სამშაბათი, აპრილი 1, 2025

მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და  შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)- კობის მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:57 კგ | რობერტ დინგაშვილი;61 კგ | გიორგი ღონიაშვილი;65 კგ | გოგა ოთინაშვილი;70 კგ | აკაკი ქემერტელიძე;74 კგ | გიორგი ელბაქიძე;79 კგ | ვლადიმერ გამყრელიძე;86 კგ | ტარიელ გაფრინდაშვილი;92 კგ | მირიან მაისურაძე;97 კგ | გივი მაჭარაშვილი;125 | კგ სოლომონ მანაშვილი.

თინა ბოკუჩავა – არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია

დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემიჯნება არცერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად.„რაოდენ დაბალიც არ უნდა იყოს ჩვენი მოლოდინები მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ეს მოლოდინი ეფუძნება გასულ 5 თვეს, რომლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას იღებდა ყველა შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, მაგრამ ვიხილეთ ძალიან ლიმიტირებული შედეგით ერთიანი პოზიციების ფორმირების თვალსაზრისით. ერთიანი პოზიციები არ არსებობს ოპოზიციაში ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა 2008 წლის ომის კომისია და პარტიების აკრძალვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მყარი პოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც შეიცვალა აზრი გახარიას პოზიციის გათვალისწინებით. ვითანამშრომლებთ აღნიშნულ ფორმატთან საკითხების მიხედვით საჭიროების შესაბამისად (ad hoc საფუძველზე). იქნება საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნამდე? ცხადია, შევუერთდებით ფორმატს, მაგრამ დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია“, – წერს ბოკუჩავა. 

ეკონომიკის სამინისტრო – რობინ დანიგანმა ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს სან ფრანცისკოში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნას

აშშ აქტიურად დაუჭერს მხარს სან ფრანცისკოში მიმდინარე წელს დაგეგმილი საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნას, – ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სან ფრანცისკოში მიმდინარე წელს დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომლის მიზანი ქართული სტარტაპ კომპანიების ინტერნაციონალიზაციის და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა, ასევე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ ინვესტორთა ქსელების დაინტერესება იქნება.ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რობინ დანიგანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო აქტიურად დაუჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად განხორციელდება.საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო მისიების ხელშეწყობის საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის განხორციელდება.

ანალენა ბერბოკი: უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ პოტენციური შეთანხმება ევროპულ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ პოტენციური შეთანხმება ევროპულ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპა უკვე შეთანხმდა უკრაინასთან, რომ ნებისმიერი შეთანხმება ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი უნდა იყოს.„საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი ევროპული კონტინენტია. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვმართავთ დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ აშშ-ისგან მიიღო წიაღისეულის გამოყენების შესახებ შეთანხმების განახლებული ვერსია.

ზედიზედ 4 მიწისძვრა მოხდა რამდენიმე საათში, აშშ-ს შტატ ნევადაში

აშშ-ს შტატ ნევადას მიწისძვრების სერია დაატყდა თავს, რომელთაგან ყველაზე ძლიერის სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას Deilymail-ი ავრცელებს.მედიის ცნობით, ნევადაში ზედიზედ 4 მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან 13:29 საათის შუალედში დაფიქსირდა. ყველაზე ძლიერი, 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 12:24 საათზე მოხდა.აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) 27%-იანი სიზუსტით პროგნოზირებს, რომ მომდევნო კვირაში კიდევ დაფიქსირდება მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 3 მაგნიტუდა ან მეტი იქნება.

ბოლო სიახლეები