კვირა, თებერვალი 1, 2026

მიხეილ ყაველაშვილი საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამხედრო ქვედანაყოფში მთავარსარდალს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

პრეზიდენტს სამთო სკოლის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ სკოლის ისტორიის, მისიისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამთო აღჭურვილობის ინვენტარი გააცნო. მიხეილ ყაველაშვილმა სკოლის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო კლასები დაათვალიერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამთო მომზადების სკოლის სამხედროებმა სასწავლო უბანზე საჩვენებელი სწავლება გამართეს. საქართველოს პრეზიდენტი სამთო სკოლაში ვიზიტის ფარგლებში პროექტ „ჯარის ბანაკში“ მონაწილე მოსწავლეებსაც შეხვდა და მათთან ერთად სასადილოში „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნა.

„საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სწავლება საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ეს არის ჩვენი თავდაცვის ძალების ერთ-ერთი გამორჩეული ბაზა. მიხარია, რომ „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებთან შეხვედრის შესაძლებლობაც გვქონდა. ეს არის განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი წარმატებული პროექტი. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას და თავდაცვის ძალებს გააჩნიაT შესაძლებლობა, რათა ჩვენი სამხედროები მოემზადონ მაღალ დონეზე. ამასთან, სასიამოვნოა, რომ  ახალგაზრდები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან სამხედრო სწავლებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს

1 თებერვალი ღირსი ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეა.ამ დღეს მრევლმა შემდეგი ლოცვა უნდა წაიკითხოს:ტროპარი: ხატად ღმრთისა შექმნილმან, წმიდაო, არა უდებ-ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი თვინიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა განხურვებულმან შურითა საღმრთოთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა და მოუძღუანე ქართველთა ერსა, მოღუაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.კონდაკი: მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღუარნი ყოვლისა სოფლისანი და შუენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებოდინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი წმიდა, ხელითუქმნელი, მფარველად ერისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა.

ირანის არმიის მთავარსარდალი – ირანის შეიარაღებული ძალები ქვეყანას ბოლო მომენტამდე დაიცავენ, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები სხვა ასპექტები უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე 12-დღიან ომამდე იყო

აშშ-თან დაძაბულობის ზრდის ფონზე ირანის შეიარაღებული ძალები მზად არიან, ქვეყანა ბოლომდე დაიცვან, – ამის შესახებ ირანის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა ამირ ჰატამიმ განაცხადა.„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები სავსეა მეთაურებით, გენერლებით, ოფიცრებითა და ჯარისკაცებით, რომლებიც ამ ქვეყანას ბოლო მომენტამდე დაიცავენ“, – აღნიშნა ამირ ჰატამმა.ამასთან, ირანის არმიის მთავარსარდლის განცხადებით, ქვეყნის სარაკეტო და თავდაცვითი ძალა ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე აქამდე.„ეჭვგარეშეა, რომ დღეს ჩვენი სარაკეტო და თავდაცვითი ძალა და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების სხვა ასპექტები, 12-დღიან ომამდელ მდგომარეობასთან შედარებით, უფრო მაღალ დონეზეა“, – აღნიშნა ჰატამიმ.

შალვა პაპუაშვილი – მიხაელ გალერის ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს

მიხაელ გალერის ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის იმ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ეს მოსკოვური არსებები – ივანიშვილი, კობახიძე და სხვები – არიან ისინი, ვინც უნდა დატოვონ ქვეყანა და ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საშუალება მისცენ, განაგრძონ გზა ევროპული საქართველოსკენ და არა საბჭოთა საქართველოსკენ“.როგორც გალერის საპასუხოდ პაპუაშვილი აღნიშნავს, ამგვარი მძიმე შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდით შეიძლება.„ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე, ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდით არის შესაძლებელი“, – წერს პაპუაშვილი.

ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი: სამება – რწმენის, იდენტობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო თბილისის თავზე“

სამება — ეს მონუმენტური ნაგებობა #თბილისის თავზე მხოლოდ ეკლესია არ არის; იგი წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მართლმადიდებლობის დაბრუნების სიმბოლოს სახელმწიფოსა და ერის გულში. საინტერესოა, რომ ამ ტაძარში არსებული პატრიარქ #ილია II-ის ყველაზე დიდი პორტრეტი შექმნილი და საჩუქრად გადაცემულია #ირანის მხატვრის მიერ — ეს კი რელიგიის, იდენტობისა და კულტურული დიპლომატიის კავშირის ნატიფი ნიშნულია-ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი პლატფორმა X-ზე წერს.سامبا؛ این بنای عظیم بر فراز #تفلیس صرفاً یک کلیسا نیست، بلکه نماد بازگشت ارتدوکسی به قلب دولت-ملت #گرجستان پس از استقلال است. جالب آن‌که بزرگ‌ترین پرتره پاتریارک #ایلیا در این کلیسا را یک هنرمند اهل #ایران ترسیم و اهدا کرده است؛ نشانه‌ای ظریف از پیوند دین، هویت و دیپلماسی فرهنگی

ალექსანდრე თავართქილაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის პრიზიორია

ბულგარეთი ახალგაზრდებს შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიოს თასს მასპინძლობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ალექსანდრე თავართქილაძემ.ნახევარფინალი ქართველმა სპორტსმენმა იტალიელ მოფარიკავესთან დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.მსოფლიოს თასზე 247 ახალგაზრდა მოფარიკავე ასპარეზობს.ინფორმქციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები