არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამას არ შევეგუებით. მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორი ბრძოლა მიდის, როცა არსებული ადმინისტრაცია ებრძვის „დიფ სთეითს“. იქ მიდის ბრძოლა და საუბარია, რომ ყოფილ პრეზიდენტს, ობამას, შეიძლება, სისხლის სამართლის დანაშაული დაუმტკიცდეს და პასუხისგებაში მიეცეს. არ უნდა აღვნიშნოთ, რომ იქ ერთიანი პოზიციაა. ასევეა ევროკავშირიც. ეს არის ევროკავშირის ბიუროკრატიული ნაწილი. რა თქმა უნდა, რიგი ქვეყნებია გაწევრიანებული, მაგრამ არიან ქვეყნები და მათი წარმომადგენლები, რომლებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ ამ ყველაფერთან და ნუ წარმოვადგენთ, რომ ევროკავშირი არის ამ ყველაფრის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ღია ვართ, მაგრამ ვამხელთ კიდევაც, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ამას არ შევეგუებით და, მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.