ხუთშაბათი, სექტემბერი 24, 2026

მიხეილ ყაველაშვილი-სპორტსმენების დაღუპვის შემდეგ სახელმწიფო სამედიცინო შემოწმების გამკაცრებას გეგმავს

‘’თბილისში სპორტული სამედიცინო ცენტრის მშენებლობა იგეგმება, სადაც ყველა მოქმედი სპორტსმენი სამედიცინო შემოწმებას გაივლის’’ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის წევრიმა  მიხეილ ყაველაშვილმა  ajaratv   განუცხადა.

დეპუტატის თქმით, კონტროლის მექანიზმი უნდა გამკაცრდეს და პროფესიულ სპორტში ჩართულ ნებისმიერ პირს, მოზარდს, მოყვარულს თუ პროფესიონალს, უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნა – ამბობს ყაველაშვილი.

”არის მზაობა, რომ ერთი დიდი სპორტული მედიცინის ცენტრი აშენდეს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პროექტზე მუშაობა დაწყებულია და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრაც გაიმართა. ერთია, კანონი და მეორეა რამდენად გაქვს ყველა ბავშვის გაკონტროლების შესაძლებლობა. უნდა ხდებოდეს ყველა სპორტსმენის სამედიცინო შემოწმება და უნდა იყოს მკაცრად კონტროლირებადი’’ – აცხადებს ყოფილი ფეხბურთელი.

დეპუტატების გამოხმაურება  ფეხბურთელის შოთა მამინაშვილი გარდაცვალების საკითხს მოჰყვა  სპორტსმენი 2017 წლის ოქტომბერში, თამაშის დაწყების წინ, მოედანზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ფეხბურთელის დედის ინფორმაციით, დასკვნაში ნათქვამია, რომ მამინაშვილს გულ-სისხლძარღვთა შევიწროება ჰქონდა,ასევე აწუხებდა ფილტვი და თირკმელი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა.ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.რაც შეეხება საკითხებს, რაზეც კობახიძე გაამახვილებს ყურადღებას, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლისას შეეხება მიმდინარე ოკუპაციას, „რომელიც ქვეყნისთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა“.„პრემიერ-მინისტრი ხაზს გაუსვამს დიპლომატიის, შერიგების და მხოლოდ მშვიდობით აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნების მნიშვნელობას.პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც არის ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელსაც ქვეყანა აპირებს რომ განავითაროს, განსაკუთრებით დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად.პრემიერ-მინისტრი შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან, თუკი ეს თანამშრომლობა იქნება დაფუძნებული თანასწორობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, შანლიურფას მახლობლად, ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა, მოგვიანებით კი მაჩვენებელი 5,1 მაგნიტუდამდე დაკორექტირდა. მიწისძვრის სიღრმე დაახლოებით 8 კილომეტრი იყო.სეისმოლოგების შეფასებით, მიწისძვრა, მისი შედარებით მცირე სიღრმიდან გამომდინარე, ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართოდ შეიძლებოდა ეგრძნოთ. ასევე, არ არის გამორიცხული მცირე ან საშუალო სიმძლავრის მატერიალური ზიანი, თუმცა ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ზუსტდება.თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის (AFAD) მონაცემები მიწისძვრების შესახებ ოპერატიულად ახლდება.

ზაზა ფაჩულია – უნდა გქონდეს ოცნება, რისთვისაც ცხოვრება უნდა გადადო, ბევრი იშრომო

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტი“ ზაზა ფაჩულიას მისსავე საკალათბურთო აკადემიაში ესტუმრა. ქეთი ხატიაშვილის რუბრიკაში „ჩემს მაგალითზე“, ზაზამ ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.„არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ხარ, თუ ასაკოვანი, უნდა გქონდეს ოცნება, რისთვისაც ცხოვრება უნდა გადადო, ბევრი იშრომო. რაც უფრო ასაკი გემატება ხედავ მაგალითებს, რომ მართლა ყველაფერი შესაძლებელია“.

გიორგი მამარდაშვილი – მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოვიგოთ

ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.„მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100%-ით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელებმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ.შემდეგ კი უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი გამარჯვებას ჩვენთან ერთად იზეიმებს“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

ოთარ კიტეიშვილი – ერთა ლიგიდან ერთხელ უკვე მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მოახლოებული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.„ერთა ლიგის ახალი სეზონი და ახალი ეტაპი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. მოკლე პერიოდში გვიწევს ოთხი მატჩის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ამ თამაშებისთვის არიან გამოძახებულნი, მაქსიმალურად მზად იყვნენ.თითოეული შანსი, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ერთა ლიგიდან ერთხელ უკვე მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ.კარგი სტარტი, განსაკუთრებით კი საშინაო მატჩებში წარმატების მიღწევა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იმედი მაქვს, კარგად დავიწყებთ და მიმდინარე შეკრებას დადებითი შედეგით დავასრულებთ“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

ბოლო სიახლეები