პარასკევი, ივლისი 11, 2025

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალს“დაამარცხა და ფინალშია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ დამაჯერებლად დაამარცხა (4:0) და ფინალში ითამაშებს.

ფრანგებმა შეხვედრა იდეალურად დაიწყეს და მადრიდელთა მცველების შეცდომებით კარგად ისარგებლეს: მე-6 წუთზე უსმან დემბელემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და დამატებაზე ფაბიან რუისმა გაიტანა, ხოლო სამ წუთში თავად დემბელემ გაიტანა. 24-ე წუთზე კი რუისმა დუბლი შეასრულა და პსჟ 3:0 დაწინაურდა.

ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის ოცნების გუნდთან, „რეალთან“ სათამაშოდ მოედანზე მოტივირებული გავიდა, რამდენჯერმე სცადა გატანა და მცველებმა დარტყმა დაუბლოკეს, 38-ე წუთზე კი სწრაფ კონტრშეტევაზე მცველი ჩამოიშორა და დაგვირგვინება შეეძლო, მაგრამ ბურთი აეჭრა და მიზანს ასცდა.

შესვენებამდე მოპოვებული დიდი უპირატესობის შემდეგ მეორე ტაიმმა ფორმალური სახე მიიღო. „რეალი“ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა, პარიზული გრანდი კი ძალებს ზოგავდა და მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდა. ლუის ენრიკემ რამდენიმე მოთამაშე ნაადრევად დაასვენა და ხვიჩა კვარაცხელიაც 59-ე წუთზე შეცვალა.

საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე გონსალო რამოშმა დააფიქსირა – 4:0.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ ლონდონის „ჩელსის“დაუპირისპირდება. გადამწყვეტი შეხვედრა 13 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუზერფორდში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასიხარულო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვარკეთილის მიმართულებით მგზავრობენ

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში მგზავრებს დამატებითი ავტობუსი მოემსახურება, - ინფორმაციას ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნება.დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 12 ივლისიდან 45 დღის მანძილზე, მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაიკეტება. მგზავრთა მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.N174 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაავრცელეთ-იტალიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ

იტალიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ.ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.„ვეძებთ ემიგრანტს იტალიაშიგთხოვთ, სასწრაფოდ წაიკითხეთ, ყურადღებით და ბოლომდე.29 ივნისის შემდეგ კონტაქტი შეწყდა, იტალიაში მყოფ, 48 წლის ემიგრანტ ალექსანდრე - საშა რესმეტოვთან (იხ. ფოტო), როგორც ამბობს მისი მეუღლე თია პაპუნიძე (Tia Tia), მას დღემდე ვერავინ უკავშირდება.ალექსანდრე - საშა, რომიდან წასულა ბოლონიაში დროებითი სამსახურისთვის(ჩემოდნით), რომში ცხოვრობდა Porta Furbaზე. აგვისტოში უნდა დაბრუნდეს რომში, საბუთთან დაკავშირებით, ასე ჰქონდა გათვლილი.ალექსანდრე - საშა 29 ივნისისთვის, ასევე ესაუბრა თავის ძმას, უთქვამს, რომ ტელ. ბატარეა უჯდებოდა, ამ დღის შემდეგ, ოჯახის არცერთ წევრთან არ ჰქონია კონტაქტი (ასევე უთქვამს, რომ მუშაობდა უკრაინელებთან ერთად, თავს კარგად გრძნობდა, როგორც აღუნიშნავს).იტალიის საზღვრებს ვერ დატოვებდა რადგან, პასპორტი აქვს ქუესტურაში (და მაღალი ალბათობით, არც დროებითი სამგზავრო დოკუმენტი აუღია).გვჭირდება ქ. ბოლონიაში მცხოვრები ქართველების მაქსიმალური ყურადღება, იქნებ ამოიცნოთ ფოტოთი აღნიშნული პიროვნება და შეეხმიანოთ თია პაპუნიძეს ტელ.ნომერზე: +39 327 262 8420, ასევე მესენჯერში ( ზემოთ მონიშნულია ფბ.მისამართი), ეს ნომერი კი თავად ალექსანდრესია (საშა): - 3936521517.ცუდზე არ ვფიქრობთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება, მთავარია, დროულად გავიდეთ კონტაქტზე, ადამიანის გაუჩინარება ამდენი ხნით ნორმალური არ არის , ცხადია, არსებობს ნერვიულობის საფუძველიც და ემიგრანტების გაერთიანების, ოპერატიულობის მნიშვნელოვანი მიზეზი, შესაძლოა მას რაიმე სახის დახმარება ესაჭიროება, ამიტომ გთხოვთ, გააზიარეთ ინფორმაცია, სასწრაფოდ.განურჩევლად ყველა ემიგრანტი იტალიაში შესაძლოა,იყოს მასთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაციით. გავაზიაროთ პოსტი ფოტოთი, რომ მალე ვიპოვნოთ ადამიანი (შემდეგ წავშალოთ მისი ფოტო).ამჯერადაც კარგად იქნება ყველაფერი!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„კასრებში 24 ადამიანის ცხედარი იპოვეს…“ – უნგრელი ვამპირის ისტორიის დეტალები

1900-იანი წლების დასაწყისში, ბელა კიშის სახელით ცნობილი ადამიანი უნგრულ სოფელ ჩინკოტაში წარმატებული სახელოსნოს მფლობელი იყო, მასზე, გარდა იმისა, რომ ქალები უყვარდა და წვეულებებს მართავდა, არავინ არაფერი იცოდა.უამრავი სერიული მკვლელი ასახიჩრებს მსხვერპლთა ცხედრებს, მაგრამ ცოტა მათგანი ბილწავდა გვამებს ისე, როგორც ამას ბელა კიში აკეთებდა, რომელიც წლების განმავლობაში, უნგრეთში სასტიკ მკვლელობებს ჩადიოდა.ის 1877 წელს, უნგრეთში დაიბადა. მისი ბავშვობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. 23 წლის ასაკში ის ქალაქ ჩინკოტაში თუნუქის ბიზნესს აწარმოებდა და პატივსაცემ ადამიანად ითვლებოდა, ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი და დაინტერესებული იყო ასტროლოგიითა და ოკულტიზმით.1903 წლისთვის, კისმა საზარელი დანაშაულების ჩადენა დაიწყო. ის ლოკალურ გაზეთებში "ჰოფმანის" ფსევდონიმით რეკლამებს ათავსებდა, სადაც აცხადებდა, რომ მარტოხელა ქვრივი გახლდათ და მეუღლეს ეძებდა. მოგვიანებით კი ქალებს არწმუნებდა, რომ მისთვის ბინა და ქონება გადაეცათ.1912 წელს კიში 15 წლით უმცროს გოგონაზე, ვინმე მარიაზე დაქორწინდა, რომელმაც მალევე დაიწყო რომანი ახალგაზრდა მხატვარ ბიკართან. ისინი მალევე გახდნენ მკვლელის პირველი მსხვერპლები. ბელა ცდილობდა მათი გაუჩინარება იმით აეხსნა, რომ მარი ბიკართან ერთად ამერიკაში გაიქცა, თუმცა, სინამდვილეში კაცმა ორივე მათგანი დაახრჩო.პირველი მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მან მარტოხელა ქალებთან მიმოწერა გააგრძელა. ამჯერად, ის ფულის გამოძალვის შემდეგ, მათ სახლში იტყუებდა და თოკით ან შიშველი ხელებით ახრჩობდა.კაცი მსხვერპლების ცხედრებს უცნაური უცნაური გზებით ინახავდა. კერძოდ, ის სხეულებს მეთანოლით სავსე ფოლადის კასრში დებდა. ასევე ხშირად უჭრიდა ცხედარს კისერს, რის გამოც მას ჩინკოტას ვამპირიც კი უწოდეს.1914 წელს კიში ავსტრია-უნგრეთის ჯარში გაიწვიეს, რის შემდეგაც პირველ მსოფლიო ომში საბრძოლველად გაემგზავრა. მან სახლი ხანდაზმულ დიასახლისს დაუტოვა, რომელიც წლების წინ დაიქირავა. კიშის წასვლიდან ორი წლის შემდეგ, გავრცელდა ჭორი, რომ ის ბრძოლის დროს მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს. ჭორების გამო, მისმა დიასახლისმა სახლის გასუფთავება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა, რომ კაცი ფოლადის კასრებში 24 ადამიანის ცხედარი.საქმეში პოლიციაც ჩაერთო და კიშის ძებნა დაიწყო. მან პოლიციისგან თავის დაღწევა არაერთხელ მოახერხა. მომდევნო წლებში არაერთი ადამიანი ამტკიცებდა რომ კაცი რუმინეთსა და თურქეთში ნახეს. ბოლოს ის 1932 წელს, ნიუ-იორკში შეამჩნიეს.უნგრელი ვამპირის დაჭერა პოლიციამ ვერ შეძლო, მისი ცხოვრების შესახებ დაზუსტებული ცნობები დღემდე არ არსებობს.

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 83 ქულის სხვაობით დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა კოსოვოში ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა გიბრალტარის ნაკრებთან გამარჯვებით დაასრულა. ქართველმა გოგონებმა გიბრალტარის გუნდს 83 ქულის სხვაობით, 113:30 მოუგეს.საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის A ჯგუფში გამოსვლა ერთი გამარჯვებითა და ორი მარცხით მესამე ადგილზე დაასრულა.გიბრალტართან მატჩში ყველაზე შედეგიანი 22 ქულით ანა მესტუმრიშვილი იყო, ხოლო ეკატერინე ქართველიშვილმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.ქართველი კალათბურთელები ტურნირზე 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან. მომდევნო მატჩს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები 12 ივლისს ჩაატარებს, მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გედევან ფოფხაძე – უნდა ვიყოთ შეუპოვარი, რეჟიმი დავტოვოთ თავისი პოლიტიკური პროცესის ნაწილად და შეჭამს საკუთარ თავს

„ქართულ ოცნებას“ არჩევნები უკვე გაყალბებული აქვს და სჭირდებათ ვიღაც, ვისაც დაჩაგრავენ, გალახავენ და მიაგდებენ კუთხეში. ეს არის ივანიშვილის სივრცე, ვინც ამ სივრცეში შევა, ის პროცესის ნაწილი ხდება , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობით დისკომფორტი არ ექმნება.როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ივანიშვილს დისკომფორტი მხოლოდ იმის თაობაზე ექმნება, რომ შვეიცარიაში ფულს არ უბრუნებენ.„როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნებში შესვლით „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტი შეექმნება, ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ ტარდება, ჩვენ ხომ ვნახეთ ეს ყველაფერი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ არანაირი დისკომფორტი ამით არ ექმნებათ, მათ დაკარგული აქვთ მორალური ფაქტორი, რომელიც დისკომფორტს უნდა იწვევდეს და იმის იქით, ისინი ტექნიკურად ძალიან მარტივად დაალაგებენ. მათ არჩევნები უკვე გაყალბებული აქვთ და სჭირდებათ ვიღაც, ვისაც დაჩაგრავენ, გალახავენ და მიაგდებენ კუთხეში. ეს არის ივანიშვილის სივრცე, ვინც ამ სივრცეში შევა, ის პროცესის ნაწილი ხდება.ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა იმ გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტის მუშაობაში. იქაც შეგვეძლო დისკომფორტი შეგვექმნა, შევსულიყავით და არ მიგვეცა მათთვის იმის საშუალება, რომ უკანონობები ეკეთებინათ. უარი ვთქვით დაფინანსებაზე, უარი ვთქვით მათთან თანამშრომლობის პოლიტიკაზე. მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტად შევყვებით რაიმე პროცესში, მით უფრო გაძლიერდებიან ესენი.ბიძინა ივანიშვილს დისკომფორტი მარტო იმის გამო აქვს, რომ შვეიცარიაში მას ფულს არ უბრუნებენ დისკომფორტი იმის გამო, რომ ჩვენ არჩევნებში შევალთ, მას არ ექნება. ჩვენ ბოიკოტი გამოვუხადეთ უკანონო პარლამენტს, ეს ბოიკოტის პროცესი ხომ დაწყებული გვაქვს, ვთქვით, რომ არჩევნები გაყალბდა და არ ვცნობთ ამ პარლამენტს, ჩვენ ვთქვით, რომ ყველაფერი, რაც მოდის აქედან, ეს არის შხამიანი ხის პროდუქტი და ამ პროდუქტს არ მივიღებთ, ეს არის ბოიკოტის პრინციპი.როგორ შეიძლება, იმ პარლამენტმა, რომელიც კანონებს იღებს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს საზიანოდ, რომელმაც შექმნა ინკვიზიცია და საგამოძიებო კომისია დაარქვა, როგორ შეიძლება, რომ იმ პარლამენტმა, რომელიც ამ ყველაფერს ამკვიდრებს ქვეყანაში, მე ნორმალური, ჯანსაღი არჩევნები ჩამიტაროს?“ , - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.გადაცემაში ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დებატებში მყოფმა სოფო ხორგუანმა, რომელიც პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგენს, ფოფხაძეს ჰკითხა, თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, რა გზით დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“, რევოლუციას თუ მოახდენს, რაზეც ფოფხაძემ უპასუხა, რომ თუ ამ ქვეყანაში რევოლუცია მოხდება, ეს ივანიშვილის შემოქმედება იქნება, რადგან, მისი თქმით, „რევოლუციას ახდენს რეჟიმი და არა ოპოზიცია“.„რევოლუციას არ ახდენს ოპოზიცია, რევოლუციას ახდენს რეჟიმი. რევოლუცია მოაწყო ლუდოვიკომ საფრანგეთში და ნიკოლოზ მეორემ რუსეთში, მე არ ვახდენ რევოლუციას, მე ვიცავ პრინციპს, მე ვიცავ პოზიციას, რომელიც მგონია, რომ სწორია და თუ ამ ქვეყანაში რევოლუცია მოხდება, ეს ივანიშვილის შემოქმედება იქნება და არა ჩემი.მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ შეუპოვარი სწორედო ამ საკითხში - არაღიარება, არა ლეგიტიმაცია და რეჟიმი დავტოვოთ თავისი პოლიტიკური პროცესის ნაწილად, ის შეჭამს თავის თავს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ბოლო სიახლეები