დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ უვაჟკაცეს მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ადამიანი და ვიდრე ეს გმირები იარსებებენ, ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
მისი თქმით, შინდისის გმირებმა განაცვიფრეს მტერი თავისი გმირობით.
„სწორედ ასეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებით გვაქვს გარანტია, რომ საქართველო უკვდავია. კიდევ ერთხელ მინდა, მივაგო პატივი და მარადიული ხსოვნა ამ მართლაც უვაჟკაცეს გმირებს, რომლებმაც განაცვიფრეს მტერი და მოწინააღმდეგე, იმდენად სამაგალითო გმირობა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ ხსოვნას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.