კვირა, აპრილი 27, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – მსოფლიო ლიდერებთან ერთად პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დავესწარი, მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის

მსოფლიო ლიდერებთან ერთად პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დავესწარი, მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დავესწარი. იტალიაში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, მიტროპოლიტ გერასიმესთან და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან ერთად ვიმყოფები. პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის“, – წერს ყაველაშვილი.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

70-მდე ქვეყანაში “ქვევრის საერთაშორისო დღე” წესდება ამ დღის მიზანია, ქვევრისა და ქართული ღვინის პოპულარიზაცია

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ყოველი წლის აპრილის ბოლო კვირა დღეს, აწესებს ქვევრის საერთაშორისო დღეს, რომელიც აღინიშნება საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის წევრ 68 ქვეყანაში.ამ დღის მიზანია, ქვევრისა და ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ქვევრის საერთაშორისო დღე წელს, საქართველოსთან ერთად, აღინიშნება დიდ ბრიტანეთში, ავსტრიასა და გერმანიაში.

საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური ტურნირი დაიწყო.საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში აზერბაიჯანის დაამარცხების შემდეგ, ავსტრიის ეროვნულ ნაკრებსაც სძლია და ნახევარფინალში გერმანიასა და თურქეთს შორის გამარჯვებულს დაიპირისპირდება.წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ უკრაინის უარი ნატო-ში გაწევრიანებაზე რუსეთს შემდგომი აგრესიული ქმედებების დაგეგმვას გაუადვილებს

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ უკრაინის უარი ნატო-ში გაწევრიანებაზე რუსეთს შემდგომი აგრესიული ქმედებების დაგეგმვას გაუადვილებს. ამის შესახებ კუბილიუსმა სოციალურ ქსელ იქსში დაწერა.მისი თქმით, რუსეთს ეშინია, რომ უკრაინას ნატო დაიცავს შემდგომი აგრესიისგან და სწორედ ამიტომ ითხოვს კიევისგან უარის თქმას ალიანსში გაწევრიანებაზე.„რუსეთს ეშინია, რომ ნატო დაიცავს უკრაინას რუსეთის შემდგომი აგრესიისგან. კიევის მიერ ნატო-ზე უარის თქმა გაუადვილებს რუსეთის შემდგომი აგრესიის დაგეგმვას“, – წერს ევროკომისარი.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის მიზეზი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა იყო.  

„უკრაინა მზად არის, ცეცხლის უპირობოდ შეწყვიტოს… ახლა პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა“ – ემანუელ მაკრონი

უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის."შეხვედრისას ტრამპის წარმომადგენელ უიტკოფთან, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის გასაახლებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე," - აცხადებს პესკოვი.უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს ემანუელ მაკრონიც. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა მზად არის, ცეცხლი უპირობოდ შეწყვიტოს, საბოლოო გადაწყვეტილება კი ვლადიმერ პუტინმა უნდა მიიღოს."უკრაინაში ომის დასრულება არის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპთან. უკრაინა მზად არის, ცეცხლის უპირობოდ შეწყვიტოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს ეს დამიდასტურა. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან მუშაობა ამის შესასრულებლად. ახლა პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინაში სრულ და ხანგრძლივ მშვიდობას," - აცხადებს მაკრონი.

აღმოაჩინეს მკვლელი მუხლუხო, რომელიც მსხვერპლის სხეულის ნაწილებს “იცვამს”

Hyposmocoma-ს გვარის ახალი სახეობის მუხლუხებში მეცნიერებმა უჩვეულო ქცევა დააფიქსირეს, რის გამოც მას "ძვლების შემგროვებლად" მოიხსენიებენ. საქმე ისაა, რომ ეს არსებები მოკლული მსხვერპლების სხეულის ნაწილებს "იცვამენ".ჩვეულებრივი და ღამის პეპლების მუხლუხების უმეტესობა მხოლოდ მცენარეებით იკვებება. ამის მიუხედავად, ქერცლფრთიანების 200 000 ცნობილი სახეობიდან რამდენიმე ასეული მწერებსაც ეტანება, მათ შორის თავისნაირებს. ხორცისმჭამელობა განსაკუთრებით ჰავაიზე მობინადრე მუხლუხებშია გავრცელებული. ახალი სახეობა კი სწორედ იქ მდებარე კუნძულ ოაჰუზე აღმოაჩინესეს "ძვლების შემგროვებლები" მკვდარ ან მომაკვდავ მწერებს ჭამენ, შემდეგ კი საკვებად გამოუსადეგარ ნაწილებს აბრეშუმის საფარველზე იმაგრებენ და თან დაატარებენ. მსხვერპლებს შორის მწერების 6 ოჯახი გამოავლინეს, მაგრამ ამ მუხლუხებს სათანადო ზომის ნებისმიერი ფეხსახსრიანის შთანთქმა შეუძლიათ.მართალია, მუხლუხებს ასეთი ტვირთი ამძიმებს და მათ გადაადგილებას ანელებს, თუმცა ეს პრობლემა ნაკლებადაა. ისინი ობობების ქსელებთან ახლოს ცხოვრობენ და სწორედ იქ გახლართული მწერებით იკვებებიან. საინტერესოა, რომ ამ სახეობის წარმომადგენლები მსხვერპლის სხეულის ნებისმიერ ნაწილს სულაც არ იმაგრებენ, არამედ მას სათანადოდ არჩევენ და ზოგჯერ აპატარავებენ, რათა უკეთ "მოირგონ".მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამგვარი ქცევის მიზეზი, შესაძლოა, კონკურენტი მუხლუხებისთვის დომინანტობის დამტკიცება იყოს. ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, რადგან მათში კანიბალიზმის შემთხვევები ფიქსირდება. ვინაიდან, ობობას ქსელის მიმდებარედ, როგორც წესი, მხოლოდ ერთი მუხლუხო შეინიშნება, "ძვლების შემგროვებლობის" ყველაზე სარწმუნო მიზეზი მაინც კამუფლაჟია. ისინი თავს ობობებისგან იცავენ.ბოლო 22 წელში ტყის 15 კვადრატულ კილომეტრ ფართობში სულ 62 ასეთი მუხლუხია აღმოჩენილი. ეს მცირე რაოდენობა მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, ისინი გადაშენების რისკის წინაშე იყვნენ და ჰავაის სწრაფად ცვალებად ეკოსისტემაში ვეღარ გადარჩნენ.საინტერესოა ამ სახეობის ევოლუციაც. ის მონათესავე მწერებს სულ მცირე 6 მილიონი წლის წინ უნდა გამოყოფოდა, ანუ იმაზე დიდხანს არსებობს, ვიდრე თავად ჰავაის კუნძულები. თავდაპირველად ისინი იმ კუნძულებზე უნდა ყოფილიყვნენ გავრცელებულნი, რომლებიც ეროზიის შედეგად განადგურდა.

ბოლო სიახლეები