სამშაბათი, ოქტომბერი 14, 2025

ნათია თურნავა – ბიზნესვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა

ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, სტატისტიკა უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია და დღეის მონაცემებით, 2 700-მდე განაცხადია შემოსული სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ბევრი ქვეყნიდან, საიდანაც ბიზნესვიზიტორს მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტით სურს საქართველოში ჩამოსვლა.

მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ბიზნესვიზიტორებს უფლება აქვთ, კარანტინის გარეშე, გარკვეული პერიოდულობით, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტები.

„ასეთი მიდგომა ჩვენთვის არის უსაფრთხო და გარდა ამისა, გვაძლევს საშუალებას, არ შენელდეს ბიზნესპროცესი, არ შენელდეს ინვესტორებთან ურთიერთობა. გუშინაც საქართველოს სტუმრობდა ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი შვეიცარიიდან, ცნობილი გლობალური კომპანია „შტადლერის“ პრეზიდენტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროში ვუმასპინძლეთ. საუბარი იყო საქართველოში ვაგონების წარმოების გადმოტანასა და ამოქმედებაზე. ესეც ერთ-ერთი მაგალითია, რომ ბიზნესვიზიტორების პლატფორმა საკმაოდ აქტიურად ამოქმედდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ასევე გაიმართება კიდევ ერთი ახალი პლატფორმის პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც საქართველოში ჩამოსვლას შეძლებენ გრძელვადიანი უცხოელი ვიზიტორები, ვისაც საქართველოდან დისტანციური მუშაობის სურვილი აქვს.

„ამ მიმართულებით ძალიან მაღალი ინტერესია, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან და მათგან, ვინც მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გადავიდა, რომ სწორედ საქართველო იყოს ის ადგილი, საიდანაც ისინი შეძლებენ თავიანთ კორპორაციებში მუშაობას, მაგრამ იცხოვრებენ საქართველოში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო მუჯირი – დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, ურთიერთსიძულვილით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ

დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე განაცხადა.როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, წლევანდელი სვეტიცხოვლობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს – 2026 წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან.მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს საიუბილეო დღეების აღნიშვნა.მიტროპოლიტმა ქართველი ერისადმი სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა წაიკითხა.„სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, 2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. განვლილი 17 საუკუნის განმავლობაში დიდი ისტორიის მქონე ქართველი ერი, ქრისტიანობამ სულიერი სრულყოფის გზას, ჭეშმარიტებას და ცხოვრებას, ქრისტეს აზიარა. ქრისტიანობამ მოგვმადლა შესაძლებლობა ცხონებისა, გაღმრთობისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისა. საქართველში მართლმადიდებლობის ისტორია ქართველი ერის სულიერი ისტორიაა. ერის მიერ სარწმუნოების ამგვარი შედეგია უაღრესად მყარი საფუძველი, რაც არსობრივად ვლინდება სარწმუნოებრივი ცნობიერების და ეროვნული იდენტობის განუყოფლობაში“, – ნათქვამია კომისიის მიმართვაში.სპეციალური კომისიის მიმართვის მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღნიშვნა, ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად, ქვეყნის 2000-წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენებაა.„ღვთის განგებით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს წინ უძღვის ერის ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი ეპოქის და ორი სრულიად გამორჩეული პიროვნების – წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი, რომელიც წელს, 2025 წლის 8 თებერვალს შესრულდა და წმინდა ქეთევან დედოფლის მწამებლური აღსასრულიდან 400 წლისთავი, რომელიც 2024 წლის 26 სექტემბერს აღინიშნა.საქართველოს ეკლესიის ყველა წმინდანი და სიწმინდე განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენენ ქვეყნის თვითმყოფადობის ორ უმთავრეს ნიშანს – სულიერი სრულყოფისკენ ერის დაუცხრომელ სწრაფვასა და ღვთისა და მამულისადმი თავგანწირვის საკვირველ უნარს. ამ საღვთო თვისებების წყალობით გამუდმებით ყოფნა/არყოფნის წინაშე მდგომი მცირერიცხოვანი ქართველი ერი არა მარტო გადარჩა და თვითმყოფადობა შეინარჩუნა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სულიერების და კულტურის საგანძურში.შარშან, 13 დეკემბერს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მშვიდობის შენარჩუნებისკენ. მის მიმართვაში ვკითხულობთ: „ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისთვის ზრუნვა“.დღეს ჩვენი პრობლემა ისიც არის, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული.საიუბილეო თარიღების აღნიშვნა საუკეთესო საშუალებაა სამშვიდობო მისიის აღსრულებისა და, შესაბამისად, მათ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დატვირთვა აქვთ. ბუნებრივი და კანონზომიერია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღები ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ აღნიშნოს. იმისთვის, რომ საიუბილეო დღეებმა მთელი სახელმწიფო მოიცვას, პროცესში უნდა ჩაერთონ ჩვენი მოქალაქეები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ქალაქებსა თუ სოფლებში, ოჯახებსა თუ საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, უმაღლეს თუ საჯარო სასწავლებლებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში.საიუბილეო წლის განმავლობაში განსაკუთრებით გვმართებს სარწმუნოებრივ-ეროვნული ღირებულებების და თვითმყოფადობის სავსე გაცნობიერება და მათზე დაფუძნებული ცხოვრების წესის განმტკიცებაზე ზრუნვა. ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანა. შეგვეწიოს უფალი, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ამ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული თარიღის სათანადოდ აღნიშვნა, რაც იქნება მყარი საფუძველი საზოგადოების სულიერი განმტკიცებისა და ღირსეული აწმყოსი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისა“, – ნათქვამია სპეციალური კომისიის მიმართვაში.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთ-საქართველოს საფეხბურთო მატჩს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში ჩავიდა.მიხეილ ყაველაშვილი თურქეთისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩს დაესწრება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს.საქართველოს პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე დახვდა.

შალვა პაპუაშვილი – რატომ არ გმობს ევროკავშირის ელჩი შტურმს, შარშან ჩვენი საარჩევნო ბანერები რომ დაგმო, წელს რატომ არ დაგმო იმ პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რომელსაც...

რატომ არ გმობს ევროკავშირის ელჩი პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს? როცა შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, ჰკითხეთ, შარშან ჩვენი საარჩევნო ბანერები რომ დაგმო, ვინ ეკითხებოდა? წელს რატომ არ დაგმო იმ პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რომელსაც აბარებენ რწმუნებათა სიგელს, რომელიც არის მათი მასპინძელი ამ ქვეყანაში? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, უცხოელი აქტორებისგან 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ შეფასებები არ გაკეთებულა და საინტერესოა, რატომ არ გმობენ მომხდარს?„იქ ვინც მივიდა, ყველა მივიდა ერთი მიზნით, დაემხოთ ხელისუფლება. 5-7 ათასმა ადამიანმა, ვინც იქ იდგა, ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, წავედით და ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებიო. წავიდნენ ჩასაბარებლად და დაიწყეს გასაღების ჩაბარება, პოლიციამ გამოაგდო და ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული პრეზიდენტის სასახლის ტერიტორია და ღობეში რატომ არ იყო დენი გატარებულიო. საბოლოო ჯამში, რისი თქმა უნდა ოპოზიციას ან მის მედიას – ჩვენ რომ გიჟები ვართ, ვიცით და რატომ არ გაგვაჩერეთ ნაღმებით და ტყვიამფრქვევებითო? სალომე ზურაბიშვილის მიერ პრაღაში გაჟღერებულმა საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელების გეგმა. ამიტომ არის სიჩუმე, რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს? რატომ არ გმობს ევროკავშირის ელჩი? როცა შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, ჰკითხეთ, შარშან ჩვენი საარჩევნო ბანერები რომ დაგმო, ვინ ეკითხებოდა? წელს რატომ არ დაგმო იმ პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რომელსაც აბარებენ რწმუნებათა სიგელს, რომელიც არის მათი მასპინძელი ამ ქვეყანაში? დღეს ყველა დაიმალა და კრინტი არ გვესმის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – დამხობის მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად, დამწუხრებულია და ცდილობს, გაიმართლოს თავი

დამხობის მცდელობა რომ ყოფილიყო წარმატებული, სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, ეს მცდელობა ჩავარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძემ კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ღობეები თავდასხმისთვის წინასწარ იყო მომზადებული და სცენარი, შესაძლოა, ოპოზიციის ზოგიერთი ნაწილის გამოყენებით ყოფილიყო განხორციელებული.მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი დამწუხრებულია და ახლა ცდილობს, თავი გაიმართლოს.„ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო, შეუძლიათ ილაპარაკონ, რამდენიც სურთ. მთავარია, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა. გასული ოთხი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის ხუთი მცდელობა და ხუთივე ჩავარდა. ამით, რა თქმა უნდა, დამწუხრებულია სალომე ზურაბიშვილი და ახლა ცდილობს, გაიმართლოს თავი“, –  განაცხადა კობახიძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე საქართველოს სასარგებლოდ რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა

2025 წლის 14 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. განგრძობადი ოკუპაცია“ კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს სასარგებლოდ რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.„სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები გაიზიარა და, შედეგად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საქმეზე, 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს.დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ ე.წ. დეპორტირებულების საქმეში, რომელიც რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათ მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციას 10 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილია გადაწყვეტილება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ ე.წ. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, რომლითაც აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება.აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს და სრულიად საქართველოს ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები