შაბათი, ოქტომბერი 10, 2026

“მძულს 21 იანვარი… ნეტა სად წახვედი, ადამიანო“ – ინგა გრიგოლია ემოციურ მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ლევან ჩხაიძის, იგივე ჯაკოს გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა.

აღნიშნულ თარიღს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება:

“მძულს 21 იანვარი- ჯაკოს გარდაცვალების დღეა

ნეტა სად წახვედი, ადამიანო“, – წერს ინგა გრიგოლია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „German-Georgian Student Conference (GGSC) – 2026“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - „German-Georgian Student Conference (GGSC) – 2026“, გაიხსნა. ღონისძიება მიზნად ისახავს ქართულ-გერმანული აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტური სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობის გაფართოებას.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, კონფერენცია გახსნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, დამსწრე საზოგადოებას კი მისასალმებელი სიტყვით დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორმა მარიო ნოიგებაუერმა მიმართა. ღონისძიება აერთიანებს ორი ქვეყნის სტუდენტებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რომელთათვისაც საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა ცოდნის გაზიარების, კვლევითი გამოცდილების ურთიერთგამდიდრებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, „German-Georgian Student Conference’ ქართულ-გერმანული აკადემიური თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც საქართველოსა და გერმანიის სტუდენტებს, მკვლევრებსა და აკადემიურ საზოგადოებას საერთო სამეცნიერო სივრცეში აერთიანებს. მისი მიზანია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ საკუთარი კვლევები, გაუზიარონ ერთმანეთს სამეცნიერო გამოცდილება, განიხილონ აქტუალური საკითხები და დაამყარონ პროფესიული კონტაქტები საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების მიზნით.„თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემაში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ცოდნის ინტერნაციონალიზაცია, კვლევითი გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა აკადემიურ გარემოში ჩამოყალიბებული მიდგომების ურთიერთშეჯერება ხელს უწყობს როგორც სტუდენტთა სამეცნიერო კომპეტენციების განვითარებას, ისე უნივერსიტეტებს შორის მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამ თვალსაზრისით, GGSC ქმნის შესაძლებლობას, სტუდენტებმა საკუთარი აკადემიური საქმიანობა საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ, მიიღონ განსხვავებული კვლევითი გამოცდილება და გააფართოონ პროფესიული ურთიერთობების არეალი.III საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები სხვადასხვა მიმართულებით. მონაწილეები აკადემიურ საზოგადოებას საკუთარ კვლევებსა და მიღებულ შედეგებს გააცნობენ, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო დისკუსიის განვითარებას, კვლევითი ინტერესების წარმოჩენასა და ახალი იდეების ჩამოყალიბებას. კონფერენციის ფორმატი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა კვლევით საქმიანობას დაუკავშირონ.სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები უმაღლესი განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ისინი ხელს უწყობს კვლევაზე ორიენტირებული აკადემიური კულტურის ჩამოყალიბებას. სამეცნიერო ნაშრომის მომზადება და წარდგენა მოითხოვს საკვლევი პრობლემის განსაზღვრას, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებას, არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებასა და მიღებული შედეგების აკადემიური სტანდარტების შესაბამისად წარმოჩენას. საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული პროცესი დამატებით მნიშვნელობას იძენს, რადგან განსხვავებული აკადემიური გამოცდილების მქონე მონაწილეებთან კომუნიკაცია კვლევითი საკითხების მრავალმხრივ გააზრებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის საფუძველს ქმნის“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.სტუ-ის ინფორმაციით, 2026 წლის კონფერენციაში მონაწილეობს დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის 10 სტუდენტი და ორი პროფესორი. კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება. კონფერენციის კრებულის გამოცემა დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში განხორციელდება, რაც ქართველი და გერმანელი სტუდენტების კვლევითი შედეგების საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოჩენას და მათი ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს. სამეცნიერო ნაშრომების კრებულში გაერთიანება ახალგაზრდა მკვლევრებს საკუთარი კვლევითი საქმიანობის დოკუმენტირების, შედეგების გაზიარებისა და აკადემიური კომუნიკაციის გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ნაშრომების საერთაშორისო აკადემიურ გარემოში გამოქვეყნება სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.GGSC-ის მნიშვნელობა სტუდენტური ნაშრომების წარდგენითა და სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებით არ შემოიფარგლება. კონფერენცია საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობასა და ახალი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პარტნიორობების ჩამოყალიბებასაც ემსახურება. უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო კავშირების განვითარება ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების მიმოცვლას, კვლევითი მიმართულებების გაფართოებასა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.

ირაკლი კობახიძე – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური, პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნას შეეხებოდა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა.„ჩვენ, თავის დროზე, გახსოვთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ, რამხელა კამპანია მოჰყვა ამ ყველაფერს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სანქციების შემსუბუქება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ“, – აღნიშნა პრემიერმა.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში, რომელიც 12-18 ოქტომბერს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართება.ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.შედგება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან. ლაშა ხუციშვილი, მონაწილეობას მიიღებს სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, ასევე, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (Constituency) შეხვედრაში.დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დონორი ორგანიზაციების, სარეიტინგო და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დელეგაციაშია ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. ორმხრივი შეხვედრების გარდა, იგი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრისა (CCAMTAC) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) შეხვედრებში.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი – გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას აძლევს

გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა. წელს, ფესტივალის 10 წლის იუბილე აღინიშნა და ტრადიციულად, გურჯაანში, ახტალის პარკში გაიმართა. საიუბილეო წლის მთავარი გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობა“ იყო, რომელიც 8000-წლიან ქართულ მეღვინეობასა და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამდა ხაზს.„ვულოცავ გურჯაანის ღვინის ფესტივალს 10 წლის იუბილეს. წლების განმავლობაში ფესტივალი მნიშვნელოვან ტრადიციად ჩამოყალიბდა და ქართველი მეღვინეების, მევენახეებისა და მეწარმეებისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის, მომხმარებელთან შეხვედრისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათი ბიზნესის განვითარებას. წელს, ფესტივალზე 500-ზე მეტი მეწარმეა წარმოდგენილი, რაც ღონისძიების მასშტაბურობასა და მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ფესტივალი უამრავ ქართველ და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს და კახეთს შემოდგომის პერიოდში განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რეგიონის სტუმართმასპინძლობის ტრადიციას და ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციასა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.გურჯაანის ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მეღვინეობის განვითარებასა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ემსახურება. ღონისძიება სხვადასხვა რეგიონის მეღვინეებსა და ღვინის მწარმოებლებს აერთიანებს და სტუმრებს ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქვევრის ღვინის, როგორც UNESCO-ს მიერ აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის, პოპულარიზაცია, ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის, განვითარების ხელშეწყობა და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ცნობადობის გაზრდა.ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო და სხვა სასმელები, გაცნობოდნენ ადგილობრივ პროდუქციასა და ტრადიციული რეწვის ნიმუშებს. ღონისძიების პროგრამა ასევე მოიცავდა ეთნოგრაფიულ და მეწარმეობის სივრცეებს, კულინარიულ მასტერკლასებს, თათარაობას, კახური მწვადის კუთხესა და სომელიეთა შოუს.ფესტივალი წლების განმავლობაში ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის, მეღვინეების მხარდაჭერისა და მცირე მარნების წარმოჩენის მნიშვნელოვან სივრცედ ჩამოყალიბდა. ღონისძიება ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეობის გაძლიერებას, ღვინის ტურიზმის განვითარებასა და საქართველოს მდიდარი კულტურული ტრადიციების წარმოჩენას.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ოქროს ბურთს კვარაცხელია იმსახურებს“ – ფაბიო კანავარო

იტალიის ნაკრების ლეგენდარული მცველი ფაბიო კანავარო, რომელიც ამჟამად უზბეკეთის ნაკრებს წვრთნის, აცხადებს, რომ „ოქროს ბურთს“ წელს ხვიჩა კვარაცელია იმსახურებს.„კარგი მეხსიერება მაქვს და მხოლოდ ბოლოდროინდელი შედეგების მიხედვით არ ვმსჯელობ. ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონში საფეხბურთო თვალსაზრისით ყველაზე დიდი გავლენა კვარაცხელიას ჰქონდა.

ბოლო სიახლეები