სამშაბათი, თებერვალი 17, 2026

მიხეილ ყაველაშვილი: ქართველებს ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე გასაყოფი, ამიტომ უნდა შეძლონ და გვერდით გადადონ ჭარბი ემოციები, მოძებნონ საკითხები, რომელთა გარშემოც შეძლებენ გაერთიანებას

დღეს მიმდინარე აჩქარებული გეოპოლიტიკური გარდაქმნებისა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი, დაძაბული გარემოს ფონზე, საქართველო სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომლის ამოსავალი წერტილი სამშობლოზე ზრუნვა და დამოუკიდებლობის დაცვა უნდა გახდეს. ბუნებრივია, ამ პროცესში მთავარი როლი ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა შეასრულონ, სახელმწიფომ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ჩვენი შვილები ქართულ, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის განათლებით უზრუნველყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველებს ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე – გასაყოფი, ამიტომ უნდა შეძლონ და გვერდით გადადონ ჭარბი ემოციები, მოძებნონ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შეძლებენ გაერთიანებას.

„დღესდღეობით ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ გლობალურ მშვიდობას, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკები, შევინარჩუნოთ თავისუფლება, სტაბილური გარემო, უზრუნველვყოთ კეთილდღეობის ზრდა, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს. ამის მიღწევა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ქართველი ხალხი ერთიანი იქნება. ჩვენ ვართ უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ერი, გამოვიარეთ მრავალი განსაცდელი, გვაქვს საერთო წარსული და ღირებულებები, ერთი ენა და ერთი ქვეყანა. ქართველებს ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე – გასაყოფი. ამიტომ უნდა შევძლოთ და გვერდით გადავდოთ ჭარბი ემოციები, მოვძებნოთ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შევძლებთ გაერთიანებას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორ პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს წინაშე სამომავლოდაც არაერთი სირთულე და გამოწვევა იარსებებს, ამიტომ, მუდმივი სიფხიზლე, სიფრთხილე, სიმტკიცე და ერთიანობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ.

„ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაგროვილმა გამოცდილებამ კარგად დაგვანახა, რომ საქართველო მუდმივად „ბეწვის ხიდზე“ გადის, ხოლო თუკი საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ. განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმთავრესი წინაპირობა სწორედ მშვიდობის დაცვაა და ამაზე არა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, არამედ გრძელვადიან პერიოდში, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ. განვლილი საუკუნეები ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა რთულ ვითარებაში ყოველთვის ისეთ დროს აღმოჩნდებოდა, როდესაც ქართველი ხალხი ჩათვლიდა, რომ საფრთხემ გადაიარა და თავს უფლებას აძლევდა, უკეთეს ხვალინდელ დღეზე ფიქრის ნაცვლად, არსებული მდგომარეობით დაკმაყოფილებულიყო. რა თქმა უნდა, ეს ნაკლი გამოსასწორებელია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ წინაშე სამომავლოდაც არაერთი სირთულე და გამოწვევა იარსებებს, ამიტომ, მუდმივი სიფხიზლე, სიფრთხილე, სიმტკიცე და ერთიანობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მუდმივად შენებას, ინსტიტუტების განმტკიცებასა და გაძლიერებას მხოლოდ მუდამ ფხიზლად მყოფი, განათლებული და გონიერი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება ახერხებს, რომელსაც მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობა ბოლომდე და ზუსტად აქვს გაცნობიერებული.

„თავის მხრივ კი, ძლიერი, სუვერენული, მყარი ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოები საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ყველაზე უკეთ ზრუნავენ! მრავალმხრივ განვითარებული და განათლებული, მშვიდობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, პატრიოტი ადამიანების მიერ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე სრულყოფილი და საიმედო გზაა. დარწმუნებული ვარ, ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებით, ურთიერთპატივისცემისა და მეტი სიყვარულის გამოჩენით, ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყნის აშენებას, რომლითაც თითოეული ქართველი იამაყებს“, – მიხეილ ყაველაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.„დღეს ვიწყებთ მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს სამმხრივ ფორმატში – უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთი. მადლობას ვუხდით ამერიკულ მხარეს ჩართულობისა და სათანადო მუშაობისთვის, შვეიცარიას კი – შეხვედრის ორგანიზებისა და დისკუსიებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნა  უმეროვმა.უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, დელეგაციას უკრაინის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ჩარჩო და მკაფიო მანდატი აქვს.„დღის წესრიგში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხებია. ვმუშაობთ კონსტრუქციულად, კონცენტრირებულად და ზედმეტი მოლოდინების გარეშე. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად წინ წავწიოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მდგრად მშვიდობასთან ახლოს მიგვიყვანს“, – განაცხადა რუსტემ  უმეროვმა.პარალელურად, რუსული მედია წერს, რომ მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და განხილვის მთავარი საგანი სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საკითხებია.

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, დააგვიანეს, მშვიდობა შევინარჩუნეთ

ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „რუსთავი 2“- ის ეთერში გამართულ დებატებს ეხმაურება.„დააგვიანეს. მშვიდობა შევინარჩუნეთ. ახლა ვლაპარაკობთ ეროვნულ ინტერესზე. ოპოზიცია კი ისევ ბრიუსელის წინაშე ცალ ფეხზე დგომისკენ მოგვიწოდებს.გამოიცანით, რა მოხდება ოთხი წლის თავზე…“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

სასტუმროების ქსელის, Hyatt-ის თავმჯდომარე, მილიარდერი ტომ პრიცკერი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა

ილინოისის გუბერნატორის, ჯეი ბი პრიცკერის ძმამ, ამერიკელმა ბიზნესმენმა, ტომ პრიცკერმა განაცხადა, რომ Hyatt Hotels Corporation-ის საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.„მოხდა საშინელი შეცდომა, როდესაც კონტაქტი მქონდა ჯეფრი ეპშტეინთან და გისლეინ მაქსველთან. არ არსებობს მორალური გამართლება, რომ არ ჩამოვცილდი მათ უფრო ადრე“, – აღნიშნა მილიარდერმა გავრცელებულ განცხადებაში.როგორც მედია წერს, ერთ-ერთ წერილში, 2018 წელს ეპშტეინმა პრიცკერს სთხოვა, დაეჯავშნა ბილეთები ქალისთვის, რომელიც აზიაში მიემგზავრებოდა. პრიცკერმა როდესაც ჰკითხა, რას აპირებდა აზიაში, ქალმა უპასუხა, რომ „ჯეფრისთვის ახალ გოგონას ეძებდა“. „დაე, შენთან იყოს ძალა“, – უპასუხა პრიცკერმა.შეგახსენებთ, მანამდე ეპშტეინთან კავშირის გამო ერთ-ერთი მსხვილმა პორტების ოპერატორმა კომპანიამ, DP World-მა დაითხოვა აღმასრულებელი დირექტორი სულთან აჰმედ ბინ სულაიემი. ასევე, 2025 წლის ბოლოს აშშ-ის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლარი სამერსი OpenAI-ს დირექტორთა საბჭოდან გადადგა და ყველა საჯარო თანამდებობა დატოვა სექსუალური დანაშაულისთვის გასამართლებულ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო.

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი აშშ-ს ირანში „ჰუმანიტარული ჩარევისკენ“ მოუწოდებს

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანში „ჰუმანიტარული ჩარევისკენ“ მოუწოდებს.ფაჰლევიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განცხადა, რომ ირანელი ხალხი „თავისუფლებას“ ითხოვს და მსოფლიოს მოუწოდა, ირანზე ზეწოლა გაზარდოს.„ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, ირანში ადამიანებს სიკვდილით სჯიან, ადამიანებს აპატიმრებენ და აწამებენ. სწორედ ამიტომ არის ჩარევა აუცილებელი – ჰუმანიტარული ჩარევა სიცოცხლეების გადასარჩენად, რომელთა დაკარგვაც სხვა შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება“, – აღნიშნა რეზა ფაჰლევიმ.

ალი მოჯანი: ჟენევა ამჯერად განსხვავებული იყო, დაემატა დაკარგული ელემენტი- სერიოზულობა

ჟენევა ამჯერად განსხვავებული იყო, დაემატა დაკარგული ელემენტი- სერიოზულობა -ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი  პლატფორმა X-ზე წერს.შეგახსენებთ, ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ომანის საელჩოში იმართება. ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

ბოლო სიახლეები