სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესში ცვლილებები დამტკიცდა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, გაიზარდა საგამოცდო კომისიის წევრთა რაოდენობა 15-დან 20-მდე, ასევე გაჩნდა სპეციალური ქვეთავი, რომელიც უსაფრთხოებას გულისხმობს. ამის შესახებ 1tv წერს.

ამასთან, იქმნება სპეციალური ელექტრონული სისტემა, რომელზე წვდომაც შეზღუდული იქნება. საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის წესში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რომელზე მსჯელობა სამომავლოდაც გაგრძელდება.

“მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ნაწილი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხება იყო ამ კუთხით, დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და განისაზღვრა პროგრამა გამოცდების ჩატარებისთვის. მომდევნო სხდომაზე საბჭო აუცილებლად იმსჯელებს უკვე შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა. არის ვალდებულება, რომ ყველა კომისიის წევრს გავლილი ჰქონდეს სპეციალური ტრეინინგი ტესტირების შედგენაში, რომელიც გამოცდების ეროვნულ ცენტრში გავლილი აქვთ და სერთიფიკატი აქვთ მიღებული დღეს არსებულ შემადგენლობას, რომელიც უკვე დააკომპლექტა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რაც უზრუნველყოფს ძალიან მაღალ ხარისხს გამოცდების შინაარსობრივი მიმართულებით”,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ გამოცდები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. მისი მოსაზრებით, მართებული არ იქნება და ეს აღიქმება ისე, რომ მოსამართლეთა შერჩევა- დანიშვნის პროცესში ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან ხდება ჩარევა.

კითხვაზე საგამოცდო ცენტრი როგორ უკავშირდება აღმასრულებელ ხელისუფლებას, საბჭოს მდივანი განმარტავს, რომ კონკრეტულად naec.ge- ს ობიექტურიბასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, თუმცა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის რაღაც ეტაპის გატანა სასამართლო სისტემიდან სწორი არ იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვარლამ ლიპარტელიანი – ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ეს კარგი ნაბიჯია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ ჩინეთში განათლების მიღება

ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ახალგაზრდები ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.„აღსანიშნავია, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ურთიერთობა ჩინეთისა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდებს შორის. ვფიქრობ, ეს ძალიან ღირსეული და კარგი ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომ მომავალში უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ თავისუფლად ჩამოსვლა ჩინეთში, მიიღონ განათლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მიმართულებითაც იქნება ბევრი მუშაობა, რადგან ბევრი ტრადიცია და კულტურა აკავშირებს ქართულსა და ჩინურ მხარეს. მინდა ვთქვა, რომ წარმატებით ჩაიარა ამ შეხვედრამ და ძალიან დადებითად ვართ განწყობილი სამომავლო გეგმების მიმართულებით“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიებს ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 2026 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 86/87 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიების ციკლს, რომელიც დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხს ეხება და რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობასთან, მიღებულ გადაწყვეტილებებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან დაკავშირებით გავრცელებულია არაერთი მცდარი, დაუსაბუთებელი და რეპუტაციის შემლახველი განცხადება.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პუბლიკაციები სცდება საკითხის ობიექტური და კეთილსინდისიერი გაშუქების ფარგლებს და შეიცავს უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და, მათ შორის, ღვაწლმოსილი პროფესორების ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის შემლახველ „შეფასებებს“. მსგავსი შინაარსის განცხადებები, სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ვერ ჩაითვლება საზოგადოებრივი ინტერესით განპირობებული ინფორმაციის გავრცელების სათანადო ფორმად.„დომენტი (დიტო) ჩუბინიძისთვის, როგორც აკადემიური თანამდებობის პირისთვის, ცნობილი უნდა იყოს, რომ უნივერსიტეტის მხრიდან სრულად იყო დაცული ეთიკის ნორმები და ეთიკის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. კერძოდ, დაცული იყო როგორც ეთიკის კომისიის სხდომის მიმდინარეობის, ისე სხდომის ოქმისა და მასთან დაკავშირებული მასალების კონფიდენციალურობა. „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოებას მიეწოდა შინაარსობრივად დამახინჯებული მონაცემები, მათ შორის, მიზანმიმართულად გავრცელდა მცდარი ცნობები, თითქოსდა უნივერსიტეტმა დიტო ჩუბინიძესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საჭიროდ მიიჩნევს, საჯაროდ განმარტოს საკითხის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში წარმოებული საქმის გამო.აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა დომენტი ჩუბინიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში წარდგენილი ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. შესაბამისად, უნივერსიტეტის გადაწყვეტილება განპირობებული იყო კონკრეტული სამართლებრივი გარემოებებითა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საუბარია შრომითი ურთიერთობის შეჩერებაზე და არა მის შეწყვეტაზე. ამდენად, პუბლიკაციებში ამ ორი განსხვავებული სამართლებრივი დეფინიციის ერთმანეთთან გაიგივება რეალობის დამახინჯებულ სურათს ქმნის და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, თითქოს მის მიერ განხორციელებული მოქმედებები კანონსაწინააღმდეგო, თვითნებური ან კონკრეტული პირის უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. უნივერსიტეტი მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და შიდა მარეგულირებელი აქტების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღებისას დაცული იყო დადგენილი პროცედურები, ეთიკური სტანდარტები და შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნები.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს სცემს და სრულად იზიარებს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და აცნობიერებს, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ან ბრალის წარდგენა ავტომატურად არ ადასტურებს მის დანაშაულს. ამასთან, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს უნივერსიტეტის ვალდებულებას, იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის, საკუთარი შიდა რეგულაციებისა და აკადემიური ეთიკის პრინციპების შესაბამისად.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცალსახად აცხადებს, რომ დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს, ისევე როგორც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, აქვს უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება. გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთების შეფასება - შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში - კომპეტენტური ორგანოების პრეროგატივაა და არა მედიის საშუალებით გავრცელებული ცალმხრივი შეფასებებისა თუ ზეწოლის საგანი.უნივერსიტეტი მოუწოდებს სტატიის ავტორებსა და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქციას, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის, ობიექტურობისა და სიზუსტის პრინციპები, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და ფაქტების დამახინჯებული ინტერპრეტაციის გავრცელებისგან და პატივი სცენ უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და თითოეული თანამშრომლის კანონიერ უფლებებსა და პროფესიულ რეპუტაციას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აფრთხილებს დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს, რომ უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, უნივერსიტეტისა და მისი აკადემიური პერსონალის შესახებ არაზუსტი, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ინფორმაციის გავრცელებისა და უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების კვლავაც გამოქვეყნების შემთხვევაში, საკითხი განსახილველად გადაეცემა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიას, რომელიც იმსჯელებს აღნიშნული ქმედებების ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობისა და მათზე სათანადო რეაგირების საკითხზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი სპორტული კომენტატორისა და მსახიობის, კოტე მახარაძის შვილი, ბაია (ბარბარე) მახარაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბაია მახარაძე მძიმე სენს ებრძოდა.ბაია, კოტე მახარაძის და მარინა ფიშერის საერთო შვილი იყო.„რით დავიწყო ეს პოსტი არ ვიცი. როგორ დავწერო ან და ენა როგორ მიტრიალდება იმის თქმით, რომ დეიდაჩემი, ბარბარე (ბაია, ბაიკო) მახარაძე აღარ გვყავს. კოტეს შვილი, ივიკოს და მაკას უმცროსი და. დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი. საშინელმა სენმა უცაბედად გამოაცალა ცხოვრებას. ჩვენი გოგო ჩაქრა როგორც პატარა ვარსკვლავი. დაუჯერებელია, უბრალოდ დაუჯერებელი…პანაშვიდი: 11 ნოემბერს 17: 00 ვაკის სამებაში .გასვენება: 12 ნოემბერი-,14:00 ვაკის სასაფლაო“,- წერს ანუკა მურვანიძე.

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისსა და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსთან მიმართებით მსოფლიო ბანკის მიერ არსებული და დაგეგმილი ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარე ანალიტიკურ სამუშაოს და მასთან დაკავშირებულ კვლევებს ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური ზრდის, შრომის ბაზრის განვითარების, სიღარიბის შემცირებისა და თანაბარი განვითარების მიმართულებით.„განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე ტენდენციები და განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების შედეგები ეკონომიკის მდგრადობაზე.შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო მიქელაძე“, – აღნოშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩინეთში შეხვედრებს გამართავს

ძალიან მნიშვნელოვანია პეკინში ჩვენი ვიზიტი. გვექნება საინტერესო შეხვედრები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდული მიმართულებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ჩინეთში განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს სურს ჩინეთთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება.„ზაფხულში საქართველოში ჩინელი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. ძალიან საინტერესო იყო მათთან შეხვედრა, ისინი საკმაოდ კარგად იცნობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ძალიან კარგად კითხულობენ ჩვენს ლექსებს და ეს შეხვედრები სწორედ ამის გაგრძელებაა. ჩინელმა ახალგაზრდებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ჩვენც გვინდა, უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. საკმაოდ კარგად ჩაიარა შეხვედრებმა. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელმწიფოა თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით და საქართველოს აქვს პოტენციალი, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან, რაც სამომავლოდ ჩვენს ქვეყენას მხოლოდ წაადგება. მოხდება გამოცდილების გაზიარებაც, გვექნება სამომავლო ხედვები, გეგმები, თუ როგორ შეიძლება, გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით. ძალიან ბევრი ისეთი რამ არის, რაც ჩვენთვის გამოსადეგი იქნება, ასევე გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. ვფიქრობ, შეხვედრები ნაყოფიერად და კარგად ჩაივლის“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ბოლო სიახლეები