ქართველი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი საერთაშორისო პროექტში, ებრაულ თრილერში გამოჩნდება.
ქართველი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ახალ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს. ის ებრაული წარმოების მძაფრსიუჟეტიანი სერიალის, “გაქცევის“ (Escape) მსახიობთა შემადგენლობაშია.
რვა ეპიზოდისგან შემდგარი სერიალი რეალურ ისტორიებს ეფუძნება და სიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი თემა რელიგიური სექტებია. პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა – მისი გადაღებები კოლუმბიაში, ისრაელსა და საქართველოშიც მიმდინარეობდა.


