ორშაბათი, ივნისი 8, 2026

მოსკოვისკენ მიმავალი ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავმა ბაქოში იძულებითი დაშვება განახორციელა

მოსკოვისკენ მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავმა ბაქოში იძულებითი დაშვება განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის დედაქალაქის აეროპორტში იძულებითი დაშვების მიზეზი რუსეთის საჰაერო სივრცეში თავდაცვის სისტემების მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გახდა.

შესაბამისი ნებართვის გაცემის შემდეგ, მოგვიანებით ვუჩიჩის თვითმფრინავს მოსკოვში გაფრენის უფლება მისცეს.

ცნობისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩი რუსეთის დედაქალაქში მიემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს 9 მაისს, წითელ მოედანზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც ირაკლი კობახიძე X-ზე წერს, მზადყოფნას გამოთქვამს მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.„გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. 

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით

ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.„ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა, ამის გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება. საქართველო ჩვენი მოძმე ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას გავაგრძელებთ”,- განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, ხმების 80%-ზე მეტია დათვლილი, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას 50.07 პროცენტი აქვს

სომხეთის ცესკო-ს განახლებული მონაცემებით, დილის 08:00 საათისთვის დათვლილია ხმების 80 %-ზე მეტი, ანუ მილიონ 298 ათას 251 ხმა.მართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს 50.07%-ით. მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 23.33%-ით. მესამე ადგილს იკავებს ბლოკი „სომხეთი“ 9.83%-ით. პარტია „ აყვავებულ სომხეთს” – 4.03%. დანარჩენი პარტიები 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავენ.სულ არჩევნებში ხმა დააფიქსირა 1 476 597-მა ამომრჩეველმა.სომხეთის კანონმდებლობით, თუ სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობა არ შედგება, 28 დღეში იმართება მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ორი პარტია, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები „მადლობის მარშს“ მართავენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები, ბავშვებთან და მოქალაქეებთან ერთად, „მადლობის მარშს“ მართავენ.მშობლების განცხადებით, აღნიშნული აქტით მადლობას უხდიან როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მშობლების მიერ გამართულ აქციებში მონაწილეობდა.მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება.დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, რამდენიმეთვიანი ბრძოლის მთავარი მიზანი მიღწეულია, მათი გზავნილი კი არის, რომ ბავშვების სიცოცხლე გადარჩენილია.შეგახსენებთ, 4 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენის მქონე ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხზე.

დიმიტრი პესკოვი – ჩვენ არასოდეს გვეკეთა ვარდისფერი სათვალე, არ გაგვიზვიადებია აშშ-ის შესაძლებლობა, გადაჭრას რთული პრობლემა, ამავე დროს, მივესალმებით მათ მზაობას, განაგრძონ დახმარება მოლაპარაკებებში

რუსეთი აშშ-ის შუამავლობის შესაძლებლობებს ვარდისფერი სათვალით არასდროს უყურებდა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ არასოდეს გვეკეთა ვარდისფერი სათვალე და არასოდეს გაგვიზვიადებია ვაშინგტონის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას რაიმე რთული პრობლემა. საბოლოო ჯამში, ვაშინგტონი საკუთარ ეროვნულ ინტერესებს მისდევს, ჩვენ ამას პატივისცემით ვეკიდებით. ამასთანავე, ჩვენ მივესალმებით ვაშინგტონის მზაობას, განაგრძოს კეთილი სამსახურის გაწევა და დახმარება უკრაინის გარშემო მოლაპარაკებების მოგვარებაში“, – აღნიშნა პესკოვმა.კრემლის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს.

ბოლო სიახლეები