შაბათი, მარტი 29, 2025

“მჯერა, ძალიან მალე გვექნება ცეცხლის სრული შეწყვეტა” – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეები მალე მიაღწევენ. დონალდ ტრამპის თქმით ხელშეკრულების მოსამზადებლად მოლაპარაკებები, რუსეთთან და ომში მყოფ ქვეყანასთან აქტიურად მიმდინარეობს. 47-ე პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ამერიკა ამ პროცესში მონაწილეობს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და ომის მონაწილე ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენაა.

“მჯერა, ძალიან მალე გვექნება ცეცხლის სრული შეწყვეტა, შემდეგ კი გვექნება სამშვიდობო ხელშეკრულება, რაზეც ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მიწების გაყოფასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით ახლა, ამ წუთებში მიმდინარეობს მსჯელობა. ვფიქრობ, ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმების ძირითადი ჩარჩო.

მე ამ პროცესში ორი მიზეზის გამო ვმონაწილეობ. პირველი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ათასობით ახალგაზრდა ადამიანი, რომლებიც იღუპებიან. ისინი ამერიკელები არ არიან – რუსები და უკრაინელები არიან, რომლებიც ყოველ კვირა ომს ეწირებიან; მეორე კი სულს ეხება, – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბაიდენის გამო, 350 მილიარდი დოლარი გადაიხადა ომში, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, თუ კომპეტენტური პრეზიდენტი გვეყოლებოდა,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პრემიერი: ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და მუსლიმ თემთან ერთად ვქმნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანაა, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და ერთად ვქმნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. გასული 10 წლის განმავლობაში მუსლიმ თემს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა 250-ზე მეტი მეჩეთი, ასევე დაფინანსების სახით მთავრობისგან გამოეყო 35 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსლიმი თემის წვლილს საქართველოს განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოს შესახებ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პრესკონფერენციაზე საქართველოზე დასმულ შეკითხვაზე პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ შეკითხვას დაუბრუნდება და პასუხი ექნება.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს შეკითხვა დაუსვეს, ჰქონდა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან. საპასუხოდ ტემი ბრიუსმა აღნიშნა, რომ ამ კითხვას დაუბრუნდებოდა.„მე მსურს ამაზე გიპასუხოთ. ჩვენ ამას დავუბრუნდებით და თქვენთვის პასუხი გვექნება“, – აღნიშნა ტემი ბრუსმა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით ტემი ბრიუსს აღარ უსაუბრია.

გუგეშაშვილის პაოკ-ში ტრანსფერი „პანსერაიკოსმა“ ოფიციალურად დაადასტურა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი პაოკ-ში გადავა – ტრანსფერი ოფიციალურად ქართველის ამჟამინდელმა კლუბმა, „პანსერაიკოსმა“ დაადასტურა.„სალონიკის გუნდმა დაასრულა 25 წლის მეკარის ტრანსფერზე მუშაობა, რომელიც ახალი სეზონიდან 2028 წლის ზაფხულამდე პაოკ-ში ითამაშებს. ქართველი მეკარე „პანსერაიკოსში“ შესანიშნავ სეზონს ატარებს და ეს ყველაფერი კარგი ტრანსფერით დაასრულა“, – წერია sport-fm.gr-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც კლუბის პოზიციაა დაფიქსირებული.„ლუკა გუგეშვილი ახალი სეზონიდან პაოკ-ში ითამაშებს. გარიგება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გააქტიურდება, მანამდე კი ქართველი მეკარე „პანსერაიკოსის“ კარის დაცვას ისეთივე წარმატებით გააგრძელებს, როგორც აქამდე აკეთებდა. ლუკა გუგეშაშვილი ჩვენს გუნდში 2024 წლის ზაფხულში „ყარაბაღიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. ის საქართველოს ნაკრების წევრია, რომელმაც გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე პლეი ოფში ითამაშა“, – წერია „პანსერაიკოსის“ განცხადებაში.ლუკამ საბერძნეთის სუპერლიგაში „პანსერაიკოსის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, კარი „მშრალად“ ოთხჯერ შეინარჩუნა.

„პოლიტიკო“ – ევროპელი დიპლომატები კაია კალასს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა

ევროპელი დიპლომატები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელს, კაია კალასს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გამოცემა წერს, რომ კაია კალასი კრიტიკის ობიექტია რუსეთის წინააღმდეგ ძალიან აგრესიული გამოსვლის და აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიმართების გამო.„პოლიტიკოს“ ცნობით, კაია კალასის პრობლემები პირველივე დღიდან დაიწყო, როდესაც კიევში მიმავალმა დაწერა, რომ ევროკავშირს სურს უკრაინამ ომში გაიმარჯვოს. გამოცემის თანახმად, ევროკავშირის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირის თქმით, ისინი თავს უხერხულად გრძნობენ, რომ ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის ხელმძღვანელმა, სამუშაოზე ერთი დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში თავი თავისუფლად იგრძნო, გადაელახა ის, რაც მათ მიაჩნიათ დამკვიდრებულ ენად.„ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.როგორც „პოლიტიკო“ წერს, ზემოხსენებულმა დიპლომატმა, ასევე ევროკავშირის ცხრა სხვა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა კალასის სამსახურში მუშაობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში გადაცომებზე მიუთითეს. „პოლიტიკო“ წერს, რომ მომდევნო თვეებში ეს შეშფოთება გაიზარდა, მათ შორის, კალასის აგრესიულ დამოკიდებულებაზე რუსეთთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, განსაკუთრებით ესპანეთი და იტალია არ იზიარებენ კალასის შეფასებას მოსკოვის, როგორც ევროკავშირის გარდაუვალი საფრთხის შესახებ.„თუ მას მოუსმენთ, ჩანს რომ ჩვენ ომში ვართ რუსეთთან, ეს კი არ არის ევროკავშირის ხაზი“, – განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.

არ შეიძლება, ადამიანთა გაერთიანებას პოლიტიკური პარტია ეწოდოს, როდესაც ისინი ერთი სცენარით მოქმედებენ და ამ სცენარის საერთო სახელი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ დესტაბილიზაციის პროცესების განვითარება...

არ შეიძლება ადამიანთა გაერთიანებას პოლიტიკური პარტია ეწოდოს და ჰქონდეს საშუალება იმუშაოს საქართველოში, იყოს რეგისტრირებული, როგორც პოლიტიკური პარტია, როდესაც ისინი ერთი სცენარით მოქმედებენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.„არ შეიძლება ადამიანთა გაერთიანებას პოლიტიკური პარტია ეწოდოს და ჰქონდეს საშუალება იმუშაოს საქართველოში, იყოს რეგისტრირებული, როგორც პოლიტიკური პარტია, როდესაც ისინი ერთი სცენარით მოქმედებენ. ამ სცენარის მთავარი სახელი, საერთო სახელი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ დესტაბილიზაციის პროცესების განვითარება საქართველოში იმ მიზნით, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ამ დანთებულ ცეცხლს მსოფლიოში და უბედურებას შემოიტანს საქართველოში. ამას უნდა ჰქონდეს მძლავრი ანალიტიკური და სამართლებრივი შეფასებები და აქედან გამომდინარე უნდა ჰქონდეს რესურსი იმისათვის, რათა მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.სახელისუფლებო გუნდმა „ნაციონალური მოძრაობის“ არა კონსტიტუციურად ცნობის პროცესი დაიწყო. მზადება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ვიდრე ისტორიული დავა დაიწყება, მანამდე მომზადდება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წესდების მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიებისთვის საქმიანობას კრძალავს.

ბოლო სიახლეები