შაბათი, ნოემბერი 8, 2025

მიხეილ ყაველაშვილი რამდენიმე სენატორისა და კონრესმენის წერილზე: გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება – დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი

გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება – დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის წერილს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსადმი, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც „ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან“.

პრეზიდენტის განცხადებით, ნათლად ჩანს საქართველოს ხელისუფლების დაკნინების მცდელობის ხაზი.

„ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ წერილის ავტორები და წერენ მარკო რუბიოს, ხშირად გამოირჩევიან, საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციით და ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით. იგივე ხაზი გრძელდება.

წლებია, ვსაუბრობდით, რომ კონკრეტული ორგანიზაციები აქ ეწევიან რადიკალიზმის დაფინანსებას და აქ საუბარი იყო USAID-სა და NED-ზე. ეს კონკრეტული ორგანიზაციები თავად ამერიკის პრეზიდენტმა, დღევანდელმა ადმინისტრაციამ გამოავლინა, რომ ისინი დაკავებული იყვნენ სხვა ქვეყნებში რევოლუციით და რადიკალური ქმედებებით.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ყველაზე კარგად ჩვენი საზოგადოება არის ინფორმირებული. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რა მოვლენებია ჩვენს გარშემო“, – განაცხადა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პარტნიორობისა და დიალოგისთვის.

„ჩვენ ვაგრძელებთ სამართლიან, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პროცესებს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით. მე ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მქონდა შეხვედრა, იქაც იგივე განვაცხადე. ეს ადამიანები ჯერჯერობით, თავად იკავებენ თავს. ჩვენ თავშეკავება ნამდვილად არ გვჭირდება, ჩვენ ღია ვართ ყველა დიალოგისთვის. ვაღიარებთ კიდეც, წერილებითაც მივმართეთ, ჩვენ უკან დასახევი და დასამალი არაფერი გვაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აქვე ხაზი გაისვა აშშ-სა და საქართველოს ღირებულებით თანხვედრას ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით.

„ეროვნულ ინტერესებზე ხშირად პოზიცინიორებენ ამერიკის პრეზიდენტიც, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. გაეროს სხდომაზე განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, რომ დიახ, ქვეყნებმა უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები. ჩვენ ამისთვის მანამდეც მზად ვიყავით, ეს ღირებულებითი თანხვედრა როცა გამოჩნდა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა ბატონი ტრამპი და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ღირებულებითი თანხვედრა არის ჩვენსა და მას შორის, სურვილს გამოვთქვამდით, რომ დროა, დიალოგი შედგეს. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. ახლა მათი მხრიდან არის დასაყენებელი ეს საკითხი, როდის მოხდეს ჩვენთან დაკავშირება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი – რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ. ამერიკელი კანონმდებლების წერილს საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ თითქოს მან აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – რუსეთთან მთავარი უთანხმოება არის ის, რომ მათ არ სურთ ომის შეჩერება

რუსეთთან მთავარი უთანხმოებაა, რომ მათ არ სურთ ომის შეჩერება, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დროს უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა.„მათ, ორივეს ეს ომი ძვირი უჯდებათ. ისინი ერთ კვირაში შვიდი ათას ჯარისკაცს კარგავენ. რუსები უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავენ. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ მოხდებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.თავს მხრივ, ორბანმა აღნიშნა, რომ სურს, დაეხმაროს ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას.„2022 წელს აშშ-ის მთავრობის ზეწოლის გარეშე ევროპელები ხისტ პოზიციას არ დაიკავებდნენ, რაც მათ გააკეთეს. ევროპის დიდმა ქვეყნებმა უარი თქვეს მეტად ჩართული ყოფილიყვნენ, ისინი გზავნიდნენ ჰუმანიტარულ საკითხებს. ზეწოლა მოდიოდა აშშ-სგან, რომ ევროპაში ომის მომხრე პოზიცია მეტად ყოფილიყო. ეს ამ ისტორიის ფაქტია. ჩვენ უნდა აღვადგინოთ, რაც დაინგრა. აქ ვარ, იმიტომ, რომ მაქსიმალურად დავეხმარო პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. უდიდესი შეცდომა იქნა დაშვებული რამდენიმე წლის წინ“, – განაცხადა ორბანმა.

სალომე ზურაბიშვილი- ბევრი მინისტრი იძულებულია გაჩუმდეს. ვხედავთ რამდენი მათგანია კორუფციის მხილების ქვეშ. თვით ღარიბაშვილი, როცა მას ჰქონდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ...

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან და ვახო სანაიასთან ერთობლივი ინტერვიუს დროს ევროინტეგრაციაზე საუბრისას კორუფციის თემებიც ახსენა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მაგალითად, მინისტრები იძულებული არიან გაჩუმდნენ, რადგან ისინი „კორუფციის მხილების ქვეშ არიან და ელოდებიან ხვალ რა და როგორ მოხდება“.როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილიც კი ცდილობდა დაერწმუნებინა ევროპელი პარტნიორები, რომ საქართველო არ სცილდებოდა ევროპულ გზას.„ის 80 პროცენტი, რომელიც მუდმივად ევროკავშირის მომხრედ აისახებოდა სხვადასხვა კვლევებში, არსად წასულა. როგორც პროტესტი არსად წასულა, ეს ხალხიც არსად წასულა. თუნდაც, ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მინისტრებიც და სხვებიც, შიგნით რამდენს უნდა რუსეთი? რამდენი არის ვალდებული, რომ გაჩუმდეს, რაღაცები მიიღოს და რამდენს უნდა საქართველოს ორიენტაციის ეს ცვლილება და რამდენს არ უნდა, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული, ნორმალური, დემოკრატიული ევროპული ქვეყანა, მე ვიტყოდი, რომ ასეთი ძალიან ცოტაა, რომელიც თავისი ნებით ამ გზას აირჩევდა, მაგრამ სხვადასხვა მოცემულობა არის ისეთი, რომ არიან ძალიან დიდი პრესის ქვეშ და ვხედავთ რამდენი მინისტრი არის დღეს კორუფციის მხილებების ქვეშ და ელოდება ხვალ რა და როგორ მოხდება. თვით ღარიბაშვილი, როცა ჰქონდა მას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სანამ თვითონ დადიოდა, ძალიანაც ცდილობდა, რომ დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით იმ გზას, თუნდაც ამ რეფორმებს არ ვასრულებდით, რაც დაკისრებული გვქონდა“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო სტუდენტებს შეხვდა

„კარგად გვესმის, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრება და სწავლა მარტივი არ არის. ეს მოითხოვს გამბედაობას, ერთგვარ მოქნილობას და მიზანსწრაფულობას. სწორედ ეს თვისებები - შერწყმული შემეცნების, ფიქრის, კვლევისა და ახალი აღმოჩენებით სამყაროს შევსების სურვილთან - აყალიბებს პროფესიონალიზმს, აწრთობს ნამდვილი მკვლევრის ხასიათს. სტუდენტური ცხოვრების პერიოდში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან თქვენ მუდამ გექნებათ მხარდაჭერა განათლების მიღებისა და კვლევების პროცესში, პროფესიულ განვითარებაში, თქვენს მისწრაფებებში, რაც უსათუოდ წარმატებისკენ გაგიკვალავთ გზას. გმადლობთ, რომ ხართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების ნაწილი. გისურვებთ საინტერესო აღმოჩენებს და წარმატებულ ნაბიჯებს თქვენი პროფესიული მომავლისკენ”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ საერთაშორისო სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 აკადემიურ წელს ჩარიცხული პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტებიც ესწრებოდნენ. თამარ ლომინაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, საერთაშორისო სტუდენტებს წარმატება უსურვა. ვიცე-რექტორის თქმით, მშენებლობა, არქიტექტურა, ენერგეტიკა, ინფორმატიკა, დიზაინი და ბიზნესტექნოლოგიები - ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა შესწავლის მზარდი ინტერესი სტუ-ში ჩარიცხულ საერთაშორისო სტუდენტებს შორის იკვეთება, რაც თავის მხრივ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მიუთითებს. „გულითადად მივესალმებით ჩვენს საერთაშორისო სტუდენტებს, მათ შორის არიან წელს ჩარიცხული საერთაშორისო პირველკურსელები - მადლობას გიხდით, რომ არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერეთ! გვინდა რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით წარმატება და ნაყოფიერი აკადემიური წელი გისურვოთ. დარწმუნებული ვართ, სასწავლო აუდიტორიებში, ლაბორატორიებსა და კვლევით ჯგუფებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მოგიწევთ სხვადასხვა კულტურისა თუ მრწამსის ახალგაზრდებთან, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, რაც სასწავლო პროცესს თქვენთვის ორმაგად საინტერესოს გახდის. ეს იქნება არა მხოლოდ აკადემიური და კვლევითი წარმატებისკენ მიმავალი გზა, არამედ - საფუძველიც ახალი მეგობრების შეძენისა და მომავალი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ჩვენი დიდი სურვილია აქტიურად ჩაერთოთ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, შეიძინოთ პროფესია, დაინტერესდეთ მეცნიერებით, შეიგრძნოთ ქართული კულტურა, გაეცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და საკუთარი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალფეროვან აკადემიურ და სამეცნიერო გარემოში” ,- აღნიშნა ვიცე-რექტორმა. საერთაშორისო სტუდენტებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტინგისა და მათი უნივერსიტეტის აკადემიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის კოორდინატორმა ლელა ჩიქოვანმა, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა და მარკეტინგისა და კომუნიკაციების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელმა ანანო მჭედლიშვილმა. როგორც ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ძალისხმევას არ იშურებს საერთაშორისო სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიმართულებით. მან საერთაშორისო სტუდენტებს მოუწოდა, გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც მათ უნივერსიტეტი აძლევს. „თქვენ მუდამ მიიღებთ საჭირო რჩევას, დახმარებას და იგრძნობთ ჩვენს მხარდაჭერას მთელი სტუდენტური ცხოვრების მანძილზე. ახალ გარემოსთან ადაპტაცია მოითხოვს დიდ ძალისხმევას, თვითდისციპლინას, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ მარტონი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს და წარმატებისკენ გაგიძღვებათ. თქვენი ცხოვრება სავსეა ახალი შესაძლებლობებით, საინტერესო აღმოჩენებით. ჩვენი სურვილია, სწავლისა და კვლევების პარალელურად, გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გაძლევთ: ჩაერთოთ სტუდენტურ ცხოვრებაში, საუნივერსიტეტო აქტივობებში, იპოვოთ რაც შეიძლება მეტი მეგობარი, გაუზიაროთ გამოცდილება თანატოლებსა და პედაგოგებს, აღმოაჩინოთ საქართველო - მისი ისტორია, კულტურა და ადამიანები. დარწმუნებული ვართ, თითოეული თქვენგანი გახდებით თქვენი ფაკულტეტის და საუნივერსიტეტო საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები“, - აღნიშნა ლელა ჩიქოვანმა. სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სტუდენტებთან შეხვედრა დასრულდა კონცერტით, რომელშიც საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა

8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალი მარშრუტი დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას.თბილისის მერიის ინფორმაციით, N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იალბუზის ქუჩის, ორთაჭალჰესის ხიდისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, კრწანისის ქუჩის №65-მდე.N559 მარშრუტი სამგორის რაიონს მოემსახურება. მიკროავტობუსი სვლას გივი ამილახვარის ქუჩის №17-ის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს და კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს. შემდეგ იმავე მარშრუტით გივი ამილახვრის ქუჩას დაუბრუნდება.„ახალი მარშრუტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და კიდევ უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს გახდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას.გარდა ამისა, სამგორის რაიონში, N295 მარშრუტზე მოძრავი მცირეგაბარიტიანი ავტობუსები MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება.ახალი ავტობუსები ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება და გააუმჯობესებს გადაადგილებას ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩებზე, ასევე, მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით.ასევე, მთაწმინდასა და გლდანში მიკროავტობუსების მარშრუტები დაგრძელდება. კერძოდ, მთაწმინდის რაიონში, მიკროავტობუსის – N481 მარშრუტი, რომელიც დაბა წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით გადაადგილდება და გზად სოფელ დიდებას გაივლის, ამჯერად სოფელ დიდებაში მდებარე დიდების ქუჩის გარდა, სამპანტების I შესახვევსაც მოემსახურება.გარდა ამისა, დაგრძელდება გლდანის რაიონში მოძრავი N508 მიკროავტობუსის მარშრუტიც. აღნიშნული მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიიდან (გობრონიძის ქუჩა) მომსახურებას უწევს ავშნის ქუჩისა და ავშნის III შესახვევის მცხოვრებლებს. ახალი მარშრუტის მიხედვით, მიკროავტობუსი ავშნის III შესახვევიდან სვლას ვახტანგ ფირცხალავას ქუჩის გავლით მიხეილ ვაშაკიძის ქუჩის კვეთამდე გააგრძელებს.მთაწმინდისა და გლდანის რაიონებში განახლებული მარშრუტები 8 ნოემბრიდან ამოქმედდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რიკოთის გზაზე ძროხას ავტომობილი დაეჯახა, მეორე ძროხა იდგა ასე და უყურებდა 

,,რიკოთის გზაზე ძროხას ავტომობილი დაეჯახა !მეორე ძროხა იდგა ასე და უყურებდა მაგისტრალზე ძროხების პრობლემა ხშირადაა, რაც აშკარად ვერ მოაგვარა შესაბამისმა სამსახურმა.განვითარებულ ქვეყნებში ავტომაგისტრალები ტყეებს კვეთენ, რომელიც შეღობილია და ვერც ერთი ცხოველი ვერ გადმოვა გზაზე!და ჩვენთან რაც ხდება კი ხედავთ სურათზე- ამის შესახებ ჩემი ქალაქი მკლავს წერს.

ბოლო სიახლეები