ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

მიხეილ ყაველაშვილი: “ხალხის ძალის” კანონპროექტმა თავისი საქმე მართლაც გააკეთა – პირდაპირ გამოაშკარავდა მათი ზრახვები, ვინც ამ კანონპროექტის წარდგენის გამო წუხდნენ

„მართლაც გაურკვეველი იყო მთელი ის პროცესი, რომელიც ამ კანონპროექტს თან ახლდა. ფაქტობრივად ამ კანონპროექტმა თავისი საქმე მართლაც გააკეთა. პირდაპირ გამოაშკარავდა მათი ზრახვები, ვინც ამ კანონპროექტის წარდგენის გამო წუხდნენ. სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი.

მისივე თქმით, კანონპროექტის უკან გაწვევის შემდეგაც, საზოგადოებრივი მოძრაობა არ აპირებს, გადაუხვიოს იმ მიზნებიდან, რის გამოც „ხალხის ძალა“ შეიქმნა.

„რადგანაც „ხალხის ძალა“, სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ სიმართლე მიაწოდოს საზოგადოების ყველა სეგმენტს, ჩვენი ვალია, რომ როცა ეს ვნებათაღელვა გადაივლის, ამ კანონპროექტზე საუბარი არ შევწყვიტოთ და ვეცადოთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ შინაარსი, თუ რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი. შემდეგ კი ახალგაზრდებმაც და ზრდასრულებმაც, როგორც ამ ქვეყანაზე პასუხისმგებელმა პირებმა, თავად გადაწყვიტონ, თუ რას ემსახურებოდა რეალურად ეს კანონპროექტი.

დღეს ისიც მოვისმინე, რომ, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ კანონის მიღება ევროკავშირსა და განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან, თურმე, არ შეიძლება იმიტომ, რომ სასამართლო არ გვივარგა. რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა რუსული აღარ ახსენა და გამოთქვა აზრი, რომ ამ კანონპროექტის მიღება არ შეიძლება, რადგან ხელისუფლება არ გვივარგა, არ არის მზად, უზრუნველყოს ამ კანონის დაცვა ქვეყანაში, ამიტომაც უნდა დავანებოთ თავი ამ კანონპროექტს. თუ ასე მივუდგებით ამ საკითხს, ესე იგი ნებისმიერი კანონპროექტი რომელიც შეესაბამება ევროკავშირსა და განვითარებულ ქვეყნებს, საქართველოში არ უნდა მივიღოთ.

ჩემთვის დღემდე გაურკვეველია ჩვენი საზოგადოებისა და ოპონენტების პოზიცია, რადგან ჩვენ, „ხალხის ძალა“, ვმოქმედებდით დემოკრატიის იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომელზედაც დგას მთელი ევროპული სამყარო. სწორედ ის ევროპული სამყარო, რომლის ნაწილად ყოფნაც ჩვენს მიზანს წარმოადგენს. ჩვენი მიზანი იყო ამ კანონპროექტზე მსჯელობა და აქედან გამოტანილი სამართლიანი, ჭეშმარიტი აზრის საზოგადოებისთვის მიწოდება.

ჩვენი კანონპროექტი დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობოდა და ასეთივე დემოკრატიული იყო „ხალხის ძალის“ მიდგომაც: თავდაპირველად წლის ბოლოს განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამ კანონპროექტზე დავიწყებდით კონსულტაციებს მმართველ ძალასთან; ამ კონსულტაციების შემდეგ დავაინიცირეთ კანონპროექტი. ვფიქრობდით, რომ პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტი გახდებოდა მსჯელობის საგანი და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც განსხვავებული აზრი ექნებოდათ, ჩაებმებოდნენ განხილვის პროცესში და დააფიქსირებდნენ, თუ რა არის მათთვის მიუღებელი. რა თქმა უნდა, როდესაც კანონპროექტი განიხილება, რაღაც მუხლი მისაღებია, რაღაცაზე მსჯელობაა საჭირო, რაღაც უნდა შევცვალოთ და ასე შემდეგ. ყველას შეეძლო ამ პროცესში მონაწილეობის მიღება.
ტერმინზე [„აგენტი“] თავიდანვე გაკეთდა აქცენტი. მეორე მოსმენით შეიძლებოდა ტერმინზე საუბარი და წინასწარ განვაცხადეთ კიდეც, რომ შესაძლებელია ამ ტერმინის ცვლილება ისევ ამ კონსულტაციების შედეგად. მოგვიანებით განვაცხადეთ, რომ პირველი მოსმენის შემდეგ გავაგზავნიდით კანონპროქტს ვენეციის კომისიაში და დაველოდებოდით მის პასუხსა და შეფასებას, შემდეგ კი განვაგრძობდით ამ კანონპროექტზე მსჯელობას – სწორედ ეს არის დემოკრატიული, ჯანსაღი პროცესი.

პირველი, ვინც ამას შეეწინააღმდეგა და ვინც „რუსული“ დაარქვა, იყო ნედ პრაისი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი. ეს ამბავი განსაცვიფრებელი იყო, მაშინაც ირონიით შევხედე ამ საკითხს. რა უნდა მექნა, დამერეკა, ნედ პრაისისთვის და შემეთანხმებინა ეს ელემენტარული ჭეშმარიტება, პარლამენტის წევრის მიერ კანონპროექტის ინიცირების ანბანი-მეთქი?!

გაკეთებულმა შეფასებებმა გამოაჩინა, რაც დაიგეგმა საქართველოს წინააღმდეგ და ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში. გამომჟღავნდა ზრახვები, თუ ვის რა ინტერესი ჰქონდა და კანონპროექტი როგორ გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფი თე­ო­ნა მუ­სე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძო­და გარ­და­იც­ვა­ლა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ გარდაიცვალა მოცეკვავე, თეონა მუსელიანი.,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ქართველ ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი - თეონა მუსელიანი",-წერია განცხადებაში.ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ემსხვერპლა.

მიხეილ ყაველაშვილი – ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე, მიზანდასახულობა და მონდომება აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აბიტურიენტებს აუცილებლად მიიყვანს სასურველ შედეგამდე.„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო.გჯეროდეთ საკუთარი თავის – თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

წვიმა და დაბალი ტემპერატურა – ამინდი უარესდება

3 ივლისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი მკვეთრად უარესდება.ყველაზე მაღალი ტემპერატურა გაგრასა და სოხუმში, +23  გრადუსი დაფიქსირდება, ყველაზე დაბალი კი, გუდაურში +8 გრადუსია მოსალოდნელი.გაგრა +23 - უმეტესად ღრუბლიანისოხუმი +23 - უმეტესად მზიანიზუგდიდი +22 - წვიმამესტია +15 - წვიმაფოთი +22 - წვიმაბათუმი +21 - წვიმაოზურგეთი +21 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +18 - წვიმაახალციხე +17 - წვიმაბორჯომი +14 - წვიმაბაკურიანი +11 - წვიმაგორი +18 - წვიმაცხინვალი +16 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +8 - წვიმათელავი +18 - წვიმარუსთავი +20 - წვიმათბილისი +19 - წვიმა

ირაკლი კობახიძე – ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება, გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს მომავალი, წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება.„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები თქვენი მრავალწლიანი შრომის კულმინაციაა.მჯერა, ამ ეტაპს თითოეული თქვენგანი ღირსეულად, ცოდნისა და უნარების მაქსიმალური მობილიზებით შეხვდება.ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება. ამიტომ, თქვენი ყოველი ნაბიჯი წინ, პირადი განვითარებისკენ, ამავდროულად საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისკენ გადადგმული ნაბიჯია. გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე“, – აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.

მამუკა ხაზარაძე – მოვუწოდებ ყველას, გავაერთიანოთ ძალები, წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით

ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა, ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნაა უპირველესი – ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წერილშია აღნიშნული.როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, აქამდე გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები.„„ლელოს“ დაფუძნების ორი მთავარი მიზეზი არსებობდა. პირველი, დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება“, რომელიც აშკარად რუსულ პოლიტიკას ატარებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ; და მეორე, დაგვერღვია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული „ქოცურ-ნაცური“ მოცემულობა და შანსი მიგვეცა ე.წ. შუა ამომრჩევლისთვის თავისი ხმის რეალიზაციაში, ქვეყნის განვითარების საქმეში.ამ განვლილი წლების განმავლობაში „ლელო“ და მისი გუნდი სულ პროტესტის წინა ხაზზე იდგა. „ლელო“ პირველივე დღეებიდან იყო ინიციატორი ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებისა და ამისათვის სხვადასხვა დროს მრავალი ინიციატივა და ძალისხმევა გამოიჩინა. მათ შორის, ისეთი ნაბიჯებიც გადადგა ერთობის სასარგებლოდ, რამაც საკუთარი ამომრჩევლის გულისწყრომა და ზოგ შემთხვევაში დაკარგვაც კი გამოიწვია (2021 წლის მერის არჩევნები ამის ერთ-ერთი მაგალითია). მიუხედავად ამისა, „ლელო“ სულ იდგა და ახლაც დგას ერთიანობის მომხრედ და ინიციატორად.სამწუხაროა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების შემდეგ ჩვენ მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვებას არ მოჰყვა ე.წ. ალტერნატიული პარლამენტის, ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ნორმალური კომუნიკაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოლიდერმა სატელევიზიო ბრიფინგებით კომუნიკაცია გადაწყვიტა ჩვენთან, რომელსაც დაუფარავად, პერიოდულად ბულინგის ელემენტებიც ახლდა. მე არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ვინმემ, რომ შესაძლებელია ჩვენზე ასეთი ფორმით ზემოქმედება?! როგორც ჩანს, სულ დიალოგისა და ერთმანეთისკენ მოწოდება ვიღაცამ ჩვენს სისუსტედ ჩათვალა.აქვე, მკაფიოდ ვიტყვი, რბილად რომ ვთქვა, სამწუხაროა, ეს მოცემულობა და ვერანაირი მსგავსი ზეწოლა, კამპანია ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა!ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა! ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნა იყო და არის უპირველესი – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქამდე კი გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები.ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ოცნებას“ არ უნდა დავუთმოთ არცერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა იყოს იგი. ქართველების ბრძოლა სწორედ უთანასწორო ბრძოლებითაა ცნობილი. სწორედ ასეთი უთანასწორო ბრძოლებით შევინარჩუნეთ ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობა. ეს პროცესია და არა ერთჯერადი აქტი, როცა გავიღვიძებთ და ყველაფერი შეცვლილი დაგვხვდება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ბრძოლა და ერთობა და, რაც მთავარია, მოყვასის, პარტნიორის და მოწინააღმდეგის გარჩევა უნდა ვისწავლოთ“, – ნათქვამია ხაზარაძის წერილში.ამასთან, ხაზარაძე წერილში ოპოზიციას გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენაა გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი.„შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი ვგრძნობ, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ ჩვენ წინააღმდეგ. მეგობრულად მოგმართავთ, ეს კამპანია იქნება უშედეგო… ასევე, მტერი და მოწინააღმდეგე, მგონი, ცნობილია ყველასთვის და ფოკუსი მათზე უნდა გასწორდეს!დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გავაერთიანოთ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად. ნუ მივცემთ „ოცნებას“ ყველა დონეზე სისტემური ჩაბეტონების საშუალებას! წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით, რომლის სარეალიზაციო გეგმის შედეგი სრულიად ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ვერ მოვისმინე, რა ხდება 4 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს, გარდა „ოცნების“ უფრო გაძლიერებისა. ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენა არის გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი!თქვენი მამუკა ხაზარაძე. საკანი 208“, – წერს ხაზარაძე წერილში.

ბოლო სიახლეები