კვირა, სექტემბერი 6, 2026

მსახიობი ირაკლი აფაქიძე-ქვეყანაში შექმნეს სიტუაცია, რომ ხალხს ქვეყნიდან წასვლა აიძულონ, ეს არის ერის მიზანმიმართული გენოციდი

მსახიობი ირაკლი აფაქიძე აბობს, რომ ქვეყანა ძალიან რთულ სიტუაციაშია და ახლა “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სინათლე არ დაიკარგოს, რომელიც ჯერ კიდევ ბჟუტავს.“იმ რთულ სიტუაციაში, რაშიც ქვეყანა და ხალხია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სინათლე არ დავკარგოთ. ამას უფრთხილდება ის ხალხი, რომელიც ყოველდღე რუსთაველზე დგას, სწორედ ისინი უვლიან ამ მბჟუტავ სინათლეს, – ამბობს მსახიობი გადაცემა „რეაქციაში“.

აფაქიძე პროპაგანდაზეც საუბრობს და ამბობს, რომ “მას აქვს თავისი ძალა, მაგრამ აქვს საზღვრებიც, შეუძლებელია მან გააკეთოს ყველაფერი, ის არ არის ისეთი საშიში, როგორსაც მას ხატავენ.“

შეუძლებელია, ის რასაც ესენი უკვე ხალხს აწვდიან, ამის დაჯერება. ქვეყანაში სიტუაცია შექმნეს, რომ აიძულონ, ხალხი ქვეყნიდან წავიდეს. 175 ათასი კაცი მარტო შარშან წასულა, სადღაც წავიკითხე, რომელთაგან უმეტესობა 30 წლამდე ახალგაზრდობაა. რაც კი აზრი, გონი, ტვინი, ძალა, ენერგიაა, აიძულებენ, რომ ქვეყნიდან წავიდეს, ამ დროს თალიბანს უხსნიან საზღვრებს და უშვებენ ქვეყანაში. რა არის ეს, თუ არა ერის მიზანმიმართული გენოციდი. რათ უნდა ამას ბევრი ტვინი ჭყლეტა, რომ ეს გაიგო,- ამბობს აფაქიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომის პაპი – უკრაინელი ხალხი წლებია ტანჯვასა და შიშში ცხოვრობს – იმედი მაქვს, მოლაპარაკებების განახლებისთვის გაწეული ძალისხმევა კონკრეტულ ნაყოფს გამოიღებს

ჩემი გული გაერთიანებულია უკრაინელი ხალხის ტანჯვასთან, რომელიც წლების განმავლობაში ტანჯვასა და შიშში ცხოვრობს, - ამის შესახებ რომის პაპი ლეო XIVწერს.რომის პაპი დიალოგის მოწოდებით გამოდის.„კიდევ ერთხელ გამოვდივარ მოწოდებით, დასრულდეს ძალადობა, შეჩერდეს ნგრევა და გაიხსნას გულები დიალოგისა და მშვიდობისთვის! იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლებისთვის გაწეული ძალისხმევა კონკრეტულ ნაყოფს გამოიღებს და გზას გაუხსნის დიპლომატიას. მოდით, ერთად ვილოცოთ უფლისადმი, რათა მთელ მსოფლიოში ყველა კონფლიქტში თანხმობამ გაიმარჯვოს“, - აცხადებს რომის პაპი.

ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, უფლებადამცველი, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.ანანიძის შეფასებით, ერთადერთი რაც მიმდინარე გამოძიების შედეგად გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს არის ის, რომ “ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა.”“ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა,”- წერს ცოტნე ანანიძე.

ვლადიმერ პუტინი – უკრაინის ხელისუფლებამ უფრო ფართო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდა, თუმცა ამაზე მათთან არასდროს შევთანხმებულვართ

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.მათივე ცნობით, შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი კიევთან ცეცხლის სრულად შეწყვეტას ამ ეტაპზე არ განიხილავს.„უკრაინის ხელისუფლებამ უფრო ფართო სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდა, თუმცა ჩვენ ამაზე მათთან არასდროს შევთანხმებულვართ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, რუსული მედიის ცნობით, სტივ უიტკოფმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან მისი საუბარი საინტერესო იყო და ის პენსიაზე გასვლის შემდეგაც ემახსოვრება.„მადლობას გიხდით, ბატონო პრეზიდენტო, დღეს აქ მასპინძლობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველოდებოდით ამ შეხვედრას. ჩვენ ჯარედ კუშნერთან, კირილ დმიტრიევთან ერთად ვსხედვართ, შემდეგ იური უშაკოვი შემოგვიერთდა და ყველამ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გვექნება პენსიაზე გასვლისას ეს შესანიშნავი ისტორიები და მოგონებები. ჩვენი საუბრები თქვენთან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება“, – განაცხადა უიტკოფმა.ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, სტივ უიტკოფმა პუტინს მადლობა გადაუხადა აშშ-ის საზღვაო ქვეით რობერტ გილმანის გათავისუფლებისთვის, რომელიც რუსეთში 2022 წელს დააკავეს.„გილმანის ოჯახი წარმოუდგენლად მადლიერია თქვენი დახმარებისა და მისი სამშობლოში დაბრუნებისთვის“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ნეპალში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ, ზემო ტრიშული-1 ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში ჩარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ცოცხლად ამოიყვანეს.გადარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ნეპალის არმიამ საავადმყოფოში გადაიყვანა.ცნობისთვის, გუშინ, ზემო ტრიშული 3A ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი მუშა ამოიყვანეს.ბოლო მონაცემებით, ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე 26 აგვისტოს მომხდარი წყალდიდობის შედეგად, 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5600-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

ირაკლი ქადაგიშვილი – როგორც კი ღარიბაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, „ნაცმოძრაობის“ „ფეისბუქ“ ლიდერები გამოვიდნენ და იგივე ნარატივის გაგრძელება, დაიწყეს – განცხადება მათთვის იყო შტურმის წარმოების ნიშანი,...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, სადაც ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე საუბრობს, ოპოზიციის ნაწილისთვის იყო ნიშანი, რომ შტურმი დაეწყოთ.ქადაგიშვილი ყველაფერ ამას შეთანხმებულ ქმედებას უწოდებს.„როგორც კი ღარიბაშვილმა ეს სტატუსი გამოაქვეყნა, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, მათი „ფეისბუქ“ ლიდერები გამოვიდნენ და ზუსტად იგივე ნარატივის გაგრძელება, გაღრმავება დაიწყეს. ვფიქრობ, დროული იყო პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტზე დაეწყო დამატებით საგამოძიებო მოქმედებები. არცერთ გამოკითხულს არ გააჩნდა არანაირი ინფორმაცია, შემხებლობა ჯორბენაძის „ქეისთან“. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ აქ ის კი არ იყო, რომ ამ ადამიანებმა რაღაც იცოდნენ და ახლა საშუალება მიეცათ და ხმა ამოიღეს, არამედ არის პირდაპირი ფაქტი, რომ ერთი განცხადება მათთვის იყო შტურმის წარმოების ნიშანი, ანუ შეთანხმებული ქმედება იყო.თავისას არ იშლიან, არაფერი არ იციან, არაფერთან შემხებლობაში არ არიან და ამ ტყუილებით ცდილობენ... ესენი ხომ სიკვდილის გარშემო ცოცხლობენ?! ამით უნდათ რომ იცხოვრონ. ადამიანის ტრაგედიით უნდათ, თავიანთი პოლიტიკური ცხოვრება გაიხანგრძლივონ. მათი საკვები არის მუქარა, ძველი რეპრესიების ნოსტალგია და თუ ვინმეს რაიმეს დააბრალებენ და თუ ვინმეს გარდაცვალების გარშემო პოლიტიკურ საკვებს მოძებნიან, ეს არის მათი მთელი შინაარსი. უკაცრავად, მაგრამ მათ ამ სუიციდურ მისწრაფებებს ვერ აჰყვება საქართველო, ხელისუფლება და საზოგადოება“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.რაც შეეხება გამოკითხულთა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო უწყება ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ნახსენებ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს გამოკითხვაზე არ იბარებს, ქადაგიშვილის ამბობს, რომ მათ შეუძლიათ მიტინგი მოაწყონ საკუთარი სურვილები დემონსტრირებისთვის“.„მათი ამ პოლიტიკური მარაზმის დიდხანს ყურება და კომენტარების გაკეთება, ცოტა ზედმეტიც არის“,- განახადა ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.აღნიშნულის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ბოლო სიახლეები