ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

მოულოდნელი ინციდენტი სტადიონზე-ვინ არის ფეხბურთელი რომელცავ მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა

სერია A-ს 32-ე ტურში “უდინეზესა” და “რომას” მატჩის 72-ე წუთზე “ჯალოროსის” მცველმა ევან ნდიკამ ხელი მკერდზე მოიკიდა და გაზონზე დაწვა.

“რომას” ექიმებმა მაშინვე სამედიცინო ჯგუფს უხმეს და კოტ-დივუარელი ფეხბურთელი საკაცით გაიყვანეს.

ნახეთ ვიდეო აქ 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„როგორ მივედით იქამდე, რომ ამერიკა მთელ მსოფლიოში გადასახადის გადამხდელთა ფულს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს უგზავნის, რომლებიც ძირს უთხრიან რელიგიურ თავისუფლებას“ – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

„როგორ მივედით იქამდე, რომ ამერიკა მთელ მსოფლიოში გადასახადის გადამხდელთა ფულს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს უგზავნის, რომლებიც ძირს უთხრიან რელიგიურ თავისუფლებას?“ - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების (IRF) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რელიგიური თავისუფლების დაცვა ასე არ გამოიყურება და ამას ეს ადმინისტრაცია დაასრულებს“,- აღნიშნავს ჯეი დი ვენსი.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობას უკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობას უკრძალავს. ეს მეოთხე აღმასრულებელი ბრძანებაა ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ, რომელსაც პრეზიდენტმა 20 იანვრიდან, თანამდებობის დაკავების შემდეგ, ხელი მოაწერა. „ამ აღმასრულებელი ბრძანებით ომი ქალთა სპორტზე დასრულებულია. ამ მომენტიდან, ქალთა სპორტი იქნება მხოლოდ ქალებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ახალი ცნობები-ბიანკა ცენსორი და კანიე უესტი კრიტიკის ქარცეცხლში

შიშველი ბიანკა ცენსორი და კანიე უესტი - გრემის წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წყვილის გამოჩენას საერთაშორისო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტუჩების მოძრაობის წაკითხვის სპეციალისტი, ნიკოლა ჰიკლინგი გამოცემა „დეილი მეილისთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ წითელ ხალიჩაზე კანიე მეუღლეს სპეციალურ მითითებს აძლევდა. ნიკოლა ჰიკლინგის თქმით, რეპერმა ბიანკას ასეთი სიტყვები უთხრა - „დადგი სცენა.. ეს აზრიანი იქნება.. ქურქი უკნიდან გადააგდე და შემობრუნდი. მე შენთან ვარ“.. ამბობენ იმასაც, რომ ბიანკასა და კანიეს ჩაცმულობა რეპერის ახალი ალბომის გარეკანის იმიტაციას ემსახურებოდა. უცხოური პრესის ცნობით, შოკის მომგვრელი სცენის შემდეგ კანიესა და ბიანკას გრემის ორგანიზატორებმა ცერემონიალის დატოვება მოსთხოვეს. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაციაც, რომ ისინი მხოლოდ წითელ ხალიჩაზე იყვნენ მიწვეულები და მისი დაჯილდოების ცერემონიას ამიტომ არ დაესწრნენ. ამერიკელი რეპერი და მისი მეუღლე, თავიანთი ქცევითა და ჩაცმის სტილით სკანდალში არაერთხელ გახვეულან. თუმცა, გრემზე მომხდარმა შემთხვევამ ყველაფერი გადაფარა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ბიანკას მეგობრები შეშფოთებულები არიან. მათი თქმით, კანიე ბიანკას ასე ჩაცმას აიძულებს და მასზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. კანიემ და ბიანკამ ერთმანეთი 2020 წლის ნოემბერში გაიცნეს, როდესაც უესტი კიმ კარდაშიანზე იყო დაქორწინებული. ბიანკა რეპერის კოპმანიაში ინტერიერის დიზაინერად მუშაობდა. 2022 წელს კანიემ ახალი ნამუშევარი, სახელწოდებით „ცენსორი - გადატვირთვა“ გამოუშვა. მაშინ გულშემატკივრებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ სიმღერაში კანიე მომავალ მეუღლეზე საუბრობდა. საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში წყვილი 2023 წელს მოექცა, როდესაც ბიანკა და კანიე პაპარაცებმა ბევერლი ჰილზის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირეს. როგორც ანონიმური წყაროები ამბობენ, წყვილმა მალულად იქორწინა. კანიე ბიანკას თავის მუზას უწოდებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბიანკა კანიესა და კიმ კარდაშიანის საერთო შვილთან, ნორთ უესტთან საკმაოდ დიდ დროს ატარებს. ანონიმური წყაროს ცნობით, კიმ კარდაშიანმა ყოფილი მეუღლე გააფრთხილა, რომ შვილებთან ყოფნის დროს ბიანკამ სხეული სრულად უნდა დაიფაროს. გრემის დაჯილდოებამდე ცოტა ხნით ადრე უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანიე და ბიანკა განქორწინებას აპირებდნენ. გამოცემა TMZ-ი წერდა, რომ წყვილს ერთად ცხოვრება უჭირდა და ურთიერთობაში უამრავი პრობლემა ჰქონდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კანიე და ბიანკა ერთად აღარ ჩნდებოდნენ.. თუმცა, გრემის წითელ ხალიჩაზე ცოლ-ქმრის გამოჩენამ ეს ეჭვები გააქარწყლა. როგორც ჩანს, კანიე და ბიანკა დაშორებას არ აპირებენ და საზოგადოებას მომავალშიც არაერთ სიუპრიზს უმზადებენ.

ანა წითლიძე – გიორგი გახარია ბოლო-ბოლო უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა, საქართველოს მოქალაქე ამ გადამწყვეტ ბრძოლაში არავის აპატიებს რაღაც გაურკვეველ პოზაში ყოფნას

ეს ცალსახად არასწორია და ცალსახად ტოვებს სპეკულაციის ძალიან ბევრ ნიშანს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებში, – ასე უპასუხა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ გიორგი გახარიას პარტია ამ დრომდე თავს იკავებს შესაბამისი მიმართვისგან და ისინი კვლავ რჩებიან მოქმედ დეპუტატებად, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ. „აბსოლუტურად აბსურდული განცხადება გააკეთეს დღეს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, ეს მანდატები იმისთვის სჭირდებათ, აქციაზე რაღაც იმუნიტეტი ჰქონდეთ, რომ ვიღაცამ არ დააკავოს და ეს ძალიან სასაცილოა“, – განაცხადა წითლიძემ. მისი თქმით, გიორგი გახარია ბოლო-ბოლო უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა. „მას უნდა, იყოს ნამდვილი ოპოზიცია, როგორიც არის პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც ამ ქვეყნის მომავლისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ უნდა, იყოს რაღაც „ქართული ოცნების“ დანამატი, რომელიც რაღაც გაურკვეველ პოზაშია, თითქოს ოპოზიციაა, მაგრამ არც ოპოზიციაა, თითქოს „ნაცობას“ და „ქოცობას“ ერთ სიბრტყეში აყენებს, გაუგებარ ქარდებს ავრცელებს და ა.შ. არ არის ახლა ის დრო. ახლა, ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, საქართველოს მოქალაქე ამ გადამწყვეტ ბრძოლაში არავის არ აპატიებს რაღაც გაურკვეველ პოზაში ყოფნას და არავის არ აპატიებს რაღაც ორმაგ თამაშს, ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა წითლიძემ. ანა წითლიძემ ასევე განაცხადა, რომ პირადად მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიისთვის გახარია პოლიტიკურ ავტორიტეტს არასდროს არ წარმოადგენდა, რადგან გახარია მათთვის არის ადამიანი, რომელიც არის 20 ივნისის შემოქმედი. „გახარია ასევე არის ადამიანი, რომელიც გაურკვევლად მოხვდა პრემიერ-მინისტრობის და შს მინისტრის პოსტზე პირდაპირ მოსკოვიდან, რადგან მისი საქმიანობა პირდაპირ მოსკოვში იყო დაკავშირებული, ის მოსკოვში მოღვაწეობდა. ეს ცნობილია და პარტიიდან მისი წამოსვლაც მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მას ირაკლი ღარიბაშვილთან და კობახიძესთან ჰქონდა პარტიული დაპირისპირება, თორემ რაღაც ღირებულებითი თანხვედრა არ ჰქონიათ. მიუხედავად ამისა, პირველია, როდესაც მე ამას თქვენ ეთერში ასე ვსაუბრობ“, – განაცხადა წითლიძემ.

VIDEO: სალომე ზურაბიშვილის მისია, ამოწურულია ბოლომდე და ის არის სტიპენდიატი იმ ფონდის, რომელმა ფონდმაც შეიძლება შეუწყვიტოს სტიპენდია – ბიძინა გიორგობიანი

„სალომე ზურაბიშვილის მისია, ამოწურულია ბოლომდე და ის არის სტიპენდიატი იმ ფონდის, რომელმა ფონდმაც შეიძლება შეუწყვიტოს სტიპენდია და რომელი ფონდის საქმიანობაც შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნეს შესწავლილი შესაბამისი ორგანოებისგან...“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემა ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „ის სჭირდებოდა ოპოზიციას მოცემული, კონკრეტული მომენტისთვის. მას იყენებდნენ როგორც მოკავშირეს ევროპულ სტრუქტურებსა და აქაური ოპოზიციური პარტიის ე.წ ლიდერებს შორის კოორდინატორად“ - განაცხადა გიორგობიანმა.  

ბოლო სიახლეები