ხუთშაბათი, მარტი 26, 2026

მიხეილ ყაველაშვილი: ნორვეგიელმა კონსერვატორებმა, ალბათ, მიიჩნიეს, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს არსებული 300 000 პრობაციონერი არც ისე ბევრია სააკაშვილის გამოწვევების ფონზე, ამიტომაც მიანიჭეს ჯილდო

ალბათ, სააკაშვილი იმ კრიტერიუმით შეაფასეს, რომ შეიძლებოდა, 300 000 პრობაციონერის ნაცვლად მილიონი ყოფილიყო. ეს მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს, რადგან იქიდან რუსეთი უტევდა და იქიდან – კრიმინალი, იქიდან – განსხვავებული აზრის წარმომადგენლები – ამდენი გამოწვევა ჰქონდა სააკაშვილს და ამ ყველაფერს ხომ მორევა სჭირდებოდა?! სავარაუდოდ, ამ კუთხით შეაფასეს, ეს ყველაფერი მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს და, ალბათ, ამ კუთხით ეკუთვნოდა ჯილდო. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია! – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ნორვეგიელმა კონსერვატორებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს, სააკაშვილის მმართველობის დროს რა მდგომარეობაში იყო საქართველო მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არაერთმა ევროპელმა ექსპერტმა დაუთმო დრო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანების უფლებათა დარღვევის საკითხის შესწავლას.

„მიხეილ სააკაშვილმა ნორვეგიელ კონსერვატორთა პრიზი მიიღო ადამიანის უფლებების პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის. როგორ შეიძლება, ამ თემას იუმორის გარეშე შეეხო? ალბათ, შეაფარდეს მონაცემები, სააკაშვილის მმართველობის დროს რამდენი ადამიანის უფლება ირღვეოდა და რამდენის – არა. ალბათ, იმ კრიტერიუმით შეაფასეს, რომ შეიძლებოდა, 300 000 პრობაციონერის ნაცვლად მილიონი ყოფილიყო. ეს მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს, რადგან იქიდან რუსეთი უტევდა და იქიდან – კრიმინალი, იქიდან – განსხვავებული აზრის წარმომადგენლები – ამდენი გამოწვევა ჰქონდა სააკაშვილს და ამ ყველაფერს ხომ მორევა სჭირდებოდა?! სავარაუდოდ, ამ კუთხით შეაფასეს, ეს ყველაფერი მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს და, ალბათ, ამ კუთხით ეკუთვნოდა ჯილდო. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია!

არ მესმის, იუმორის გარდა სხვანაირად როგორ შევხედოთ ამ საკითხს და როგორ მივმართოთ იმ ადამიანებს. როგორ დავიჯერო, რომ თავად არა აქვთ ინფორმაცია სააკაშვილის მმართველობის შესახებ?! მახსოვს, რომ ევროპიდან ჩამოდიოდნენ ამ საქმის შესასწავლად. ერთ-ერთი იყო თომას ჰამერბერგი, რომელიც ბოლო წლებში ჩამოდიოდა და თითოეულ დეტალს იკვლევდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანთა უფლებების დარღვევების შესახებ. ეს ორმაგი სტანდარტებიც აღარ არის, ამაზე, მგონი, დღეს პრემიერმაც ისაუბრა, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფა. ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს, ვერც წარმომიდგენია.

ჩვენ, „ხალხის ძალა“, კულუარული საუბრებიდან გადმოვედით საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაზე და იმ დამალული და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლითაც აუცილებლად აღჭურვილი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება.

ვიხსენებ ჩემი შვეიცარიაში ცხოვრების წლებს, როცა სააკაშვილის მმართველობა იყო. ძალიან მიჭირდა ჩემი იქაური მეგობრების, იქაური საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში განსხვავებული მდგომარეობა იყო და რეალობას აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა ის ინფორმაცია, რომელიც ევროპამდე მიდიოდა, რომ თითქოს სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, განავითარა ქვეყანა, ინსტიტუციებს აძლიერებს… იმდენად დახშული იყო სივრცე იმისთვის, რომ იქაურ სოციუმს განსხვავებული აზრი მოესმინა, რთული იყო, სიმართლის დამტკიცება. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური სიტუაციის შექმნის მცდელობაა ახლაც და ვინ ცდილობს ამას, ჩვენ უკვე თამამად დავიწყეთ ამაზე საუბარი – პატიმარ სააკაშვილს სპეცოპერაცია აქვს, თავი დაიზიანოს ისე, რომ მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელი გახდეს, მაგრამ ამასაც ვერ ასრულებს სათანადოდ. ხომ ყველამ ვიცით, რამდენი ფული გადაიხადეს [ამის გაშუქებაში]

საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რადგან სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არის. ჩათვალეთ, რომ ახლა ვართ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენი სახელმწიფოს ბედი წყდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რობერტ ჰაბეკი – ტრამპმა იმავე მიზეზებით მიიტანა ირანზე იერიში, რა მიზეზებითაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე

დონალდ ტრამპმა იმავე მიზეზებით მიიტანა ირანზე იერიში, რა მიზეზებითაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.ბრიტანულ გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში ჰაბეკმა დაწერა, რომ პუტინმაც და ტრამპმაც ომები დაიწყეს „განდიდების მანიით“ და „საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფით“.ამასთან, გერმანელი პოლიტიკოსის მოსაზრებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ვერ შეაფასეს „ამ ქვეყნების მზადყოფნა, წავიდნენ მსხვერპლზე“ და ასევე ვერ გაითვალისწინეს უკრაინისა და ირანის პოტენციური მოკავშირეების ინტერესები.„როგორც ევროპა (და იმ დროს აშშ, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში) არ აპირებდა, უბრალოდ დაეცადა, რომ პუტინს საკუთარი სურვილისამებრ ემოქმედა უკრაინაში, ახლა რუსეთი და ჩინეთი დაინტერესებული არიან, რომ აშშ დიდხანს დარჩეს ირანზე ორიენტირებული, ხარჯავდეს საბრძოლო რესურსებს და ინარჩუნებდეს სამხედრო ხომალდებს რეგიონში“, – მიიჩნევს ჰაბეკი.ჰაბეკმა ასევე აღნიშნა, რომ ორივე ომმა ენერგორესურსებზე ფასების ზრდა გამოიწვია და მათი მიწოდება კვლავ გამოიყენება „ევროპის მოწყვლადობის დემონსტრირებისთვის“.ჰაბეკი იყო გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრი 2021–2025 წლებში და მონაწილეობდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში. ახლა იგი მოუწოდებს ევროპას, მოემზადოს ხანგრძლივი ომის სცენარისთვის და გააძლიეროს თავდაცვა, მათ შორის დააგროვოს დრონების გამანეიტრალებლები და შექმნას ახალი თავდაცვითი საწარმოები.მისი აზრით, აუცილებელია, სასწრაფოდ განხორციელდეს ევროპული ენერგეტიკული სტრატეგია, მათ შორის ენერგიის წყაროების განვითარება.„ვინც ამბობს, რომ ეს ძალიან ძვირია, შევახსენებ: ევროკავშირი წელიწადში დაახლოებით 450 მილიარდ დოლარს ხარჯავს წიაღისეულ საწვავზე. ხშირად, ეს საწვავი იმ ქვეყნებიდანააა, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას განსაკუთრებით არ ემხრობიან. უკეთესი იქნება, ეს თანხები შიდა ენერგიის წარმოებასა და ჩვენი ინფრასტრუქტურის დაცვაში დაიხარჯოს“, – წერს ჰაბეკი.

საქართველოს მოწვევა და საქართველოს ხმის გაჟღერება პირველი ლედის ახალ ინიციატივაზე იყო კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი – მარიამ ლაშხი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა აშშ-ში საქართველოს პირველი ლედის მიწვევის ფაქტი შეაფასა.„საქართველოს მოწვევა და საქართველოს ხმის გაჟღერება პირველი ლედის ახალ ინიციატივაზე იყო კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რომელიც ჩართულია გლობალური პოლიტიკის ფორმირებაში“, - განაცხადა ლაშხმა.აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში იმყოფება. გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს და სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს და მათ დელეგაციასაც შეხვდა.

ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა

ირანმა ისრაელის მიმართულებით მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა.Times of Israel-ის ცნობით, თეირანის სამიზნე გახდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლებები.გარდა ამისა, ირანის იერიშის შედეგად დაზიანდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი სახლები.სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელზე დარტყმების დროს, სავარაუდოდ, კლასტერული საბრძოლო მასალა გამოიყენა.

რუსეთიდან ნაღდი ფულისა და ოქროს გატანის წესები გამკაცრდა

2026 წლის პირველი აპრილიდან ფიზიკურ პირებს აღარ შეეძლებათ რუსეთიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში (სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი) ნაღდი ფულის გატანა იმ ოდენობით, რომელიც აღემატება 100 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისთვის ეს აკრძალვა თანხის ოდენობაზე არ იქნება დამოკიდებული.გამონაკლისად ჩაითვლება ნაღდი რუბლების გატანა რუსეთის საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით.როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს ნაღდი ფულის გატანისას უნდა ჰქონდეთ საბანკო ამონაწერი, რაც დაადასტურებს, რომ ეს თანხა მათი ანგარიშებიდან არის განაღდებული.გარდა ამისა, 2026 წლის პირველი მაისიდან დაწესდება შეზღუდვები რუსეთიდან 100 გრამზე მეტი წონის ოქროს ზოდების გატანაზე.კერძოდ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ზოდების გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაზღვრული აეროპორტების გავლით და შესაბამისი ფედერალური უწყების ნებართვით.ფიზიკური პირებისთვის ეს შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევ ქვეყნებზე, არამედ სხვა სახელმწიფოებზეც.

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს, ერთ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყანაში სცადოს ტელევიზიის დახურვა

ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს – ერთ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყანაში სცადოს ტელევიზიის დახურვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.პრემიერის თქმით, ევროპული ბიუროკრატიის და ბრიტანეთის ხელისუფლების ასეთი უხეში გადაცდომები ეხმარება ხელისუფლებას საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია.„ჩემთვის უკვე დამდგარი შედეგია მთავარი და დამდგარი შედეგი არის ის, რომ ბოლომდე ფარდა აეხადა ყველაფერს. თუ აქამდე ფორმალურად მაინც გვესაუბრებოდნენ მაღალ მატერიებზე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ევროპელი პოლიტიკოსები, იგივე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, დღეს პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს. ერთ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყანაში სცადოს ტელევიზიის დახურვა. ეს აბსოლუტურად ფუჭად გასროლილი ტყვია იყო, მაგრამ მიზანი ჰქონდათ, რომ ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში უნდა დაეხურა ორი წამყვანი ტელევიზია, ახლა ევროპარლამენტიდან საუბარია კიდევ იმავე მცდელობაზე. ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენთვის არის შედეგის მომტანი იმ კუთხით, რომ ბოლომდე ვხედავთ ლუსტრაციას, რა მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს – აბსურდული განცხადებები, აბსურდული ჩანაწერები და აბსურდული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათელილი. არანაირი კონსტიტუციური სტანდარტი აქ არ მოქმედებს, ადამიანის ძირითადი უფლებების არანაირი საერთაშორისო სტანდარტები, საერთოდ ყველაფერი გადახაზულია. ადრე ფორმალურად თუ მაინც აცხადებდნენ, რომ ისინი პატივს სცემდნენ ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, მედიის თავისუფლებას, მედიაპლურალიზმს, ახლა პირდაპირ, უხეშად დაუპირისპირდნენ ამ ყველაფერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის.ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გვიწევდა რაღაცების მტკიცება. ასეთი უხეში გადაცდომები, რასაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან, გვეხმარება ჩვენი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია და ევროპული პოლიტიკა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. არავითარი იურიდიული სტანდარტით არათუ გამართლებაზეა საუბარი, ვერც კი აიხსნება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბრიტანულმა ხელისუფლებამ და რომლის შესახებ საუბრობს ახლა ევროპარლამენტი. მაგრამ ეს ძალიან კარგია ლუსტრაციისთვის, ამას ხედავს ქართული საზოგადოება.ბრიტანული სანქციის შემთხვევაში დავინახეთ, რომ ამას ჰქონდა ხუთდღიანი ეფექტი. როცა დაინახეს, რომ არავითარი პრაქტიკული შედეგი არ ჰქონდა ამ სანქციებს, ეს მუხტიც ჩაქრა. შეიძლება მცირე მუხტი ასწიეს 3-4 დღით, მაგრამ მეხუთე დღეს ხომ ეს მუხტი ჩაქრა. ამას ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები