ძლიერი და ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე. საბოლოოდ სწორედ მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც შევძლებთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის საერთო სიკეთეებით სარგებლობა ისევე იყოს შესაძლებელი სოხუმსა და ცხინვალში, როგორც თბილისსა და ბათუმში, გორსა და ზუგდიდში და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, სჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და აყვავებული.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.