ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025

ნათია თურნავა: აგვისტოში ექსპორტის მაჩვენებლის ზრდის გარდა, ექსპორტის გეოგრაფიაც გაფართოვდა

„საგარეო ვაჭრობის კუთხით, კვლავაც ძალიან პოზიტიური ტენდენციაა. მთლიანობაში, რვა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.2%-ით არის გაზრდილი“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას, ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოდან ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, აგვისტოში ის 14.6% -ითაა გაზრდილი.

„გაფართოვდა გეოგრაფია, გაფართოვდა არეალი. შესაბამისად, იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით ძალიან კარგი ტემპით გაიზარდა – 25.7%“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ მედიას წლევანდელი რვა თვის ექსპორტის მონაცემების 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითი მაჩვენებელიც გააცნო.

„როგორც იცით, წლევანდელ სტატისტიკას ხშირად ვადარებთ 2019 წელს, რომელიც იყო პანდემიამდელი და წარმატებული წელი. წელს, პირველ რვა თვეში ჩვენი ექსპორტი, თუ შევადარებთ 2019 წლის შესაბამის პერიოდს, ასევე გაზრდილია 7.2%-ით. ეს ნიშნავს, რომ კვლავინდებურად გრძელდება ეკონომიკური გაჯანსაღება, ექსპორტის ზრდა პირდაპირ აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ – ეკონომიკურ ზრდაში. ეს სტიმული კვლავაც ძალიან ძლიერია და ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ძალიან კარგი შანსები გვაქვს, წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გახარია: მუნიციპალური არჩევნების და „მშვიდობიანი დამხობის“ პროვოკაციის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა მოქალაქეები

დღეს ჩვენ, პარტიამ „საქართველოსთვის“, მივიღეთ გააზრებული და პრინციპული გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ჩვენი მანდატები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ასევე პარლამენტში, რათა დავიბრუნოთ პოლიტიკური სივრცე და ვიბრძოლოთ საზოგადოებრივი აზრისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ში წერს.როგორც გახარია წერს, ახლა ყველამ ერთად უნდა მოიგოს ქართველი ხალხის გული და გონება.„2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის პროვოკაციის მცდელობის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა საქართველოს მოქალაქეები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პროპაგანდისა და რეპრესიების წინაშე, გააძლიერა მისი ავტორიტარული მმართველობა და გააღრმავა რადიკალიზაცია. ახლა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ ქართველი ხალხის გული და გონება, რათა დავიცვათ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, როგორც ამ არჩევანის ქვაკუთხედი“, – წერს გიორგი გახარია.პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ნინო ლომჯარია გიორგი გახარიას მიმართავს – ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ პარლამენტში ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული პარტია

როგორც ჩანს, თქვენი შეცდომა ბოიკოტი კი არა, „ოცნებიდან“ წამოსვლა იყო. თქვენი პოლიტიკური შედეგი კი პირადი და პარტიის ინტერესების ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება და ორ არჩევნებზე ხელოვნურად დაყოფილი ოპოზიციაა (არც სხვებს დაუკლიათ), – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.ლომჯარია ეხმაურება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.„ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ პარლამენტში ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული პარტია“, – წერს ნინო ლომჯარია.პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

ევროკავშირი დათანხმდა, რომ 2028 წლის პირველი იანვრისთვის ეტაპობრივად შეამციროს რუსული გაზის იმპორტი

ევროკავშირი დათანხმდა, 2028 წლის პირველი იანვრისთვის ეტაპობრივად შეამციროს რუსული გაზის იმპორტი.ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა ამ წინადადებას დღევანდელი მინისტერიალზე დაუჭირეს მხარი.მინისტერიალზე დაამტკიცეს გეგმა, რომლის თანახმადაც, რუსულ ნედლეულზე ეტაპობრივად უარის თქმა ახალი კონტრაქტებისთვის – 2026 წლის იანვრიდან, უკვე არსებული მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის – 2026 წლის ივნისიდან, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის 2028 წლის იანვრიდან დაიწყება.

სკოლის არდადეგების თარიღი ცნობილია

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში პირველი სემესტრი 29 დეკემბერს, დასრულდება.30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით კი ზამთრის არდადეგები იქნება.  ცნობილია, რომ სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.

ლევან სანიკიძე გახარიას პარტიაზე – გადამწყვეტ მომენტში ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ, რითაც ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა – ამ „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი...

გახარიას „ლუზერთა რაზმი“ ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა - ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან - გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის შესახებ.მისი თქმით, „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოპოზიციას დაუშვია.„გახარიას ლუზერთა რაზმი ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა. თბილისმა პანღური დაადო , „ნაცებმა“ მათივე ამომრჩევლის ნახევარი გადავურწმუნეთ, ლიდერი ემიგრაციაში გაიხიზნა - ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ. ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან - გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას. ამ „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დაგვიშვია. პარლამენტის წევრების, ფრაქციის თანამშრომლების და პარლამენტის წევრის ასისტენტების ხელფასებზე ხართ დახურდავებულები ძვირფასო თანამოქალაქეებო. „ქოცებზე“ უარესებად მიმაჩნდით და მიმაჩნიხართ გერმანიაში გაქცეული ლიდერის მოთაყვანე გოგონებო - ღიად სამშობლოს ღალატი უფრო ნაკლები საფრთხეა, ვიდრე ის ,რაც თქვენ ჩაიდინეთ.ცალკე საინტერესოა, რას ფიქრობს „ლელო“ იმ ხალხზე, რომელთან ერთად დგომასაც ფარნავაზი-ქუჯის შემდეგ ყველაზე დიდ ქართულ გაერთიანებად გვასაღებდით?“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ბოლო სიახლეები