ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024

ნათელი გახდა რისკენ მიისწრაფოდნენ რადიკალები პარლამენტში, რომ არ ყოფილიყო პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული ცესკო – გიორგი ვოლსკი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილი წევრის განცხდებაზე

„უკვე ნათელი გახდა თუ რისკენ მიისწრაფოდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობა პარლამენტში, რომ არ ყოფილიყო პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული ცესკო, ყოფილიყო პარტიული ნიშნით შერჩეული, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე. მერე გამოჩნდა თუ რისთვის იყო ეს საჭირო, რომ საბოტაჟი განეხორციელებინათ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილი წევრის, თამარ შიოლაშვილის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიიდან მიღებულ დირექტივებს ეხებოდა.

„საბოტაჟი მიმდინარეობს ახლა გარეშე პოლიტიკური ძალებისაგან, ცესკო მოწოდების სიმაღლეზეა. იმ ადამიანის განცხადება, ვინ ლაპარაკობს სიორიძის პოზიციაზე, დამოკიდებულებაზე და აქტივობებზე არ არის საფუძველ მოკლებული და რეალობას წარმოადგენს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, თამარ შიოლაშვილმა სოციალურ ქსელში პარტიიდან მიღებული დირექტივების სქრინები გამოაქვეყნა. კოალიციის საერთო ჩატის მიმოწერიდან ჩანს, რომ პარტია საოლქო კომისიის წევრებს კონკრეტულ დავალებებს აძლევს. მაგალითად, სასწრაფო დირექტივა, რომელიც როგორც მიმოწერებიდან ჩანს, გავლილია პარტიაშიც, ეხება იმას, რომ საოლქო კომისიის წევრებმა ხელი არ უნდა მოაწერონ ოქმებს. თამარ შიოლაშვილმა გუშინ ხაზარაძის კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და პარტიისგან კომისიის წევრის სტატუსიც დატოვა. მიზეზად- მითითებები და დირექტივები დაასახელა, რაც მისი თქმით, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მორალს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საჩივრების წარდგენის ვადა დასრულდა – შეტანილია 1170 საჩივარი, რაც ცესკოს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, ამ დროისთვის შეტანილია 1170 საჩივარი, რაც ცესკოს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. "საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. 2020 წელს წარმოდგენილი იქნა სულ 2054 საჩივარი, 2021 წელს 1840 საჩივარი, ხოლო წელს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლებით და იმ დადებით ტენდენციაზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ გვაქვს. ამავდროულად წარმოგიდგენთ, 2020-2024 წლებიდან გამომდინარე სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილ საჩივრებს და სტატისტიკა აქაც კლებითია. მაგალითად: სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 2020 წელს სულ წარმოადგინეს 629 საჩივარი, 2021 წელს 599, ხოლო მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში სულ წარმოდგენილია 570 - საჩივარი. რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობას, 2020 წელს წარმოდგენილ იქნა 1425 საჩივარი, 2021 წელს 1235, ხოლო მიმდინარე არჩევნებზე სულ წარმოდგენილია 600 საჩივარი,"- აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოღონდ არ მსურს, ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი ისიც აღმოჩნდეს – მიხეილ სააკაშვილი

არ მსურს, რომ ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მომეწონა, რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას. მე ვნახე, რომ ქ-ნ სალომეს არც მედვედევის მუქარა გამორჩენია მხედველობიდან. ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ზუსტად ასეთი, მოსკოვიდან მოსული ინსტრუქციების შედეგად, უკვე სამ წელზე მეტი ვიმყოფები თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით პატიმრობაში და არ მსურს, რომ ამ უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა. თქვენ რას ფიქრობთ ხალხო?“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

თუ ეს ძალიან მძიმე ბრალდებები არის უსაფუძვლო, მაშინ ამ ადამიანებმა უნდა გაგვცენ პასუხი, რას ემსახურება მათი ბრალდებები – მაკა ბოჭორიშვილი არჩევნების გაყალბების ბრალდებებზე

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს აფასებს. მისი განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. „თუ ეს ძალიან მძიმე ბრალდებები არის უსაფუძვლო, მაშინ ამ ადამიანებმა უნდა გაგვცენ პასუხი, რას ემსახურება მათი უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს საქართველოს ინტერესებს. ეს კამპანია, რომელიც რეალურად მიმართულია იქეთ, რომ არჩევნები დააზიანოს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ნაბიჯის გადადგმას”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, სისხლის სამართლის 47 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები. საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის ლიდერები უარს აცხადებენ.

“რადიკალური ოპოზიცია შემოვა თუ არა პარლამენტში, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს” – რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, იქნება თუ არა პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი, ამით არაფერი არ შეიცვლება. როგორც იონათამიშვილმა გადაცემა "დღის კურიერში" განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური სპექტრი პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი საკუთარ ამომრჩევლებს კიდევე ერთხელ გადააგდებენ. "თუ ვინმეს ჰგონია, რომ შანტაჟის ენით სახელმწიფოსთან საუბარი რაიმე სიკეთეს მოუტანს, ძალიან ცდება. რადიკალური ოპოზიცია შემოვა თუ არა პარლამენტში, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თითქოს, იყვნენ ამ ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ რით გამოირჩეოდნენ და რა გააკეთეს? ოფიციალურად, პარლამენტის წევრებად იყვნენ გაფორმებულები - რაიმე დებატებში მიიღეს მონაწილეობა, საკითხების განხილვის დროს ჰქონდათ საკუთარი აზრი და ინიციატივები, საპარლამენტო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი? კოვიდი იყო, ჯანდაცვის მინისტრი იყო მოსული და დარბაზში ვერცერთი ოპოზიციური სპექტრი ვერ ვნახეთ. შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციაზე დაიბარეს, იმ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და არ დაესწრნენ. აქედანაც ჩანს, რომ ისინი იქნებიან თუ არა, ამით არაფერი შეიცვალა. უბრალოდ, ერთი ის გავიგეთ, რომ რეალურად პუფები აღმოჩნდნენ. პუფები შემოვლენ თუ არა პარლამენტში დემოკრატიულ პრინციპზე რამენაირად აისახება?! რა თქმა უნდა, არა. ჩვენთვის მთავარი არის, რომ გავაძლიეროთ საქართველოს პარლამენტი, მათ შორის, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები. ის პრინციპები, რაც დემოკრატიული პრინციპების განვითარებისთვის არის აუცილებელი და ეს ასეც იქნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე და დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე. ერთადერთი რამ იქნება, თუ ისინი არ შემოვლენ საქართველოს პარლამენტში - კიდევ ერთხელ გადააგდებენ საკუთარ ამომრჩეველს. ამ ამომრჩეველს მოვუწოდებ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ნამდვილად ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის არის, კარგად დაფიქრდნენ იმსახურებს თუ არა ასეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დეზინფორმაციაზე და ტყუილზე აგებს საკუთარ საქმიანობას, არა თუ საქართველოს პარლამენტში იყოს, არამედ საერთოდ ქართულ პოლიტიკაში იყოს თუ არა", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ზაალ მიქელაძე ფრანგი ევროპარლამენტარის განცხადებაზე: ასეთია გონიერი ევროპა , „როთების“ საპირწონედ

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ზაალ მიქელაძე ფრანგი ევროპარლამენტარის ტიერი მარიანის განცხადებას „საქართველო არც პრორუსია და არც პროევროპული, მან მისცა ხმა პროსაქართველოს“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს „ეს ქვეყანა არ იყიდება ,,რუბლებზე" და არ იცვლება ,,ევრო/დოლარზე“. „დამნახავი - დაინახავს... გამგონი - გაიგონებს... ასეთია გონიერი ევროპა ,,როთების" საპირწონედ. ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს მკვიდრთა ოცნების ასრულებას. ეს ქვეყანა არ იყიდება ,,რუბლებზე" და არ იცვლება ,,ევრო/დოლარზე,“ - წერს ზაალ მიქელაძე.

ბოლო სიახლეები