ორშაბათი, ივნისი 23, 2025

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 იწყება – ტურნირის მონაწილეებს შორის ხვიჩა კვარაცხელია და შთამბეჭდავი საპრიზო ფონდი

აშშ-ში ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი იწყება. 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ტურნირის ყველა, 63 მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ექსკლუზიურად პირველი არხის პლატფორმებზე იხილავთ.

ისტორიაში პირველად, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფიფა-ს ექვსი კონფედერაციის 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. როგორც ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, ეს ტურნირი ფეხბურთში ახალი ეპოქის დასაწყისია და ყველაფერი ძალიან ჰგავს 1930 წლის პირველ მუნდიალს.

 

ტურნირის ისტორია

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფიფა-მ პირველად 2000 წელს ჩაატარა. გათამაშება ბრაზილიური „კორინთიანსის“ გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ტურნირზე მხოლოდ 6-7 გუნდი მონაწილეობდა და შეჯიბრება გულშემატკივართა შორის პოპულარობით ვერ სარგებლობდა. მასში, ძირითადად, სხვადასხვა კონფედერაციის მთავარი საკლუბო ტურნირის ჩემპიონები თამაშობდნენ.

ყველაზე მეტჯერ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მადრიდის „რეალმა“ მოიგო (ხუთჯერ), ხოლო მოქმედი გამარჯვებული „მანჩესტერ სიტია“, რომელიც ტიტულს 2023 წელს დაეუფლა. ჯამში, გათამაშება ევროპული გუნდების ჩემპიონობით 16-ჯერ დასრულდა, სამხრეთ ამერიკელებმა კი ტიტული ოთხჯერ მოიპოვეს. სხვა კონფედერაციის წარმომადგენელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი არ მოუგია.

 

2025 წლის ტურნირის მონაწილეები:

მონაწილეები რვა ჯგუფში გადანაწილდებიან, თითოეულში ოთხი გუნდი. მერვედფინალის საგზურს ჯგუფში ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მიიღებს. A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება და პირიქით, B ჯგუფის გამარჯვებული – A ჯგუფში მეორე ადგილზე გასულს დაუპირისპირდება. ასე დაწყვილდებიან ჯგუფებიდან გასული გუნდები მერვედფინალში.

ევროპა (უეფა) – 12 გუნდი: „რეალ მადრიდი“ (ესპანეთი), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „ბაიერნი“ (გერმანია), პსჟ (საფრანგეთი), „ჩელსი“ (ინგლისი), „ინტერი“ (იტალია), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „დორტმუნდი“ (გერმანია), „პორტუ“ (პორტუგალია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „იუვენტუსი“ (იტალია), „ზალცბურგი“ (ავსტრია).

კონმებოლ-ი (სამხრეთ ამერიკა) – 6 გუნდი: „პალმეირასი“, „ფლამენგო“, „ფლუმინენსე“, „ბოტაფოგო“, „რივერ პლეიტი“, „ბოკა ხუნიორსი“ (ყველა – ბრაზილია ან არგენტინა)

კონკაკაფ-ი (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა) – 4 გუნდი: „მონტერეი“ (მექსიკა), „სიეტლ სანდერსი“ (აშშ), „პაჩუკა“ (მექსიკა), „ლოს ანჯელესი“ (აშშ)

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია – 4 გუნდი: „ალ აჰლი“ (ეგვიპტე), „უიდადი“ (მაროკო), „ესპერანსი“ (ტუნისი), „მამელოდი სანდაუნსი“ (სამხრეთ აფრიკა)

აზიის ფეხბურთის კონფედერაცია – 4 გუნდი: „ალ ჰილალი“ (საუდის არაბეთი), „ალ აინი“ (არაბთა გაერთიანებული საამიროები), „ულსანი“ (სამხრეთ კორეა), „ურავა“ (იაპონია)

ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია – ერთი გუნდი: „ოკლენდ სიტი“ (ახალი ზელანდია)

მასპინძლის სტატუსით – ერთი გუნდი: „ინტერ მაიამი“ (MLS-ის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი)

 

მასპინძელი ქალაქები და სტადიონები:

ტურნირს აშშ-ის 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს. ორი სტადიონით მხოლოდ ერთი ქალაქი, ორლანდოა წარმოდგენილი. გახსნის მატჩი 15 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე მაიამიში „ინტერ მაიამისა“ და „ალ აჰლის“ შორის შედგება, ხოლო 13 ივლისს ფინალური მატჩის ჩატარება ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზეა დაგეგმილი, რომელიც 82 500 მაყურებელს იტევს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ არენაზე შედგება 2026 წლის სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც.

 

საპრიზო ფონდი

ფიფა-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს. ტურნირის გამარჯვებული, დაახლოებით, 125 მილიონ დოლარს მიიღებს. 575 მილიონი მონაწილე გუნდებზე განსხვავებული პროპორციით გაიცემა, ხოლო 425 მილიონი შედეგების მიხედვით განაწილდება (მასში შედის ჩემპიონის 125 მილიონი დოლარიც).

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“

ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩები. პარიზული გუნდი B ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკოსთან“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლ სანდერსთან“ ერთად ითამაშებს.

პსჟ ტურნირზე პირველ მატჩს 15 ივნისს პასადენაში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. შემდეგ ასევე პასადენაში 20 ივნისს „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო ტურში სიეტლში „სიეტლ სანდერსს“ შეხვდება.

წყარო:1tv.ge

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა იწინასწარმეტყველა ვანგამ ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაზე

ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ბევრს გაახსენდა მისი საშიში წინასწარმეტყველება, რომელიც 2025 წელს შეეხება, წერს The Mirror.ვანგამ იწინასწარმეტყველა "დიდი ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის", რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. „როცა სირია დაეცემა — მაშინ დაელოდეთ დიდ ომს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. გაზაფხულზე ომი დაიწყება აღმოსავლეთში და დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. აღმოსავლეთის ომი გაანადგურებს დასავლეთს.“.ვანგას სხვა წინასწარმეტყველებებს შორის 2025 წლისთვის მოიაზრება ადამიანის კონტაქტი უცხოპლანეტელებთან, ასევე ტელეპათიის განვითარება, რაც ფუნდამენტურად შეცვლის კომუნიკაციის გზებს.ბევრის აზრით, ვანგამ მართლაც იწინასწარმეტყველა რიგი მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენები. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მისი წინასწარმეტყველება იყო აფროამერიკელის გამოჩენა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის პოსტზე — წინასწარმეტყველება, რომელიც მან ბევრად ადრე გააჟღერა, ვიდრე ბარაკ ობამა კენჭისყრაში მონაწილეობას გადაწყვეტდა.

„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება…“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ეზოტერიკოსი გოგა მანია „ახალ და მძიმე“ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.„ეს შეეხება საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ. მამა, მლოცველი, ყველას მამას და მშობელს 2026 წელს დავკარგავთ. მას ყველა ვიცნობთ და ამაზე წინა წინასწარმეტყველებებშიც ვსაუბრობდი.რუსეთში - მთავარსარდლის თავდასხმით გარდაცვალებას გავიგებთ აუცილებლად. მეორე მთავარსარდალი - მის გარდაცვალებასაც მალე გავიგებთ და რუსეთში ძალიან დიდი შიდა არეულობის მომსწრენი და მნახველები გავხდებით.რაც შეეხება ამერიკას, გაგიკვირდებათ და მსოფლიოში იქნება მსგავსი საკითხი და თემა, სადაც დონალდ ტრამპი იცვლება - სათავეში სულ სხვა მოდის. რაღაც პერიოდის შემდეგ მასზე, როგორც წინაზე მოხდა თავდასხმა, მსგავსი ვითარების წინაშე აღმოჩნდება. იმედია არ გამართლდება რასაც ვამბობ, მაგრამ სავარაუდოდ, ტრამპს დავკარგავთ...ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი, პოპ ვარსკვლავი, რომელსაც ძალიან ბევრი იცნობთ, დავკარგავთ. ეს იქნება სავარაუდოდ, აკრძალული ნივთიერების ზედოზირება. 25/26 წელს მოხდება.ძალიან ბევრი გარდაცვალების მომსწრეები გავხდებით მთავარ ფიგურებთან დაკავშირებით...“ - ამბობს ეზოტერიკოსი.ვრცლად ↓

ისტორიაში პირველად, საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა

ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე კანოეს სპრინტისა და პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, სერჰი იემელიანოვმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ქართველმა პარასპორტსმენმა KL3 კატეგორიაში 200 მეტრი 39.965 წამში დაფარა და ევროპის ჩემპიონი გახდა.ამ გამარჯვებით საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა.სერჰი იემელიანოვმა საქართველოს პირველი მედალი ცოტა ხნის წინ გამართულ მსოფლიო თასზეც მოუტანა. მან ასევე ისტორიული მედალი პორტუგალიაში გამართულ ევროპის პარაკაიაკის მარათონზე მოიპოვა.

ირანში აცხადებენ, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ეყრდნობა ბირთვულ ცოდნას, რომლის განადგურება დაბომბვით შეუძლებელია

ირანში აცხადებენ, რომ ქვეყნის „ბირთვული ცოდნა“ განადგურებას არ ექვემდებარება. აღნიშნულის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა.კამალვანდის თქმით, ბირთვულ ინდუსტრიას ირანში ღრმა ფესვები აქვს და ეს ფესვები განადგურებას არ ექვემდებარება.„ჩვენ ზიანი მივიღეთ, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდუსტრია დაზარალდა“, – აღნიშნა კამალვანდიმ.ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ეყრდნობა ბირთვულ ცოდნას, რომლის დაბომბვით განადგურება შეუძლებელია.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ, თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ

ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ, თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა რესპუბლიკელი კონგრესმენი, თომას მესი, რომელმაც ირანზე აშშ-ის დარტყმები „კონსტიტუციურად არასათანადოდ“ შეაფასა.„გუშინ სანახაობრივი სამხედრო წარმატება გვქონდა, ბომბი მათ ხელიდან გამოვტაცეთ (და ისინი მას გამოიყენებდნენ, თუ შეძლებდნენ), მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყველა მიღებული ქებისა და მოწონების მიუხედავად, ეს კონგრესმენი ეწინააღმდეგება იმას, რაც გუშინ ღამით, ირანში ასე ბრწყინვალედ იყო მიღწეული. მადლობა ჩვენს წარმოუდგენელ სამხედროებს გუშინ ღამით შესრულებული საოცარი სამუშაოსთვის. ეს მართლაც განსაკუთრებული იყო. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“, – წერს ტრამპი.

ბოლო სიახლეები