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, „საუკუნო განსასვენებელი დაუმკვიდრე, უფალო, და ამყოფე მარადიულ ნათელში“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები