ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

მიხეილ ყაველაშვილი: 90-იანი წლებში შვეიცარია რომ ჩვენთვის სამოთხეს წარმოადგენდა, დღეს მას გავუსწარით უსაფრთხოების მხრივ – ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ უსაფრთხო ქვეყნების შესახებ ანგარიშში საქართველო შვეიცარიაზე წინ აღმოჩნდებოდა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რაც უსაფრთხოების მხრივ საქართველომ 90-იანი წლებიდან დღემდე განიცადა და აღნიშნა, რომ მიგრაციის ფონზე ევროპა, პირიქით, ამ მხრივ რეგრესს განიცდის.

„ორგანიზაცია numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით უსაფრთხოების შესახებ ანგარიში რომ გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად და მეოთხე ადგილს იკავებს, მაშინ, როცა შვეიცარია მეხუთე ადგილზეა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. შვეიცარიაში ვიცხოვრე წლები. 90-იანებში ძველი შვეიცარიელები მეუბნებოდნენ, რომ იქ უბრალოდ დანაშაული არ ხდებოდა. არც სახლს ვკეტავდით, არც მანქანას, სამოთხე დედამიწაზე – ასეთი ქვეყანა იყო. წარმოიდგინეთ, ამ მიგრაციამ რა გააკეთა, რომ შვეიცარიაში სახიფათო ადგილები გაჩნდა. ამ მხრივ ბოლოდან მესამე ადგილზეა პარიზი – ღამე ქუჩაში ვერ გადიან. ამ დროს, საქართველოს რომ მუდმივად ამუნათებს რადიკალური ოპოზიცია და ხან კრიმინალს ახსენებს და ხან რას, ხომ დავინახეთ თუ რომელი ადგილი დაიკავა უსაფრთხო ქვეყნებში? აქ ჩამოსულ ევროპელ სტუმრებთან როცა მაქვს კომუნიკაცია, ყველასგან მხოლოდ დადებით შეფასებებს ვისმენ. მე 90-იანი წლების თბილისიდან რომ წავედი და აშშ-ში რამე წარწერას ვნახავდი, რომ იქ არ შეიძლებოდა თუ სახიფათო იყო და ა.შ., მეცინებოდა. რას უნდა გავეკვირვებინე, ისეთები მქონდა აქ ნანახი. ახლა კიდევ, ახალი თაობა, რომელიც აქ დაიბადა, ვერ ხედავს თუ რა პროგრესი განიცადა საქართველომ, მაშინ როცა სხვა ქვეყნები რეგრესს განიცდიან.

ევროკავშირის წევრი არ არის ბულგარეთი, ალბანეთი ან რუმინეთი? რატომ არ მიდიან საქართველოდან იქ და მიდიან – გერმანიაში ან სხვაგან? იმიტომ, რომ ჩვენთან უკეთესი ცხოვრებაა. აბა, ნახონ, ევროკავშირში მიღების შემდეგ ლიეტუვიდან ან პოლონეთიდან რამდენი ადამიანია წასული. აქ რომ ცდილობენ მიგრაცია ხელისუფლებას დააბრალონ და ჩანერგონ აზრი, რომ ქვეყანაში არაფერი ვითარდება, ეს არის სიცრუეზე დაფუძნებული ნარატივი. კი, რა თქმა უნდა, ევროკავშირი გვინდა და ეს არასდროს დაგვიმალავს, მაგრამ რაციონალურად, გონიერად, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას ყველაფერზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში, მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, მძევლები მალე გათავისუფლდებიან. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ოფიციალურად მომდევნო საათებში გამოცხადდება. შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.

იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე: სერია A კარგავს საოცარ მოთამაშეს, მან იტალიური ფეხბურთი შეცვალა

იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ Sky Sports-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა: „ვცდილობ კვარაცხელიაზე დახუჭული თვალებით ან ყურებზე აფარებული ხელებით ვისაუბრო... ეს მარტივი არ არის, სერია A კარგავს საოცარ მოთამაშეს. მან იტალიური ფეხბურთი შეცვალა, ის იყო ბოლო წლების კაშკაშა ვარსკვლავი. კვარა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კერპი იყო. თავიდან არავინ იცოდა ვინ იყო ის ან როგორ გამოითქმებოდა მისი გვარი, მაგრამ როდესაც პირველად ხვიჩას თამაში ვნახე, მივხვდი თუ რა დონის ფეხბურთელთანაც გვქონდა საქმე. იტალიიდან და კერძოდ, ნაპოლიდან წავიდა ვიქტორ ოსიმენიც, მაგრამ არავინ ატირდა ამის გამო... დღეს კი ყველა განიცდის კვარას წასვლას. ხვიჩა ყველას ძალიან მოგვენატრება, ამაში დარწმუნებული ვარ." ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს დღეებში ნაპოლის დატოვებს. ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში გადასვლასთანაა ახლოს.

გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი,...

ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა. „როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება,“- განაცხადა პრემიერმა.

ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა – ირაკლი კობახიძე

ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შედგება ყველა თემაზე. „ევროპის საბჭოს მონიტორებთან ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი, შევეხებით აბსოლუტურად ყველა საკითხს, მათ შორის მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი. ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი გაყალბება, ან რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა, ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო რადიკალური ოპოზიციის ხუთივე...

ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეს დაადასტურა პირველ რიგში ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია. „ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა. ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია, ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და ეს პრაქტიკულად უკვე დაადგინა საქართველოს პროკურატურამ. ასევე, ეს ფაქტი დასტურდება იმით, რომ ყველა თავს არიდებს გამოძიებას, მისვლას გამოკითხვაზე, მიზეზი არის მარტივი, არავის აქვს არავითარი მტკიცებულება, არათუ გაყალბებასთან, არამედ რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებითაც კი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია. როგორც ჩვენ 4 წლის წინ დავუმტკიცეთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არა არჩევნები იყო გაყალბებული, არამედ გაყალბებული იყო მათი პარალელური დათვლის შედეგები, ასევე წელსაც დამტკიცდა, რომ გაყალბდა არა არჩევნები, არამედ გაყალბდა მათი ეგზიტპოლები. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი არის აქაც უსუსური მცდელობა, რომ რაღაცნაირად შემოიტანონ არეულობა პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა 4 წლის წინანდელი მოვლენებისგან განსხვავებითაც კი, წელს ამის არანაირი რესურსი აღარ აქვთ,“- განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები