ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026

მძიმე ავარია მარნეულში – დაღუპულია 23 წლის ახალგაზრდა

მარნეულში, სოფელ სადახლოში მძიმე ავარია მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მოქმედი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის - Vinifera EuroMaster-ის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ევროპელმა პარტნიორებმა განიხილეს დარგის სამეცნიერო განვითარების თანამედროვე ტენდენციები, გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას და იმსჯელეს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაში შვიდი ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა. პარტნიორებს შორის იყვნენ მონპელიეს აგროინსტიტუტი (L’Institut Agro Montpellier, საფრანგეთი), შანგენის მევენახეობისა და ენოლოგიის უმაღლესი სკოლა (Changins Haute École de Viticulture et Œnologie, შვეიცარია), ტურინის უნივერსიტეტი (Università degli Studi di Torino, იტალია), გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი (Hochschule Geisenheim University, გერმანია), ლისაბონის უნივერსიტეტის აგრონომიის უმაღლესი ინსტიტუტი (Instituto Superior de Agronomia, Universidade de Lisboa, პორტუგალია), მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Universidad Politécnica de Madrid, ესპანეთი) და უდინეს უნივერსიტეტი (Università degli Studi di Udine, იტალია). დელეგაციას ხელმძღვანელობდა მონპელიეს აგროინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, პროფესორი პატრის ლალემანი.შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებსა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების როლზე მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორთა ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და გავაფართოოთ ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივები. ამ პარტნიორობის განსაკუთრებული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ იგი ხელს უწყობს ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების თანამედროვე ევროპულ სამეცნიერო ცოდნასთან დაკავშირებას და ქმნის საფუძველს დარგის განვითარებისათვის საჭირო ახალი კომპეტენციების ჩამოყალიბებისთვის.ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამშრომლობა კონკრეტულ აკადემიურ და სამეცნიერო შედეგებში აისახოს, ხელი შეუწყოს ცოდნის გაცვლას, თანამედროვე კვლევითი მიდგომების დანერგვასა და სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ევროპელ კოლეგებთან უშუალო შეხვედრები, სასწავლო და კვლევითი გარემოს გაცნობა და თანამედროვე სამეცნიერო საკითხებზე მსჯელობა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, კონსორციუმთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირებს და ხელს შეუწყობს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის განცხადებით, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან მათ თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.„მსგავსი საერთაშორისო შეხვედრების მთავარი ღირებულებაა ის, რომ მათი შედეგები უშუალოდ აისახება სტუდენტების განათლების ხარისხსა და პროფესიულ განვითარებაზე. Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორებთან თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ევროპული მევენახეობა-მეღვინეობის თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს, დარგში დანერგილ ინოვაციურ მეთოდებსა და პრაქტიკულ მიდგომებს. პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების მიერ ჩატარებული ლექციები და გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს სტუდენტებში ანალიტიკური აზროვნების, კვლევითი უნარებისა და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომავალ სპეციალისტებს ჰქონდეთ არა მხოლოდ მყარი თეორიული ცოდნა, არამედ საერთაშორისო პროფესიულ გარემოში საქმიანობისთვის აუცილებელი უნარებიც. სწორედ ასეთი თანამშრომლობით იქმნება საფუძველი, რომ სტუდენტებმა ევროპული გამოცდილება ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციებს დაუკავშირონ და დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ“, - განაცხადა ლიანა თარგამაძემ.ვიზიტის ფარგლებში კონსორციუმის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ. ცენტრის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ, სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები გააცნო.დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ბაზაზე დაცული ვაზის კოლექცია, კვლევითი ლაბორატორიები და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე. ვიზიტის ფარგლებში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაციაც გაიმართა, რამაც სტუმრებს ქართული ვაზის გენეტიკური მრავალფეროვნებისა და ადგილობრივი ენოლოგიური ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.კონსორციუმის პარტნიორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსაც ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს მევენახეობა-ენოლოგიის, სურსათისა და მიკრობიოლოგიის სასწავლო ლაბორატორიები, აგრეთვე ფაკულტეტის ტერიტორიაზე არსებული რძისა და ღვინის სასწავლო-საწარმოო სივრცეები. სტუმრები გაეცნენ ფაკულტეტის საგანმანათლებლო გარემოსა და იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც სტუდენტების პრაქტიკული მომზადებისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას ემსახურება.ვიზიტის აკადემიური პროგრამის ფარგლებში კონსორციუმის პარტნიორმა პროფესორებმა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოებისათვის ლექციები წაიკითხეს თემაზე - „უკანასკნელი სიახლეები ევროპული ვაზისა და ღვინის მეცნიერებებში“.

სგპ ,,სადახლო – საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,სადახლო-საავტომობილო“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, შეეცადა ფეხსაცმელებსა და წინდებში განთავსებული 1 707 გრამი ოქროს სხვადასხვა ზომის სხმულები საქართველოს საზღვარზე მალულად შემოეტანა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 576 585 ლარი შეადგინა.საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ყოველთვის იდგა ურთულესი დაბრკოლებების წინაშე და სწორედ გონივრული პოლიტიკით, თავდაუზოგავი შრომით აღწევდა ისტორიულ გამარჯვებებს

პატივცემულო მეცნიერებო, გილოცავთ უმნიშვნელოვანეს თარიღს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების ოთხმოცდამეხუთე წლისთავს, ეს იუბილე ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური მემკვიდრეობის, მისი გონებრივი პოტენციალისა და პროგრესისკენ სწრაფვის სიმბოლოა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მეცნიერება თავისი არსით არის ადამიანის მიერ იმ ღვთიური კანონზომიერებების ამოკითხვისა და წვდომის მცდელობა, რომლებიც სამყაროს უდევს საფუძვლად.„შესაბამისად, ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა ადამიანს კიდევ უფრო აახლოებს შემოქმედთან. მეცნიერების განვითარებამ ფუნდამენტური როლი შეასრულა კაცობრიობის ევოლუციაში, რადგან ნათლად დაგვანახა, რომ სამყაროს შეცნობა და ჩვენი ყოფიერების უკეთესობისკენ გარდაქმნა ადამიანის ხელთ არსებული, რეალური შესაძლებლობაა. მეცნიერება არ არის მხოლოდ აკადემიურ წრეებსა თუ ლაბორატორიებში მიმდინარე დახურული პროცესი, ის უშუალოდ ქმნის იმ რეალობას, რომელშიც ყოველდღიურად ვარსებობთ. მეცნიერება ერთდროულად ორი ფუნდამენტური მიმართულებით ცვლის ჩვენს სამყაროს: ერთი მხრივ, ტექნოლოგიური პროგრესის სახით, ის უწყვეტად გარდაქმნის და აუმჯობესებს ჩვენს ყოფით გარემოს, ხოლო მეორე მხრივ, მუდმივად ავსებს და აფართოებს ადამიანთა წარმოდგენას სამყაროზე. მცირე ერებში სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია სპეციფიკურ, ხშირად რთულ გამოწვევებთან. ეს შეიძლება იყოს შეზღუდული ფინანსური რესურსები, მასშტაბური კვლევითი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და ე.წ. ტვინების გადინების მუდმივი საფრთხე. შესაბამისად, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მეცნიერებაში წარმატების მიღწევა ნიშნავს უწყვეტ ბრძოლას გლობალურ, უთანასწორო კონკურენციაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ყოველთვის იდგა ურთულესი დაბრკოლებების წინაშე და სწორედ გონივრული პოლიტიკითა და თავდაუზოგავი შრომით აღწევდა ისტორიულ გამარჯვებებს.„ჩვენი წარსული გამოცდილება გვასწავლის, რომ საქართველო ყოველთვის იდგა ურთულესი დაბრკოლებების წინაშე და სწორედ გონივრული პოლიტიკითა და თავდაუზოგავი შრომით აღწევდა ისტორიულ გამარჯვებებს. დღესაც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ თუ ერის ინტელექტუალური ვექტორი და სახელმწიფოს ხედვა ერთიანი ეროვნული მიზნისკენ მიიმართება, ჩვენ თანამედროვეობის ურთულეს გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ. დღევანდელი გლობალური კრიზისები, თავისი არსით, გარკვეულწილად მეცნიერებასა და პროცესების სიღრმისეულ გააზრებსაც ეხება. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სახელმწიფოები არ ფლობენ დიდ მატერიალურ რესურსს, ჩვენი სურვილია, აქტიური და პოზიტიური როლი ვითამაშოთ გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კრიზისების დაძლევის საქმეში. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი უმთავრესი გზაა, საქართველო იქცეს საერთაშორისო მასშტაბის ინტელექტუალური მიზიდულობის ცენტრად — სივრცედ, სადაც სამეცნიერო პროცესი ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევების გადაჭრის გზებს შესთავაზებს. ეს კი პირდაპირ უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოს მდგრად განვითარებასა და მშვიდობიან მომავალს. 85 წელი დიდი და საამაყო ისტორიაა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოიარა რთული გზა, გამოზარდა თაობები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას. დღეს ჩვენი, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ იუბილეს, ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა – ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.„მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემს სიმართლეში გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიდგა გვერდით და ეტყობა, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ.მე ამათთან არანაირ გარიგებაზე და რაღაც საპროცესოზე არ წავიდოდი, ეს გამორიცხული იყო. ეს საქმე წავიდოდა სტრასბურგში და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში და ბატონი ზაზას მაღალმა პროფესიონალიზმმა, მოიტანა ეს შედეგი. დიდი მადლობა თქვენც, ყველას ვინც, გვერდით მედექით", - აღნიშნა დიტო ჩუბინიძემ „ნეტგაზეთთან“.ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.უწყებაში განმარტავდნენ, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ – ჩვენს მუნიციპალიტეტში დამალულად არაფერი ხორციელდება, საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება მომავალში წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით

ერთი დღის განმავლობაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცრუ კამპანია მიმდინარეობდა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რიყის პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.მისი თქმით, ინფორმაცია, თითქოს რიყის პარკის ტერიტორიაზე მოთხოვნილია სამშენებლო ნებართვა ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი არ განიხილავს აღნიშნულ სამშენებლო პროექტს.„ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, იმ ადამიანმა, ვინც ეს ცრუ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, იქვე მიაწერა თავის ფეისბუქპოსტში, რომ ეს წარმოდგენილი ვითომ ათსართულიანი შენობა-ნაგებობა იყო მის მიერ შექმნილი, AI-ს გამოყენებით, თუმცა როდესაც ადამიანებს უნდათ, სიცრუე დაიჯერონ, მათთვის ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებს ზოგადად ქალაქის ბედი,  ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი ინფორმაცია. იქ არანაირი ათსართულიანი შენობის პროექტზე არ არის შემოსული განაცხადი. არანაირი პროექტი არ შემოსულა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.მანვე განმარტა, რომ აღნიშნულ სივრცეში განხორციელდება ისეთი პროექტი, რაც ქალაქის ურბანულ განვითარებას არ შეეწინააღმდეგება. შემოსული პროექტი კი საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება.„ვიცი 2012 წლამდე, წინა მთავრობის დროს, ამას როგორ აკეთებდით, მაგრამ ჩვენს პირობებში ყველაფერი იქნება ცხადი. საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, იმ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალში განხორციელდება. დავთანხმდებით იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მისაღები იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები