ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

მიხეილ ყაველაშვილი: სად ბრძანდებოდა ბატონი მანჯგალაძე როდესაც წინა ხელისუფლება ქონებებს ართმევდა, პატიმრებს აუპატიურებდნენ და უამრავ საშინელებას სჩადიოდნენ, მან პირდაპირ შეაგინა “ნაციონალებს”

„არ შემიძლია არ აღვნიშნო ის პატარა ინციდენტი, რომელიც, პაატა მანჯგალაძესთან მოგვივიდა. მას მივმართე კითხვით, თუ სად ბრძანდებოდა ბატონი მანჯგალაძე იმ საშინელებების ჩადენის დროს, რასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა, როდესაც ქონებებს ართმევდა, პატიმრებს აუპატიურებდნენ და უამრავ საშინელებას სჩადიოდნენ. მან პირდაპირ შეაგინა „ნაციონალებს“ – ამ ძალადობის ჩამდენ ყველას ასე და ასეო.“, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა ისტორიას ატარებს „ნაციონალური მოძრაობა“.

„ამ აღიარებას დაემატა ის, რომ რეზოლუციასთან ერთად, ჩადიან და მავნებლობენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. გვერდზე უზის ვაშაძე, რომელიც წინა, მოძალადე ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და პირდაპირი მნიშვნელობით აგინა.

ასევე, წითლიძე და ბოკუჩავა რომ ჰყავთ, ახალგაზრდები არიან – იმ ახალგაზრდებს მინდა მივმართო: სწორედ ეს მემკვიდრეობა გელოდებათ, ჩემო ძვირფასებო. უნდა დაფიქრდეთ, სანამ ამ  საშინელი და მავნებლური ორგანიზაციის წევრი გახდებით; კითხვები დასვათ, თუ რა ჩაიდინა ამ ორგანიზაციამ და რა მმართველობა იყო მათ დროს, აღარ გექნებათ ეს  ჭმუნვები, რომ როცა პირდაპირ ფაქტებს ვიხსენებთ, აღარ იცით სად შეძვრეთ. ახლა „ნატვრის ხიდან“ შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითი – „გაპარულან ეს ვირიშვილები აღარ არიან აქ“. ასე იპარებიან ყოველთვის.

წარმატებები, ბატონო ირაკლი. სპორტზეც მინდოდა მესაუბრა. გარდა იმისა, რომ მასპინძლები ვართ, ბევრი ჩემი კოლეგაა ჩამოსული. სტუმარი აღფრთოვანებულია, მართლაც ენით აღუწერელ წარმატებას აღწევენ ჩვენი ახალგაზრდები – დიდი მადლობა. ეს არის ჩვენი მომავალი და ამაზე გვქონდა სულ საუბარი –  გარემო უნდა შევუქმნათ, ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. მერწმუნეთ, ძალიან მაგარი ტალანტები და სპორტსმენები გვყავს. მაგალითი კი გვყავს ხვიჩა კვარაცხელიასა და ლაშა ტალახაძის სახით და ეს კიდევ გაორმაგდება. ეს საწყისია და ჩვენი სპორტსმენები აუცილებლად დიდ წარმატებებს მიაღწევენ.“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ

პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. „ის, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა მიუღებელია. ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა, რომ გვინდა ამ ომის დასრულება“, – აღნიშნა რუბიომ. როგორც მან აღნიშნა, მას სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინას აქვს ბერკეტები მოლაპარაკებებში, მაგრამ უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევს დათმობაზე წასვლა რუსეთთან.

რა ინფრომაციას ავრცელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საელჩოში განუცხადეს. მათივე განცხადებით, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა. „საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეგვიძლია ვთქვათ, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია, ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, – განაცხადეს საელჩოში. აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ბლუმბერგი“ – რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს

რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმა იქნება. წყაროების თქმით, დონალდ ტრამპთან შესაძლო მოლაპარაკებებისას რუსეთი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს, რომ უკრაინამ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და შეზღუდოს თავისი არმია. ამასთან, სააგენტოს წყაროს განცხადებით, კრემლი არ ეწინააღმდეგება ნატო-ს ცალკეული ქვეყნების მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებას, თუმცა წინააღმდეგია, რომ ეს იარაღი „რუსეთის წინააღმდეგ ან ტერიტორიების დასაკავებლად იქნეს გამოყენებული“. წყაროები ასევე აცხადებენ, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს „უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ზე, სულ მცირე, დე ფაქტო კონტროლის შენარჩუნებას“, მათ შორის, ყირიმზე, თუმცა „ღიაა ზოგიერთი ტერიტორიის გაცვლის თაობაზე“. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ომის დასასრულებლად ორივე მხარე – უკრაინაც და რუსეთიც – მზად უნდა იყოს დათმობებისთვის.

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში, მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, მძევლები მალე გათავისუფლდებიან. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ოფიციალურად მომდევნო საათებში გამოცხადდება. შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.

იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე: სერია A კარგავს საოცარ მოთამაშეს, მან იტალიური ფეხბურთი შეცვალა

იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ Sky Sports-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა: „ვცდილობ კვარაცხელიაზე დახუჭული თვალებით ან ყურებზე აფარებული ხელებით ვისაუბრო... ეს მარტივი არ არის, სერია A კარგავს საოცარ მოთამაშეს. მან იტალიური ფეხბურთი შეცვალა, ის იყო ბოლო წლების კაშკაშა ვარსკვლავი. კვარა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კერპი იყო. თავიდან არავინ იცოდა ვინ იყო ის ან როგორ გამოითქმებოდა მისი გვარი, მაგრამ როდესაც პირველად ხვიჩას თამაში ვნახე, მივხვდი თუ რა დონის ფეხბურთელთანაც გვქონდა საქმე. იტალიიდან და კერძოდ, ნაპოლიდან წავიდა ვიქტორ ოსიმენიც, მაგრამ არავინ ატირდა ამის გამო... დღეს კი ყველა განიცდის კვარას წასვლას. ხვიჩა ყველას ძალიან მოგვენატრება, ამაში დარწმუნებული ვარ." ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს დღეებში ნაპოლის დატოვებს. ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში გადასვლასთანაა ახლოს.

ბოლო სიახლეები