შაბათი, მარტი 1, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, რაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დეზინფორმაციაა, რომ ჩვენ ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. დეზინფორმაციაა, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოში დღეს არსებული კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული.

„ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის როლი არის ზეპარტიული. ჩემმა წინამორბედმა ამ როლის მიღმა დააყენა თავი, რითიც საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა. ეს არ იყო სწორი. მინდა, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო. ჩემი მთავარი მოტივაციაა, საპრეზიდენტო ინსტიტუტი კონსტიტუციის ფარგლებში დავაბრუნო. რაც შეეხება კრიზისს, პოლიტიკური სიტუაცია ახალი არ არის, რაც მე პოლიტიკაში ვარ, მას შემდეგ ასეა. 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ გვაქვს სამოქალაქო ომის გამოცდილება, ჩემს და უფროსს თაობას ეს კარგად ახსოვს. მაშინაც იყვნენ გარე ძალები, რომლებიც ჩვენ მიმართ არ იყვნენ კეთილგანწყობილი და ჩვენ ვერ შევძელით სამოქალაქო ომის თავიდან აცილება. მთავრობა ითვალისწინებს ამას, ის იქცევა საკმაოდ ჭკვიანურად. კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, რას გულისხმობს ხელოვნურში, ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი ქვეყნები აწყდებიან ხოლმე მსგავს სიტუაციას, „თუმცა სამოქალაქო ომი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ ეს გარედან ინსპირირებულია“. მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომმა გაამწვავა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც უცხოური მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა მოითხოვეს.

„უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მოგვთხოვეს მოხალისეების გაგზავნა, ასევე, უნდა მივერთებოდით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაგვეგზავნა იარაღი, რამდენადაც ეს სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს. ვინაიდან ჩვენ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი არაერთხელ გვქონია, სულ ბოლოს – 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და საქმე გვაქვს ატომურ სახელმწიფოსთან, ჩვენ უარი განვაცხადეთ. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ვართ და არც ნატო-სი, ომში მონაწილეობა ძალიან დაგვაზარალებდა. სწორედ ამიტომ ჩვენზე ხორციელდებოდა ზეწოლა. პირველ რიგში, ეს შეეხო კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატ ტრიოს შორის (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელი საშინაო დავალება საქართველომ ყველაზე კარგად შეასრულა, თუმცა სტატუსი პირველ ჯერზე ვერ მიიღო, რაც გაუგებარი იყო.

„ამ შემთხვევების შემდეგ მე, სხვა დეპუტატებთან ერთად, დავაფუძნე დამოუკიდებელი ჯგუფი სახელად „ხალხის ძალა”. ჩვენი მიზანი იყო ამ ზეწოლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის გულწრფელად ინფორმირება. მაშინაც იმართებოდა საპროტესტო აქციები მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა მთავარი კითხვაა, რა დაემართებოდა საქართველოს, მოთხოვნას რომ დავყოლოდით? ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე, რომელიც, უამრავი ქვეყნის მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას. ჩვენი ნაბიჯი იყო გაბედული. ეს ნიშნავს საქართველოს გადარჩენას. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ის და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიო სწორედ იმას ამბობენ, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით. ის, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, ეს დეზინფორმაციაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა „კარგად არ წარიმართა“, უკრაინის პრეზიდენტს ახლავე სურს თეთრ სახლში დაბრუნება, თუმცა მისთვის ეს მოუხერხებელია

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა „კარგად არ წარიმართა“.მისი თქმით, მოლაპარაკებების გასაახლებლად, ზელენსკის მშვიდობა უნდა სურდეს.როგორც ტრამპმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს ახლავე სურს თეთრ სახლში დაბრუნება, თუმცა მისთვის ეს მოუხერხებელია.„ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენ მისი დასრულება გვსურს, ან მივცემთ საშუალებას წავიდნენ და ნახონ რაც მოხდება, იბრძოლონ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლის დატოვების დროს.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.ამასთან, ტრამპმა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, მოსთხოვა თუ არა ზელენსკის თეთრი სახლის დატოვება. „ვალდებული არ ვარ გითხრათ. ვფიქრობ, პასუხი იცით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტს კითხვაზე პასუხად.

ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა,კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა.„მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ, აამაღლონ ერების ნაყოფიერება“, – ნათქვამია პოსტში, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს.

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა.როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

კაია კალასი – უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გავაძლიერებთ, დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, ევროპელებს ამ გამოწვევის მიღება მოგვიწევს

თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.მისი თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებენ.„უკრაინა ევროპაა. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რათა მათ შეძლონ, განაგრძონ აგრესორთან ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ჩვენ, ევროპელებს მოგვიწევს ამ გამოწვევის მიღება“, – წერს კალასი.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელესკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

ჯასტინ ტრუდო – უკრაინელების ბრძოლა დემოკრატიის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა, კანადა განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას სამართლიანი, მყარი მშვიდობისთვის

კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის, – ამის შესახებ კანადის კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სოციალურ ქსელში წერს.ტრუდო ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.როგორც ტრუდო აღნიშნავს, უკრაინის ბრძოლა მნიშვნელოვანი ბრძოლაა.„რუსეთი უკანონოდ და გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში. უკვე სამი წელია, უკრაინელები მამაცურად და მედგრად იბრძვიან. მათი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა. კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის“, – წერს ტრიუდო.

ბოლო სიახლეები