კვირა, მაისი 18, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – ძლიერი ოჯახი ქმნის ადამიანის სულიერი სიმტკიცის საფუძველს, აქ ყალიბდება ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებები, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს

ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის, სადაც ვსწავლობთ პირველ გაკვეთილებს ღვთის სიყვარულზე, კაცთმოყვარეობაზე, სითბოზე, თანაგრძნობასა და ურთიერთპატივისცემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ულოცავს.

„დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღვნიშნავთ. ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის, სადაც ვსწავლობთ პირველ გაკვეთილებს ღვთის სიყვარულზე, კაცთმოყვარეობაზე, სითბოზე, თანაგრძნობასა და ურთიერთპატივისცემაზე. სწორედ აქ ყალიბდება ჩვენი ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებები – სამშობლოს ერთგულება, პასუხისმგებლობა და სამართლიანობა. ოჯახი გახლავთ ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ.

ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! თითოეულ ოჯახს გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას!“ – წერს ყაველაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა ბექაურმა ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლაშამ ავსტრიის სახელით გამომსვლელი ისლამჰანოვი რამდენიმე წამში იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ესპანური ტურნირი პირველი შეჯიბრებაა, რომელშიც ბექაური მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობაზე საქართველოდან მხოლოდ ლაშა ბექაური ასპარეზობს.

🇦🇹 ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი 25 წლის JJ გახდა, სიმღერით Wasted Love.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი 25 წლის JJ გახდა, სიმღერით Wasted Love. მან 436 ქულა მიიღო.მუსიკალური კონკურსის გრანდიოზული ფინალი 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, St. Jakobshalle-ში გაიმართა.ევროვიზია 2025-ზე ოცდაექვსივე ფინალისტი გამოვლინდა: ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ისლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, სან მარინო და ალბანეთი.

ამინდი მკვეთრად გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს."18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

„დანა გულში ჩაარტყეს…“ – ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.,,გულში დაარტყეს დანა, სასწრაფომ წაიყვანა“,- ამბობენ ადგილობრივები რეგიონალურ მედიასთან.არსებული ინფორმაციით, დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებია – ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა „ოსერი“ 3:1 დაამარცხა. სამიდან ორი გოლი ქართველმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოცემა „სოფასკორმა“ კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა – 10.„ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. ყველაფერი გამოვიდა. წინ მნიშვნელოვანი მატჩებია – საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალები“.ჟურნალისტმა შენიშნა, რომ ხვიჩა ისე თამაშობს, თითქოს პსჟ-ის სტაჟიანი წევრი იყოს. კვარაცხელიამ უპასუხა:„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვცდილობ, ადაპტაციის პროცესი საუკეთესოდ წარიმართოს. ყველა ძალიან მეხმარება, ესაა პასუხი თქვენს კითხვაზე. ველოდებით „ინტერთან“ მატჩს სრული კონცენტრაციით. ორი შეხვედრა დაგვრჩა და ვეცდებით, ისინიც მოვიგოთ“.

ბოლო სიახლეები