სამშაბათი, მაისი 5, 2026

მცხეთასა და დუშეთში გამწვანების აქცია მოეწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა გამწვანების აქციის ფარგლებში ფოთლოვანი ხეების 55 ნერგი დარგეს.

კომპანიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფილიალის თანამშრომლებმა ფოთლოვანი ხეების 30 ნერგი ციხისძირის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეზოში პატარებთან ერთად დარგეს და სახელებიც დაარქვეს.
აქცია სახელწოდებით – „ხე, როგორც სიცოცხლის წყარო“ ქალაქ დუშეთშიც გაიმართა. აქციის ფარგლებში, ქ.დუშეთის შემოსასვლელში, ფოთლოვანი, სხვადასხვა ჯიშის 25 ნერგი დაირგო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ ყველა ელჩს, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში

ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, რომლებსაც კიდევ აქვთ იმედი, რომ ანტიქართული ძალებისგან რაიმე შეიძლება გამოაცხონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან „ძლიერი საქართველოს“ წევრების შეხვედრასთან დაკავშირებით.„ყველა გეგმა, რომელიც სხვადასხვა საელჩოს ჰქონდა დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩაიშალა მარტივი რამის გამო: ისინი გვერდში უდგებიან მათ, ვინც ერთგულებას უცხადებს მათ – უცხოელებს და არა ქართველებს და ამას არ ექნება არანაირი შედეგი.რაც შეეხება კონკრეტულად „ლელოს“, ეს არის რადიკალური პარტია, რომელმაც უარი თქვა დემოკრატიულ მანდატზე და, შესაბამისად, არის ანტიდემოკრატიული ძალა, ანტიკონსტიტუციური ძალა. თქვენ იცით, რომ მიმართული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ველოდებით განხილვებს. ეს არის ძალა, რომელიც ცდილობდა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი ლარი ამოეღო და ჯიბეში ჩაედო. მამუკა ხაზარაძე ცდილობდა თაღლითური სარჩელებით ამას და დამარცხდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ. ეს ძალა როდესაც არის მხარდაჭერილი სხვადასხვა უცხოური ჯგუფების მიერ, აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერს აეხადა ფარდა; ღირებულებებზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი ზოგიერთი ევროპელის მხრიდან, ვინაიდან ისინი ჩაფლული არიან თაღლითებთან, ანტიქართული განწყობების მქონე ძალებთან თანამშრომლობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში არცერთი ადამიანის ბედი არ წასულა კარგად, ვინც ცდილობდა გარე ძალებით ხელისუფლების მოპოვებას.„საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უნდა რაიმე გააკეთოს საქართველოს პოლიტიკაში, ყველას ვურჩევ, შეეშვან ერთი საელჩოდან მეორეში სიარულს და გარე ძალების იმედად აქ ყოფნას. საქართველოს ისტორიაში არცერთი ადამიანის ბედი არ წასულა კარგად, ვინც ცდილობდა გარე ძალებით ხელისუფლების მოპოვებას და შენარჩუნებას. ისტორია ყოველთვის მეორდება და არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი გავლენის დამყარებას საქართველოში, აქვთ სხვადასხვა მტრული თუ არასწორი მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით. ყველა, ვინც დადგება და ჩადგება უცხო ქვეყნის სამსახურში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, დამარცხდება საკუთარ ხალხთან. როგორც მარცხდებოდნენ აქამდე სხვადასხვა უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების თუ ელჩების იმედად, ასე დამარცხდებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მიმართა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს.„ასევე, ვეტყვი უცხო ქვეყნების ელჩებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სხვადასხვა დიდი ქვეყნის წარმომადგენლები რახან არიან, ეს მათ აძლევს რაიმე უფლებას, სხვა ხალხის ცხოვრებაში ჩაერიონ. შეიძლება, ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ბრიტანეთის მიერ ატომური ბომბის ფლობა აძლევს უფლებას, სხვა ქვეყნებს შეხედოს, როგორც მეორეხარისხოვანს და თავს მოახვიოს საკუთარი დღის წესრიგი, გადახედონ გინდ საკუთარ და გინდ საქართველოს ისტორიას. ბევრი გვინახავს ასე ცხვირაწეული საქართველოსთან მოლაპარაკე ხალხი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქართველო დარჩა და სხვა, ვინც დიდი გონორით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, ვხედავთ, რომ სხვადასხვა ბედს იზიარებენ. მე ყველა ელჩს მოვუწოდებ, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ საქართველოში ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში. კარგი არაფერი მოუტანია სხვისი ხელების ფათურს ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ამიტომ ყველა, შესაბამისად, უნდა შეეშვას ამგვარ ქცევას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტარები როცა თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი

ევროპარლამენტარები როდესაც თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ღიაა დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით.„ისინი როდესაც თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართველ ხალხზე, ესეც არის თავის მოჭრა და სირცხვილი. თავის მოჭრა და სირცხვილია რეალურად, ამ მდგომარეობაში ჩაიგდოს საკუთარი თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ. ევროპარლამენტი როცა თავს ესხმის ქართველ ხალხს და მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში, ამას არ სჭირდება არავითარი შეფასებაც კი.ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პოზიცია ნათელია. რა თემაც არ უნდა იყოს, მათ შორის, კანონებით დაწყებული. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კონკრეტული კანონები, გამჭვირვალობის კანონმდებლობა, მოვახერხეთ ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის მიღწევა. მანამდე იყო რევოლუციის ხუთი მცდელობა ოთხ წელიწადში, ყველა ეს მცდელობა იყო გარედან მხარდაჭერილი და გარედან დაფინანსებული. მივიღეთ გამჭვირვალობის კანონმდებლობა და ქვეყანა დამშვიდდა. ისევ უნდათ, რომ დაბრუნდეს ძველი მდგომარეობა. რისთვის უნდათ, ცხადია, რომ არეულობას მიაღწიონ. საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია. იმისთვის, რომ შეიცვალოს ეს მიდგომა, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„10:00 საათზე დაიწყება” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს:⛪ ამა წლის 6 მაისს, გიორგობას, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას ქაშუეთის ტაძარში აღავლენს.🔸 ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი კობახიძე – ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ეს თავად ევროპული ბიუროკრატიაა, როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება

მივულოცავ სომხეთს, ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა გუშინ იყო EPC-ის, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ეს არის თავად ევროპული ბიუროკრატია.„როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, როდესაც თავს ესხმი ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება. რაც შეეხება EPC-ის ჩატარებას სომხეთში, ამაზე არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ, ერთადერთი მივულოცავ სომხეთს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი იყო გუშინ ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეცნიერ-გამომგონებელი  და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე გარდაიცვალა

ქართველი ავიაციის ინჟინერი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორი. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე გარდაიცვალა.

ბოლო სიახლეები