სამშაბათი, ნოემბერი 5, 2024

მძიმე ავარია წყნეთის გზაზე – რა ხდება შემთხვევის ადგილას

მძიმე ავარია მოხდა ავარია წყნეთის გზაზე.

შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

3 111 უბანზე კომისიის 25 ათასმა ოპოზიციონერმა წევრმა სულ 9 განსხვავებული აზრი დაწერა – შალვა პაპუაშვილი

3 111 უბანზე კომისიის 25 ათასმა ოპოზიციონერმა წევრმა სულ 9 განსხვავებული აზრი დაწერა, - განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. „დღეს ბევრს საუბრობენ, რომ თითქოს დარღვევების რაოდენობა იყო მაღალი. სინამდვილეში თუ ჩავხედავთ რამდენი საჩივარი დაიწერა საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა დონეზე, ვნახავთ, რომ 2020 წელს ეს თუ იყო 2 054 საჩივარი, წელს კი 1 170 ჯამში საჩივარი დაიწერა. შეგახსენებთ, რომ საჩივრების დიდი რაოდენობა დასრულების შემდეგ დაიწერა. საინტერესოა, რომ 3 111 უბანზე, სადაც ოპოზიციას ჯამში 25 ათასი კომისიის წევრი ჰყავდა, შემაჯამებელ ოქმზე სულ 9 შემთხვევაში დაიწერა განსხვავებული აზრი. ესეც უჩვენებს, სინამდვილეში რა აქვთ რეალურად ხელმოსაჭიდი, იმის საპირწონედ, რასაც ვისმენთ ტელევიზიაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტიზებული მოსამართლე სადღაც მაინც შემორჩენილა. ხუჭუა იმასაც ვერ მიხვდა, რომ მან განაჩენი რეალურად ამერიკელებს გამოუტანა – თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ხომ არ აჯობებდა, რომ მოსამართლის ამ უსამართლო განაჩენზე და ოპოზიციის სპეკულაციებზე თავად ამერიკელებს გაეკეთებინათ განცხადება?“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ მოსამართლე ხუჭუამ განაჩენი ამერიკელებს გამოუტანა, რადგან ხმის მთვლელი აპარატები სწორედ ამერიკელებს ჩამოტანილი და დამონტაჟებულია, მეტიც ისინი თავად ესწრებოდნენ დატესტვის პროცესს. თამარ ჩიბურდანიძეს თქმით, თუკი აპარატს და მარკერს ხარვეზი ჰქონდა, ეს აპარატების დატესტვის პროცესში თავად ამერიკელებს უნდა აღენიშნათ. მისი თქმით, გასაკვირია, რატომ გახდა ამერიკელების მიერ შემოთავაზებული მეთოდიკა და მათი აპარატი სასამართლო დავის საკითხი. „გვეგონა პოლიტიზებული სასამართლო წარსულს ჩავაბარეთ, თურმე სადღაც მაინც შემორჩენილა. გუშინ გურჯაანის მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ისეთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა სასამართლო დარბაზში, თავად გახადა პოლიტიკური საკუთარი გადაწყვეტილება. აღარაფერს ვამბობთ მისი მეუღლის პოლიტიკურ აქტიურობაზე, რის გამოც იურისტები საუბრობენ, რომ მას აცილება უნდა გაეკეთებინა. გარდა ამისა, ხუჭუა ვერ მიხვდა, რომ მან განაჩენი რეალურად ამერიკელებს გამოუტანა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ხმის დამთვლელი აპარატები ამერიკელებმა ჩამოგვიტანეს, დაგვიმონტაჟეს და ყველა ატრიბუტიკაც მათ შეარჩიეს, ოპოზიციასთან ერთად. უფრო მეტიც, გატესტვასაც თავად ესწრებოდნენ. რა მოხდა? მაშინ მარკერები კარგად ვერ აფერადებდნენ და მხოლოდ არჩევნებზე გაივსო მელნით? რატომ არავინ არ აღნიშნა მაშინ ეს ხარვეზად და არ შეცვალეს ქაღალდი? რატომ მოხდა, რომ მათ მიერ ვიზირებული მეთოდი დღეს სასამართლოებში განხილვის საგანი გახდა? ხომ არ აჯობებდა, რომ მოსამართლის ამ უსამართლო განაჩენზე და ოპოზიციის სპეკულაციებზე თავად ამერიკელებს გაეკეთებინათ განცხადება?“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ვატო შაქარიშვილი – სამწუხაროა, რომ ადეიშვილი-გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი ვლადიმერ ხუჭუა დღემდე მოსამართლეა, დავალებამ არ დააყოვნა საელჩოდან და ხუჭუამ გაკოტრებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო

2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროკურატურაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ნაცაქტივისტი მეუღლით, ცხადია, ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ეხმაურება. „ყველას გვახსოვს აშშ-ის საელჩოში დაბარებული მოსამართლეები. ასევე, კანონიერი განაჩენის გამო (მათ შორის ისეთი განაჩენის, რომელიც სტრასბურგმაც დაადასტურა) დასჯილი და დასანქცირებული მოსამართლეები. ასევე, ვნახეთ USAID-ის თუ სხვა ევრო-ამერიკული ფონდების მიერ წახალისებული მოსამართლეები, რომლებიც სისტემაში ჰყავთ ჩანერგილი და საჭირო მომენტში აამოქმედებენ ხოლმე. სამწუხაროა, რომ ვლადიმერ ხუჭუა, ეს ადეიშვილისა და გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი, დღემდე მოსამართლეა! რთული წარმოსადგენი არ არის, რა დონის ბინძური საქმეები აქვს შესრულებული, რომ სააკაშვილისგან ღირსების ორდენიც კი დაუმსახურებია! 2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროკურატურაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ნაცაქტივისტი მეუღლით, ცხადია, ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა! დავალებამაც არ დააყოვნა საელჩოდან და ხუჭუამ გაკოტრებულ, დამარცხებულ, გამარგინალებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო!!!“, – წერს ვატო შაქარიშვილი „ფეისბუქზე“.

ლევან ქარუმიძე ტარიე ჰელანდის მიერ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე: დეზინფორმაცია არჩევნების შედეგების კიდევ ერთი არ ამღიარებლისგან

“დეზინფორმაცია არჩევნების შედეგების კიდევ ერთი არ ამღიარებლისგან, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, სადაც ოკუპირებული რეგიონები ნაცრისფრად არის გამოყოფილი. „დეზინფორმაცია არჩევნების შედეგების კიდევ ერთი არ ამღიარებლისგან. თურმე „ქართულმა ოცნებამ“ პრეზენტაციაზე „ცარიელი თეთრი კვადრატი“ წარადგინა. ეს პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით გაეგზავნა სრულიად ქართულ მედიას. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაციის სქრინი. როგორც ჩანს, კამერებს უჭირთ ნაცრისფერის აღქმა თეთრ ფონზე“, – წერს ლევან ქარუმიძე X-ზე. ოპოზიციის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის მიერ გამართულ ბრიფინგზე, ერთ-ერთ სლაიდში საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ნაცრისფრად არის აღნიშნული იმის საილუსტრაციოდ, რომ ამ რეგიონებში, ოკუპაციის გამო, “ქართულ ოცნებას” დელეგატები არ ჰყოლია, ამ სლაიდს ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა.

დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ისეთი დიდი უპირატესობით აირჩიონ, რომ გაყალბება შეუძლებელი იყოს

დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ისეთი დიდი უპირატესობით აირჩიონ, რომ გაყალბება შეუძლებელი იყოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ერთ-ერთ ე.წ. მერყევ შტატში, სამხრეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 5 ნოემბერი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მხარდამჭერებთან ერთსაათიანი სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა დაპირებები მექსიკასთან აშშ-ის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ. „ჩვენ კვლავ ვიქნებით თავისუფალი და ამაყი ერი. ყველა ოჯახი გაძლიერდება და ყოველი დღე იქნება სავსე შესაძლებლობებით, იმედითა და თავად ამერიკული ოცნებით“, – განაცხადა ტრამპმა. ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარდამჭერებს, „დაითხოვონ კამალა“. „ამ არჩევნებში თქვენი ხმით შეგიძლიათ, ერთხელ და სამუდამოდ აჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა მათ არ ეკუთვნით, ეს ქვეყანა თქვენ გეკუთვნით. სწორედ თქვენნაირი მშრომელი პატრიოტები გადაარჩენენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები