თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახალი მიმართულება დაემატა. საუბარია, ატირაუ-თბილისი-ატირაუ მიმართულებაზე, სადაც პირველი ავიარეისი 27 მაისს შესრულება.
როგორც აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფრენებს ყაზახური ავიაკომპანია Air Astana, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ბილეთების შეძენა კი, ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.airastana.com უკვე შესაძლებელია.
გარდა ამისა, აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს, ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს.
“ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს.
Air Astana, ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს, თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.