ორშაბათი, ივნისი 22, 2026

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი, ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული

გილოცავთ 2026 წლის „ჯარის ბანაკის“ დაწყებას. ეს მართლაც უნიკალური პროექტია, რომელიც უკვე მეოთხე წელია, ხორციელდება, მასში მონაწილეობა მიიღო ასეულობით ახალგაზრდამ და ეს მართლა შთამბეჭდავია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს პროექტი შექმნა. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ჯარის ინსტრუქტორებს, პედაგოგებს, სასულიერო პირებს, რომლებიც თქვენთან ერთად იმყოფებიან ბანაკში, გაძლევენ ცოდნას. ეს არის მართლაც უნიკალური შემთხვევა, როცა თქვენ ეზიარებით ამ მართლაც მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ. ბედნიერი ვარ, რომ შარშან დავესწარი ასევე ბანაკის გახსნას. შევხვდი ახალგაზრდებს. მათი შთაბეჭდილებები, ემოციები მართლაც დაუვიწყარია, მთელი ცხოვრება გაჰყვებათ ეს დაუვიწყარი დღეები“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი, ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული.

„ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი სამშობლო. ის, რომ დღეს ჩვენ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვსაუბრობთ ქართულად, ვართ მორწმუნე ქრისტიანები, გვაქვს უნიკალური კულტურა და ტრადიციები, ეს არის ჩვენი წინაპრების, ღვაწლმოსილი ადამიანების და განსაკუთრებით, გმირი სამხედროების დამსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული. ეს რეალობა ჩვენი წინაპრების უდიდესი მსხვერპლის, უდიდესი ძალისხმევის ფასად მივიღეთ და ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს იგივე პასუხისმგებლობით. თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობები, გახდეთ თქვენს პროფესიებში წარმატებული. თქვენ ისეთ ასაკში ხართ, ალბათ თითოეულ თქვენგანს განსაზღვრული გაქვთ, რა პროფესია უნდა აირჩიოთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს – მამული, ენა სარწმუნოება, ღმერთი, ადამიანი, სამშობლო, ოჯახის სიწმინდე, უნიკალური ჩვენი კულტურა და ტრადიციები – ამ ღირებულებებით უნდა გახდეთ თქვენ წარმატებული ქართველი პატრიოტები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. მერწმუნეთ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ასეთი ძლიერი და განვითარებული საქართველო არ ყოფილა, მაგრამ ეს არის საწყისი ეტაპი. ჩვენ წარმოვადგენთ დღეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანი ვართ განსხვავებული პოზიციებით, მაგრამ გვაქვს პირადი პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიყოთ წარმატებულები და უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო.

საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს სხვადასხვა პროფესიებში წარმატებული ადამიანები და შეგვიძლია, მათგან ვისწავლოთ ბევრი რამ. ყველასთვის ცნობილია, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც არის წარმატებული ფეხბურთელი და პიროვნება, სწორედ იმ ღირებულებებით გამსჭვალული, რომლებსაც იცავდნენ ჩვენი წინაპრები. ამ ღირებულებებით გამსჭვალული უნდა ვიყოთ წარმატებული ჩვენს პროფესიაში. ეს არის ჩვენი მიზანი – ვიყოთ უფრო ძლიერი სახელმწიფო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სააკაშვილი: რეჟიმის მოშორება შეიძლება შიდა თუხთუხით, ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს, როგორ უნდა გაიმარჯვოს, როცა თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს

როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. ამ კონფიგურაციის ოპოზიცია დიქტატურას ვერ დაამარცხებს.„შიდა თუხთუხით შეიძლება ივანიშვილის რეჟიმის მოშორება. არის თუ არა საზოგადოებრივი თუხთუხი საკმარის დონეზე – ეს არის თუხთუხი სიღარიბეზე, კორუფციაზე. ჩვენ ამ თუხთუხს საკმარისად ვერ ვგრძნობთ. დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. ამ კონფიგურაციის ოპოზიცია დიქტატურას ვერ დაამარცხებს. როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს?„ლელო“ ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია. თავიდანვე შედგა ძმები გილაურების ბიზნესპროექტი. ამის გარდა, არსებობს რამდენიმე მცირე ბიზნესპროექტიც, რომელთა ინვესტორები დიქტატურასთან სავაჭროდ იყენებენ და გამარჯვებაზე არ არიან ორიენტირებულები. ნაციონალები ქართული, წარმატებული სახელმწიფოს იდეის მატარებლები არიან, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ კომუნიკაციის პრობლემაა. ასე ჩვენ ფონს ვერ გავალთ – ეს მარცხის პირდაპირი რეცეპტია.ამბობენ, გადაწყვეტილებები დახურულ წრეში მიიღება, მიშა იზოლაციაშიაო. მათ შორის ეს ჩემი მეგობრებისგან მოვისმინე. ლიდერი იმის ლიდერია, რომ მის აზრს მნიშვნელობა აქვს. მე არავინ მომიხსნია, არავინ დამინიშნავს – უბრალოდ აზრი გამოვთქვი, რომელსაც შეიძლება გაიზიაროთ ან არ გაიზიაროთ. ივანიშვილი დგას ფულსა და ძალადობაზე. აბა მითხარით, მე რომელიმესგან თანხა ამიღია ან ვინმეზე მიძალადია? თუ ლიდერი არ ხარ, შენს აზრს არავინ გაითვალისწინებს. პარტიულ თანამდებობებზე კამათი სრული მარაზმია.ხუთი ბერკეტია რეჟიმის დასამარცხებლად – ქუჩის ფრონტი, ანტიპროპაგანდისტული ფრონტი, ანტიკორუფციული ფრონტი, საგარეო ფრონტი, ტექნოლოგიური ფრონტი. ახალი ტექნოლოგიებით უნდა ავაყირაოთ ისინი. ნიკა გვარამიას აზრს 4 ოქტომბერზე ვერ გავიზიარებ 4 ოქტომბერი არ იყო გონებადაბინდვა, 200 000 ადამიანის გაბრძოლება იყო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ კვირას წლიურ ანგარიშებს განიხილავს.23 ივნისს, პლენარულ სხდომაზე დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს, 24 ივნისს – გენერალური პროკურორის ანგარიშს, 25 ივნისს კი გენერალური აუდიტორის ანგარიშს მოისმენენ.ამასთან, მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტის წევრები კანონპროექტებს განიხილავენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს აირჩევენ.ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

კირ სტარმერი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მან მოსახლეობას პრემიერის რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე მიმართა და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოსტსაც ტოვებს.მოსალოდნელია, რომ პრემიერის პოსტზე სტარმერს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ენდი ბერნემი ჩაანაცვლებს.ცნობების სტარმერის გადადგომის შესახებ გუშინ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი ისინი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

საქართველოში 3 929 000 ადამიანი ცხოვრობს – საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 929 000-ს შეადგენს, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, 5.8%-ით მეტია. მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები საქსტატმა დღეს წარადგინა.აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

ირაკლი ჩიქოვანი: „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებაში. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ...

„ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებაში, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე.ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მათთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ იზრდება და განათლების სამინისტროსთან ერთად ამ პროექტს წარმატებით ახორციელებენ.„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, მოგესალმებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის, იმ ყურადღებისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ, ზოგადად თავდაცვის ძალების მიმართ და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ აღუთქვამთ ჩვენს სამხედროებს. „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებაში. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ იზრდება და განათლების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ამ პროექტს წარმატებით ვახორციელებთ.მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სერჟანტს, თითოეულ ოფიცერს, საჩხერის სამთო სკოლის წარმომადგენლებს, კოჯრის სერჟანტთა სკოლის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ზრუნავს ამ ახალგაზრდებზე. ნამდვილად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ეზიარონ იმ ყოველდღიურობას, რომელიც აქვს ჯარისკაცს, ჩვენს ოფიცრებს, რას ნიშნავს სამშობლოს სამსახური. ამასთან ერთად, მიიღონ კონკრეტული გამოცდილება, განათლება კონკრეტული მიმართულებებით და რა თქმა უნდა, ასევე ისაუბრონ ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებზე, როგორიც არის ჩვენი სამშობლო, პატრიოტიზმი, ეროვნული ღირებულებები, ოჯახის სიწმინდე და რა თქმა უნდა, ჩვენი იდენტობა.მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს, ვინაიდან მათი წვლილი და თანამონაწილეობა ამ ყველაფერში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაფასებთ ამას. საპატრიარქო უშუალოდ არის ჩართული ამ დღეებში, საგანმანათლებლო პროცესში და ესეც ძალიან მისასალმებელია. აქვე ვიტყვი იმას, რომ ის ინფორმაცია, რაც გვაქვს იმ ახალგაზრდების მხრიდან, რომლებმაც უკვე გაიარეს „ჯარის ბანაკი“, მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილებები მიიღეს და ამავდროულად, მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება, ვინაიდან ასეთ გამოცდილებას ეს ახალგაზრდები ვერსად მიიღებენ. თითოეულ თქვენგანს მინდა მოგიწოდოთ მაქსიმალურად მოინდომოთ. ის ინფორმაცია, რასაც მიიღებთ, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ და რა თქმა უნდა, თუ გექნებათ კითხვები, თუ გექნებათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი, ჩვენ მზად ვართ. თითოეული სამხედრო, თითოეული ოფიცერი ამისთვის მზად არის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მოვახდინოთ ჩვენი ჯარის პოპულარიზაციაც ამავდროულად და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ არიან შეკრებილები, როგორც იქნებიან წარმატებულები ბევრ სხვა პროფესიაში, ზოგიერთი მათგანი მოიფიქრებს და შემოუერთდება თავდაცვის ძალებს, დაინახავს რა რა არის სერჟანტის ცხოვრება ოფიცრის ცხოვრება და იქნება ჩვენი თავდაცვის ძალების ნაწილი. დღესდღეობით მართლაც რომ თავდაცვის ძალებს აქვს უაღრესად დიდი მხარდაჭერა და შესაძლებლობა, რომ ყოველმხრივ განვითარდეს თითოეული ჯარისკაცი, თითოეული ოფიცერი. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ როგორც პრემიერ-მინისტრის მხრიდან, საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან და ასევე თქვენგან, ბატონო პრეზიდენტო. თითოეულ თქვენგანს ახალგაზრდებო, წარმატებები მინდა გისურვოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ეს არის ძალიან საინტერესო, ლამაზი ერთი კვირა. დარწმუნებული ვარ, აქედან რომ წახვალთ ამ ამბავს მოუყვებით თქვენს მეგობრებს და თქვენი მეგობრებიც მომავალში შეძლებენ ჯარის ბანაკში მონაწილეობის მიღებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ბოლო სიახლეები