პარასკევი, აპრილი 18, 2025

მოქალაქე კახა დაბრუნდაშვილი – გონს მოეგეთ, გაიაზრეთ ისტორიები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წლებთან დაკავშირებით ჩემგან და ჩემამდე მოისმინეთ, ვის უდგახართ გვერდში, ქვეყნის დამღუპველებს

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დღევანდელ სხდომაზე მოქალაქე კახა დაბრუნდაშვილს მოუსმინეს.

დაბრუნდაშვილმა კომისიის სხდომაზე მის და თავისი მეგობრის, ვამეხ აბულაშვილის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ისაუბრა. კახა დაბრუნდაშვილის თქმით, ამ საქმეში მონაწილეობდნენ დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი და გერონტი ალანია.

„ამ ყველაფრის მიზეზი იყო ვამეხის მეგობარი გოგონა. დათა ახალაიას 6-7 წლის წინ ამ გოგონასთან ჰქონდა ურთიერთობა და ეგ ხომ ეგეთი ავადმყოფია, რომ სიმთვრალეში ახსენდება ყველაფერი და რომელიღაც რესტორნიდან მთვრალმა მოინდომა ქალბატონი და ურეკავს. ხვდება ვამეხი ტელეფონზე და ხდება შელაპარაკება. უშვერი სიტყვებით ლანძღვა. „დღეები ითვალე“ და გაითიშა ტელეფონი. ამ ტელეფონის ზარის ავტორი იყო დათა ახალია. ვამეხს და ამ გოგონას ლამის ერთი წლის ურთიერთობა ჰქონდათ“, – განაცხადა კახა დაბრუნდაშვილმა.

კახა დაბრუნდაშვილის თქმით, მისმა მეგობარმა, ვამეხ აბულაშვილმა ცემის შედეგად თვალიც კი დაკარგა. კახა დაბრუნდაშვილის განმარტებით, ტაბიძის ქუჩაზე მოხდა მისი და მისი მეგობრის „მანქანაში ჩატენვა“ და წაყვანა. კახა დაბრუნდაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეტალურად ისაუბრა ოქროყანის ეპიზოდზე.

„ოქროყანაში ადგილზე მელნიკოვი გამოგვეცხადა და გასცა ბრძანება, ვამეხ აბულაშვილი ქვემოთ და ეს – ჩემზე თქვა – აქ გყავდეთ, ვიდრე მე არ გეტყვით. ვამეხი მოხრილ მდგომარეობაში, ორ პირს უკავია და სირბილით მიჰყავთ პატარა ხევის მიმართულებით. მე უცბად უკნიდან ფეხებში მხვდება, ვიკეცები, მერე კეფაში, ვვარდები მიწაზე, მადგამს მუხლს ზურგზე და იარაღს მაბჯენს კისერზე ის, ვინც მანქანიდან გადმომიყვანა. ვამეხი რომ გაატარეს, ერთგვარი კორიდორი მოუწყვეს, წიხლის ჩარტყმა, გინებები, ფიზიკური შეურაცხყოფებით ჩაიყვანეს დაბლა. ჩემთან დარჩა სამი პიროვნება, დანარჩენები ჩავიდნენ ქვევით, სადაც ვამეხი ჩაიყვანეს. აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა – ყველა დარტყმა, ყველა გინება. თვალით ვერ ვხედავდი, თორემ აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა. რომ ვიწექი, სახე ხომ მედო მიწაზე და თავი შემოვაბრუნე, რაზეც შემდგნენ მე, როგორ გავბედე თავის შებრუნება. ჩემი ცემის დროს ამოდის მელნიკოვი და ამათ მიმართ იგინება, მე ხომ გითხარით, ხელი არ დაგეკარებინათ, არ გაგაფრთხილეთო? შემდეგ გასცა ბრძანება, წამოვეყვანე დაბლა და მეც ვამეხის გზით ჩამიყვანეს. ვხედავ, რომ ვამეხი მუხლებზე გდია, თვალების ადგილზე, წარმოიდგინეთ, „ბრიტვა“ რომ გაუსვა ადამიანს და მარტო ის ხაზი რომ იყოს. ნაცემიც მინახავს, ყველაფერი მინახავს, მაგრამ ასეთი – არაფერი. ვერც თქვენ წარმოიდგენთ იმას, რასაც ახლა მე გეუბნებით. ეს უნდა გენახათ, წარმოსახვითაც ვერ წარმოიდგენთ, რა დღეში იყო. პირველი ჩემი რეაქცია რაც იყო, მაისური გავიხადე, მივედი და სისხლს ვწმენდდი. ეს ვეღარც ხედავს, ვეღარც ლაპარაკობს, სისხლი სდის პირიდან, ყურიდან, თვალი დაკარგა, სხვათა შორის, თვალი ამოუგდეს. ვამეხი დაჩოქილია და მის უკან არის ხევი, ორი „ვერზილა“ უდგას, არიან დაახლოებით 40, თუ მეტი არა. ვამეხი ერთს თმებით უკავია და მეორე გამუდმებით ურტყამს, მერე ხელი ეტკინა ალბათ, გადაიხვია მაისური თუ სპორტული და იმით ურტყამდა“, – განაცხადა კახა დაბრუნდაშვილმა.

დაბრუნდაშვილის განცხადებით, ვამეხ აბულაშვილთან ერთად, მასაც დაუწყეს ცემა მას შემდეგ, რაც თავის მეგობარზე თქვა: „რას შვებით, კლავთ?!“

„მოპირდაპირედ არის პატარა შემაღლება, სადაც დგანან პატივცემული დათა ახალაია, ხელმარჯვნივ გვერდს უმშვენებს მელნიკოვი და ხელმარცხნივ – ალანია. ჩემი ცემა შეაწყვეტინა ახალაიამ და თან ცინიკური ღიმილით, რა თქვა მაგან მოკვლასთან დაკავშირებითო და ვისაც ჰკითხა, არ დავაცადე და მე ვუპასუხე ისევ, რომ მოსაკლავად მოგვიყვანეთ აქ-მეთქი? რაც მიწოდა, იმ სიტყვებისგან თავს შევიკავებ. მიპასუხა, აბა, შენ რა გგონია, აქედან სახლში ცოცხალი მიხვალო? ამ დროს დათა ახალაია პიჯაკს სწევს, იღებს იარაღს, ტენის და იწყებს თამაშს – ხან მე მომიშვერს, ხან ვამეხს. ეს გრძელდება ორი-სამი წუთი და თან იცინის, პირველი რომელი? ჩემი დაუყოვნებელი კითხვა იყო, ანუ მართლა გვხოცავთ-მეთქო? ახალაია ეკითხება მელნიკოვს, ეს მართლა დებილია თუ თავს იდებილებსო. გასაგებია, მაშინ პირველი მე მესროლეთ-მეთქი. მანამდე მელნიკოვთან რაღაცას საუბრობდა აგდებით და ეს რომ ვუთხარი, გაჩერდა, დასერიოზულდა და გაიმეორე, რა თქვიო. მე ვუთხარი, დავრწმუნდი, რომ გვხოცავთ და კითხვაზე გიპასუხეთ, რომ პირველი მე მესროლეთ-მეთქი. რატომ შენო? მე ვუთხარი, ფაქტია, თქვენი თვალით ხედავთ, ეს ვერც ვერაფერს დაინახავს და ვერც ვერაფერს გაიგებს, ჩემი ბავშვობის მეგობრის, ჩემი ძმაკაცის, ნათელ-მირონის სიკვდილს ნუ მაყურებინებთ, ჯერ მე მესროლეთ და მერე მაგას, თქვენთვის აზრი ხომ არ აქვს-მეთქი. წევს ანალოგიურად პიჯაკს, იდებს იარაღს, ბრუნდებიან და იწყებენ სვლას გზისკენ და ეს ამალა მიჰყვება. ამ დროს ვამეხს ვეუბნები, რომ მიდიან“, – აღნიშნა კახა დაბრუნდაშვილმა.

კახა დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ თბილისში ჩასვლა შეძლო გამვლელების დახმარებით, რომლებიც ნაცემი მეგობრის ხევიდან ამოყვანაშიც დაეხმარნენ.

კახა დაბრუნდაშვილის განცხადებით, დღეს თავადაც და ვამეხ აბულაშვილიც შშმ პირები არიან.

„გაგვანახევრეს, ხალხნო. მე გავხდი პირველი ჯგუფის ინვალიდი, შეძენილი ეპილეფსია მაქვს, გულყრები, რაც მანამდე არ მქონდა. ვამეხმა თვალი დაკარგა, ჯანმრთელობა აქვს მომსპარი, ნამდვილად არ გვეგონა, თუ საერთოდ გაივლიდა. ორივე გაგვხადეს შშმ პირები“, – განაცხადა კახა დაბრუნდაშვილმა.

კახა დაბრუნდაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საზოგადოებას მიმართა:

„მივმართავ ფართო საზოგადოებას, დავიწყებ უშუალოდ ახალგაზრდებით, ვინც იმ წლებში ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, ვერც თავის თავზე გამოცდიდნენ. ხალხო, ჩემს მონაყოლს ვინც ხედავთ და ვინც უსმენთ, უბრალოდ, თქვენი არავისი არ მესმის, ამათ როგორ ითხოვთ, როგორ უდგახართ გვერდით, ჩემამდე არ დადის. მინდა, ყველას მოვუწოდო, გონს მოეგონ. ესენი არიან ის ხალხი, ვინც გაგებაში არ არის, ვის უდგანან გვერდში, ქვეყნის დამღუპველებს, ადამიანის მოკვლა შეეძლოთ ჩვეულებრივად, ამათთვის არაფერი არ იყო და ახლა დარწმუნებული ვარ, ალესილები გაწყვეტენ საქართველოს. მინდა, ყველას მივმართო, ცოტა გონს მოეგეთ. ეს ისტორიები, რასაც ჩემგან ისმენთ, რაც ჩემამდე მოისმინეთ და რასაც ჩემ შემდეგ მოისმენთ კიდევ, გაიაზრეთ, ხალხნო, ანალიზი გაუკეთეთ. გიყენებენ, თუ გგონიათ, რომ რაღაცას აკეთებთ, საზარბაზნე ხორცად გიყენებენ“, – განაცხადა კახა დაბრუნდაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა

რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.„დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პოლიტიკაში და ევროპის პოლიტიკის განმსაზღვრელი იყო აშშ. ამერიკის შეერთებული შტატები სახავდა ყველა ვექტორს, რომელსაც ევროკავშირი, როგორც მთლიანი და მისი ბევრი წევრი მიჰყვებოდა, მათ შორის ომთან დაკავშირებითაც.ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ეს ვექტორი შეიცვალა, მათ შორის მოხდა გარკვეული დისტანცირება და დაბნეულია ევროკავშირის ბიუროკრატია, მათ შორის დაბალი კვალიფიკაციის გამო. მილიონიანი სივრცეა ევროკავშირი, ბევრი ქვეყნით და სხვადასხვა პოლიტიკური ძალით. ჩვენ თავს ნუ დავიმდაბლებთ, ნუ გვგონია, რომ ყველა ჩვენზე ჭკვიანია ყველგან. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ამის ნათელი მაგალითი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„წითელ ზონაში ვართ, ევაკუაციისთვის მოგვამზადეს…“ – რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

იტალიაში სტიქიას ებრძვიან.იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სტიქიის ზონიდან ვიდეოს აქვეყნებს და წერს:„7 მეტრით მოიმატა მდინარემ, წითელ ზონაში ვართ, ევაკუაციისთვის მოგვამზადეს... ვკითხულიბ სოციუმში ქართველი ემიგრანტის ნათია ჯაბაურის სტატუსს და....ბორგოსეზია! ბიელა! ეს საშიშ ზონაში მდებარე დასახლებებია, მწერს ნათია...300-მდე ქართველი ვართო... თვითონ უფრო შემაღლებულ ადგილზეა და მაღალი კერძო სახლი აქვთ... უფრო დაბლა მცხოვრებლები გაიყვანესო! ჩემს 300 ქართველს ვუსურვებ სიმშვიდეს და ვუგზავნი ყველაზე ლამაზ სიტყვას მიყვარხართ  ამ 300 ქართველში რამდენი ადამიანის დედა! და! შვილი!მეუღლე არის...არც მინდა წარმოვიდგინო იქ ვინმე ჩემიანი და ამ დროს არ არსებობს ჩემი და შენი... აქ ყველა ჩვენ ვართეს სტიქიაც დაწყნარდება და ლამაზ კვირა დღეს და აღდგომის დღესასწაულს მოგმადლებთ უფალი უცხოეთის ცის ქვეშ ჩემო ქართველო ემიგრანტებო“, - წერია ფიქრია კუჭუხიძე. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ახლის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო, რითიც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.პროკურორის განმარტებით, გვარამიამ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს.სხდომას ესწრებოდა ნიკა გვარამია, რომელიც პროცესზე პოპკორნით მივიდა. პროკურორის თქმით, გვარამიას მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეც.ნიკა გვარამიას განცხადებით, ის არ აღიარებს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რადგან, მისი თქმით, კომისია არაკონსტიტუციურია. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის არანაირ კომისიაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, გირაოს თანხის გადახდასაც არ აპირებს.„ათიდან ათ შეთხვევაში დამოუკიდებელი მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. გამორიცხული ამბავია. გირაო 30 000 ლარი 50 დღის განმავლობაში – გადავიხდი თუ არა, ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად, რადგან ამ ყველაფერს შემხებლობა და ზემოქმედება ექნება არა მხოლოდ პირადად ჩემზე, არამედ ჩემს პარტიაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

შალვა პაპუაშვილი: დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ...

დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.წამყვანმა მას ჰკითხა, ელის თუ არა ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას და თუ ასე იქნება, რა რეაქცია ექნება ხალხს.„უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი, რომ საქართველოსთან მიმართებით ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, არ მაქვს. თუმცა ეს ძალიან სწორი აქცენტია იმისთვის, რომ მივხვდეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას და ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და სიტყვა ღირებულება რომ ძალიან მოსწონთ, ასე ცივსისხლიანად, პრაგმატულად ხალხზე ზეწოლით ფიქრობს ხელში ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე. ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით.რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დღეს ვუსმენდი გერმანიის ელჩის ინტერვიუს, რომელმაც თქვა, რომ ვიზა, ეს არის პრივილეგია, უნდა დავაფასოთო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეს აროგანტულობა სამწუხაროდ ახასიათებს გერმანიის ელჩს. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინსა თუ ფრანკფურტშიო. ეს 21-ე საუკუნის პოლიტიკას ეკადრება?! ეს არის ასი წლის წინანდელი მეთოდები, როდესაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნეაპოლი გლოვობს-საბაგირო გზა ჩაწყდა – არის მსხვერპლი

ტრაგედია მოხდა მონტე ფაიტოს საბაგიროზე, რომელიც აკავშირებს კასტელამარე დი სტაბიას სადგურს (ნეაპოლი) მონტე ფაიტოს მწვერვალთან.ოთხი მგზავრი და მძღოლი სისტემის ზემო დინების სალონში იყო ჩარჩენილი, რომელიც ხევში ჩავარდა, გაუმართაობის გამო, დღეს, შუადღისას. დაღუპულთა რაოდენობა იყო ოთხი ადამიანი, ერთი კი მძიმედ დაშავდა.შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობდა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.ქვემო დინებაზე მყოფ მეორე კაბინაში 16 ადამიანი გადაარჩინეს მას შემდეგ, როდესაც საბაგირო გზა გაწყდა და უსაფრთხოების სისტემამ ორივე კაბინა ჩაკეტა. თექვსმეტივე მგზავრი, ჰაერში იყო ჩამოკიდებული, საბედნიეროდ, მიწიდან მცირე მანძილით, რომლებიც თოკით  სათითაოდ ჩამოიყვანეს.საბაგირო გზა ხელახლა გაიხსნა ერთი კვირის წინ და 10 აპრილს განახლდა მარშრუტი, რომელიც გთავაზობთ თვალწარმტაცი ხედებს. - წერს იტალიური მედია

ბოლო სიახლეები