ორშაბათი, მარტი 16, 2026

მიხეილ ყაველაშვილი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, პასუხს ვერ სცემდა, როცა ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ადამიანების უფლებებზე, ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული

მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მის [ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის] პრეზიდენტს და დელეგაციას, საკმაოდ კონსტრუქციული, გულწრფელი, სამართლიანი საუბარი შედგა. მნიშვნელოვანია, აღვნიშნო, რომ საკმაოდ პოზიტიურად განვეწყვე, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და უბრალოდ პასუხს ვერ სცემდა, შეუძლებელი იყო ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ გამოცდილებაზე, დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, ადამიანების უფლებებზე და ა.შ., ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

როგორც მან აღნიშნა, ვერ შეიწყალებს იმ პირებს, რომელთა შეწყალების საკითხიც დააყენა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ვინაიდან არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს პირები კიდევ უფრო მეტად საშიშნი არ იქნებიან საზოგადოებისთვის.

„მე დავუსვი მას კითხვები. შეწყალების თემაზე მას ჰქონდა, თხოვნას არ დავარქმევ, უბრალოდ ეს საკითხი დააყენა იმ ფონზე, რომ ასეთი დაძაბულობაა, იქნებ კონსტრუქციული დიალოგი შედგეს და ერთ-ერთი ნაწილი იყოს ეს შეწყალების აქტი. მე მას ვუპასუხე, რომ ერთ წელიწადში დაახლოებით ათასამდე ადამიანი შევიწყალე, შეწყალების აქტს ძალიან მნიშვნელოვნად აღვიქვამთ, ჰუმანური აქტია, ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ტოლერანტული იყო, ამ საკითხთან მიმართებით ჩვენ არანაირი კითხვის ნიშნები არ გვაქვს და ეს პროცესი გაგრძელდება. ის ადამიანები, ვისზეც თქვენ მიგვითითებთ, რომ შევიწყალო, ამ პროცესებში დაკავებულებზე იყო საუბარი, მაგრამ ჩემი პასუხიდან გამომდინარე პასუხი ვეღარ გამცა, იმიტომ, რომ შეწყალება ხდება ისეთი ადამიანის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი მხარდამჭერი გახდეს, რომ გამოვა, აუცილებელია, რომ ის უფრო მეტად საშიში არ იყოს საზოგადოებისთვის, რა აქტიც მან ჩაიდინა, ვიღაც რომ მთხოვს, გავითვალისწინო მე თუნდაც და კეთილი ნება გამოვიჩინო, რომ ეს ადამიანი ციხიდან გამოვიდეს, მერე მან უფრო დიდი უბედურება განახორციელოს, ამის გარანტიას ისინი ხომ ვერ გაძლევენ?! ვერც მოგცემენ ამის გარანტიას, იმიტომ, რომ არ არსებობს ამის გარანტია, ჩვენ ეს ფაქტებად გვაქვს წარმოდგენილი, იმ ადამიანების განცხადებები, ვინც თითქოს უნდათ, რომ ჩვენ შევიწყალოთ, როგორი გონორით არიან დღემდე. როგორ წარმოუდგენიათ, ჩვენ, დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო ვართ და ვის უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოვიდეს და კიდევ უფრო მეტი საშიშროება გააჩინოს ჩვენს საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ვერ დავუშვებთ, თორემ ყველაფრისთვის მზად ვართ, იმდენად მყარად ვართ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, 100 პროცენტით კი არა, 1000 პროცენტით მართლები ვართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ჩვენ კუბასთან ვსაუბრობთ, მაგრამ კუბამდე ირანთან ვაპირებთ მოლაპარაკებებს

კუბა წარუმატებელი ერია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.მისი თქმით, კუბას შეთანხმების დადება სურს და თვლის, რომ ეს მალე მოხდება.„ან შეთანხმებას დავდებთ, ან იცით, რაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ბევრი შესანიშნავი ადამიანი გვყავს, ვინც ტრამპს მისცა ხმა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. კუბიდან ბევრი შესანიშნავი ადამიანი გვყავს, რომლებიც ძალადობრივად და სასტიკად გააძევეს ქვეყნიდან და უარესიც, ოჯახები მოკლეს. ასე რომ, ჩვენ კუბასთან ვსაუბრობთ, მაგრამ კუბამდე ირანთან ვაპირებთ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა 13 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანამ აშშ-ის მთავრობასთან ნავთობის ბლოკადის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ორ დიდი ხნის მეტოქეს კონფრონტაციისგან დააშორებს.

იაპონიის ზოოპარკი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

იაპონიაში იჩიკავას ზოოპარკის თანამშრომლები მაკაკა პანჩის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ. ზოოპარკის დირექციის განცხადებაში წერია, რომ პანჩის გამო ახლა ნერვიულობა აღარ არის საჭირო, რადგან  მაკაკა უკვე ნაკლებად არის სხვა მაიმუნების მხრიდან აგრესიის მსხვერპლი. ამის შესახებ წერს Daily Star.პანჩი, პატარა იაპონური მაკაკა, ინტერნეტვარსკვლავი მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ეხუტებოდა ის ძველ, ფუმფულა სათამაშო-მაიმუნს, მას შემდეგ რაც  დედამ მასზე უარი თქვა. პანჩის სხვა მაიმუნებთან შეგუებაც გაუჭირდა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აგრესიულად ექცევიან მას ზრდასრული მაკაკები. რის შემდეგაც შეშინებული პანჩი დასამალად მის ერთადერთ მეგობართან, სათამაშო ორანგუტანგთან გარბის.კადრებმა, სადაც ის სათამაშოს ისე ებღაუჭება, როგორც დედას, მილიონობით ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია.ამჯერად კი, ზოოპარკის თანამშრომლები პანჩის გულშემატკივრებს მიმართავენ და სთხოვენ, რომ მაკაკაზე ნერვიულობა შეწყვიტონ.  მათი თქმით, მაკაკების მკაცრ იერარქიულ საზოგადოებაში ასეთი „ქცევა“ ნორმად ითვლება და აგრესია არ არის. თანამშრომლების განმარტებით, პანჩი სწავლობს ჯოგში ქცევის წესებს და ახლა მას უფრო და უფრო მეტი თანამოძმე უჭერს მხარს. ასევე იზრდება დრო, რომელსაც ის სათამაშოს გარეშე ატარებს.ზოოპარკის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ პანჩის ჯგუფიდან გამოყოფა არ შეიძლება, ეს მას ნორმალური ცხოვრების შანსს წაართმევს. მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტს რამდენიმე ზედმეტად აქტიური მაკაკი დროებით გადაიყვანეს სხვა ადგილზე, პატარა მაიმუნის მიმართ გადაჭარბებული აგრესიის გამო, მთლიანობაში პანჩის მდგომარეობა ნორმალურად მიიჩნევა.თანამშრომლებს სურთ, რომ საბოლოოდ პანჩმა შეძლოს სათამაშოს გარეშე ყოფნა და ღამით სხვა მაიმუნებთან ერთად დაძინება.

ვიქტორ ორბანი: ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა შევინარჩუნოთ ანტისაომარი ალიანსი

„მშვიდობის მარშზე“ ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერის ათობით ათასი მომხრე გამოვიდა. პრემიერ- მინისტრის მხარდაჭერასთან ერთად, აქციის მონაწილეებმა უკრაინის მხრიდან უნგრეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობა და მილსადენ „დრუჟბის“ დაბლოკვით მანიპულირება გააპროტესტეს. წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით ვიქტორ ორბანიც გამოვიდა.„წინ 28 რთული დღე გვაქვს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა შევინარჩუნოთ ანტისაომარი ალიანსი. აპრილის არჩევნების შემდეგ, ქვეყანას არა მღელვარება, არამედ სიმშვიდე, თავდაჯერებული ლიდერი, ნათელი გონება, საიმედო ხელი, სტრატეგიული სიმშვიდე და გამოცდილება სჭირდება და ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანას მშვიდობა და უსაფრთხოება შევუნარჩუნოთ. ჩვენ ისეთი დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რომ ბრიუსელმა და კიევმა მხოლოდ თვალის დახამხამება შეძლონ“, - განაცხადა მან.

მიხეილ ყაველაშვილი – რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია 15-20 წელია, მარტო სახელებით, გვარებითა და პასპორტით არიან ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ...

ვიდრე პოლარიზაციის შემცირების პროცესი შედგება, უნდა გამოვკვეთოთ, ვინ არის ეს მეორე მხარე, რატომ ვეძახით მას მეორე მხარეს, რომელზეც ფაქტებით გვაქვს გამყარებული, რომ ეს არის გარედან მართული მეხუთე კოლონა. ეს არის აუცილებლად აღსაქმელი და დასანახი ჩვენი საზოგადოებისგან, რომ ეს არ წარმოადგენს მხარეს, ეს არის მართული ძალა, რომელიც პირდაპირ მტრობს ქვეყანას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ პოლარიზაციის შემცირებაზე საუბრისას.მისივე თქმით, ხელისუფლების განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი ოპონირება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის.„ძალები, რომლებიც  ნეიტრალურ სივრცეში არიან, უნდათ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და „ნაციონალური მოძრაობა“ საშუალებას არ აძლევს. ეს გაწვდილი ხელია და ნელ-ნელა ეს პროცესი დაიხვეწება. აქ გამარჯვება-დამარცხებაზე არ არის საუბარი. უნდა იცოდნენ, რომ მაგალითის მიმცემიც შეიძლება, იყოს „ქართული ოცნება“, რომელმაც თქვა, რომ არ არის მისთვის სახარბიელო, რომ სუსტია ოპოზიცია და ოპოზიცია კონკურენციას ვერ უწევს ხელისუფლებას, რადგან ეს ხელისუფლებისთვისაც ცუდია და სახელმწიფოს განვითარებისასაც ცუდია.ამას აღიარებს ხელისუფლება, რადგან მას მარტივად შეუძლია ნებისმიერ არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ეს არ იძლევა იმის შედეგს, რომ ჩვენ უფრო სწრაფი ტემპით განვვითარდეთ და აუცილებელია ჯანსაღი ოპონირება, ამ ეროვნულ ღირებულებებზე შექმნილი ჯგუფებისა და პარტიების მხრიდან. ეს გრძელვადიან პროცესში უნდა დაინახოს ამ ხალხმა და არ უნდა მოხდეს მათი გაკიცხვა, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რადიკალური ფრთა გარე ძალებისგან არის მართული და ისინი მარტო სახელებით, გვარებითა და პასპორტით არიან ქართველები.„რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია დაახლოებით 15-20 წელია, არც იცვლებიან. დღეს უკვე ხუმრობს საზოგადოება, რომ გადიან-შემოდიან, იშლებიან, ისევ ერთიანდებიან. მათ არავინ ეკითხება, მათ დაუკვეთენ, ეყოლებათ სალომე ზურაბიშვილი ლიდერი, დაუკვეთენ, ახლა ჰყავთ გვარამია, დაუკვეთენ, ეყოლებათ სააკაშვილი და ა.შ. ამიტომაც გვაქვს მათ გარე პატრონებთან პოლემიკა და საუბარი. ამათ აღარაფრად ვთვლით და არც უნდა ჩათვალოს საზოგადოებამ.ისინი არიან მარტო სახელებით, გვარებითა და პასპორტით ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა, იმდენად დეგრადირდნენ. როგორი ჩასაფრებული არიან. როგორ შეიძლება, ეს ადამიანები იყვნენ ამ ქვეყნის პატრიოტები. რადგან ერთხელ ხელი მოაწერეს, უკვე დაკვეთას ასრულებენ და ეს დაკვეთა იმაში მდგომარეობს, რომ აბსოლუტურად სხვა რამ უნდა მოხდეს საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებული მოქალაქე არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების დამცველი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მისივე თქმით, არ არსებობს არც ერთი ჩატარებული არჩევნები, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ეღიარებინა.„რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება – ეს კასტა, რომელიც ზემოდან უყურებს მთელ საზოგადოებას. ყველა ჩვენგანი ვართ საზოგადოება და ესენი განსაკუთრებული არიან – სამოქალაქო საზოგადოება. პროფესია აქვთ სამოქალაქო აქტივისტი. რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი? რას ნიშნავს? ვინ ხარ? რა გაგიკეთებია? რას წარმოადგენ, რომ ასეთი გონორით ესაუბრებოდე შენს მოქალაქეებს, შენს ხელისუფლებას, პარლამენტის წევრებს?! ეს როგორ შეიძლება.ჩვენ ხომ ვიცით, აკერმანის წინასწარ შედგენილი გეგმებია, რომ ეს ხალხი გადმოდის ხელისუფლებაში, როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს ბოკერიები და უგულავები პირდაპირ გახდნენ ხელისუფლების წევრები და რა დამართეს ქვეყანას. იმის გამოძახილია, რომ ეს საცეცები კიდევ ვერ მოვიცილეთ.ნაბიჯი, რომელიც ახლა გადაიდგა პოლარიზაციის დასრულებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც შესაძლოა, არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ამ ქვეყნის პატრიოტია და ვცდილობთ, რომ მათგან, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ერთმანეთს პატივი ვცეთ და საზოგადოებას ვცეთ პატივი, ჩვენი აზრები მივაწოდოთ მათ და ეს პროცესი არ შეჩერდება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ

ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ „ბიბისი“ გაერო-ზე დაყრდნობით იუწყება.მედიის ინფორმაციით, ლიბანში მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი სავარაუდოდ არასახელმწიფო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს. ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) ინფორმაციით, თავდასხმები გაერო-ს სამ სხვადასხვა ბაზაზე – იატარში, დეირ კიფასა და კალაკიაში განხორციელდა.მათივე ცნობით, გასროლა ერთ-ერთ ადგილას მშვიდობისმყოფელებისგან ხუთი მეტრის მოშორებით განხორციელდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.UNIFIL არის სამშვიდობო მისია, რომელიც 1978 წელს შეიქმნა საომარი მოქმედებების მონიტორინგისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.

ბოლო სიახლეები